ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს სენტ კიტსი და ნევისი უსწრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა.

ჩვენი ნაკრები 283 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრებზე წინ რეიტინგში არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 112, სომხეთი 116.

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე უკეთესი ადგილები რეიტინგში უჭირავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელიზი და სენტ კიტსი და ნევისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თებერვალში მატჩი არ ჩაუტარებია. ამ დროისთვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა და პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

Sportall.Ge