ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

Sportall.ge-ს მკითხველი თორნიკე შარვაძე გიორგი აბურჯანიასგან მაისურს მიიღებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველი თორნიკე შარვაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელ გიორგი აბურჯანიასგან მაისურს მიიღებს.

გიორგი აბურჯანიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მისთვის დასმული კითხვებიდან საუკეთესო შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის მაისურს უსახსოვრებს.

გიორგიმ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა, საუკეთესოდ კი თორნიკე შარვაძის მიერ დასმული კითხვა მიიჩნია: "როგორ შეადარებდი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის სათამაშო დონეს კვიპროსის ჩემპიონატთან, რა სასარგებლო დასკვნები გამოიტანე და ესპანური მაგალითიდან, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება დაინერგოს საქართველოში ფეხბურთის გასავითარებლად?".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგიმ
საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.