ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კახა ცხადაძე: არ ვიცი რა იქნება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ნაკრები ჯერაც უმწვრთნელოდაა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის ვინაობაც აქამდე უცნობია. კონტრაქტი დღემდე არ გაწყვეტილა არც მოქმედ მწვრთნელთან...

ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს, თითქოს ცხადაძე უკვე მართავს მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის გუნდებთან...

ამასთან დაკავშირებით ცხადაძემ Sportall.ge-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ეროვნულ ნაკრებში ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია და რომ არ მოგატყუოთ, არც ვიცი რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო დაბრუნებაზე აზერბაიჯანში, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია - პირადად მე არავინ დამკავშირებია და კონკრეტული შემოთავაზებით არავის მოუმართავს", - გვითხრა ცხადაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ