"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შეურაწყოფას მე კიარა შენ აყენებ ეგეთი საუბრით ყიფიანს და რაც შეეხება ბლოხინმა როდის ითამაშა თავის საუკეთესო სეზონი მაგას რა მნიშვნელობა აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია ჯიგარო ფეხბურთში მთავარია ტაბლო და შედეგი.ბელანოვის ხსენება თუ ყიფიანის შეურაწყოფა იყო არ მეგონა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.ისე მე ის ყიფიანის კონტექსტში სულარ მიხსენებია მაგრამ მაინც.კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო კარგადაა ნათქვამი.
qutaiseli
16:51 28-02-2016
0
კიდევ ერთსაც გეტყვი ჭილაიამ რომ ლივერპულთან პროხოდი გააკეთა და მთელი მაგათი დაცვა ნახევარდაცვა გააბანძა ისეთი კარლოსს, მალდინის და ლამს არ აქვთ გაკეთებული; ხდება ხოლმე ფეხბურთში მასეთებიც (ბეკენბაურერის გაბანძების მართლა მაგარი მომენტი მახსოვს), მაგრამ 1977-78 წლებიდან ბლოხინი მახსოვს როგორც მორბენალი, გოლის გამტანი, საშუალო ტექნიკის ფეხბურთEლი, მან 1975 წელს ითამაშა თავის საუკეთესო თამაშები; ყიფომ კიდევ 25 წლის შემდეგ (1976წლიდან როცა მინდვრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და პენლების აღების გამო ასტაპოვსკიმ აჯობა, ბედიც ხომ გინდა, მაშინ ამტვრდნენ როცა რაღაცა უნდა მოეგო და პიკზე მყოფი ანხელმა მოკლა როგორც იგროკი) და საერთოდ მთავარია არა როგორ იწყებ, არამედ როგორ ამთავრებ; დავამთავრე, ერთს გეტყვი ბელანოვის ამ კონტექსტში ხსენებით დათოს სულს ზოგადად ქარტულ ფეხბურთს შEურაცხყოფა მიაყენე!
mateo palkone
13:53 28-02-2016
0
mateo palkone ეგა ცუდი მაგის მეტი რო არაფელი გასოვს ჯიგარო თორე ეგეც მახსოვს და ბევრი სხვა რამეც ცუდიც და კარგიც ტოტენჰემიც მახსოვს ჰერტაც ლივერპულიც და ფეინორდიც მაგრამ მახსოვს ბავარიაც და პოლის ტილოსავით ნათრევი ბეკენბაუერი.
qutaiseli
12:05 28-02-2016
0
ისე კიგანი ახსენა პატივცემულმა ქუთაისელმა (მაინც ვიწრო კუთხურობა რას ნიშნავს ჯერ შEნგელია, შემდგ დათო, ვოვა და ვიტალიკა), კიგანის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ვერსიაში სწორედ ყიფიანი იყო; ჰამბურგი ახსენა რომელმაც გადაგვიარა (ფეხბურთი ხან ასეა ხან ისე, ისე მანამდის იმდროინდელ ყველაზე ტიტულოვა ლივერპულს გადავუარეთ) , ალბათ ყიფოს გოლი არ ახსოვს კალცი და მემერინგე აქეთ იქით რომ გაწია;
mateo palkone
11:45 28-02-2016
0
არც ზავაროვი და არც მუნტიანი არიყვნენ გოლიათები და არ თამაშობდენ ბეი ბეგი ფეხბურთს ასე რო ყველა კიევის დინამოელი არიყო ალვისხესავით და უკლასო ეგარი ზღაპარი..ისე გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება აქაც შეიძლებოდა გამხდარიყავი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.და ევროპაში ვინ რას იზამდა ეგ არავინ იცის.ეგ ყველაფერი მარჩიელობას გავს და მეტი არაფელი.მოვრჩი ამ თემაზე და მეტ კომენტარს აზრიც არააქვს ვერავინ დამაჯერებს რომ 2 ჯერ ორი ხუთია და არა ოთხი.რაც შეეხება შენგელია ის იყო ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი და ნათელში იყოს მისი სული.ნეტავი ეგეთი და მაშვინდელი თაობის ნიჭის ხალხი კიდე მოვიდეს ქართულ ფეხბურთში.
qutaiseli
11:36 28-02-2016
0
არ გეწყინოს მაგრამ აშკარად გეზიზღება ყიფიანი; არც უკრაინაში,არც რუსეთში ფეხბურთში ჩახედულ ადამიანს თავში არ მოუვა ყიფიანი და ბელანოვი რაღაც კონტექსტში მაინც ერთად ახსენოს; ის ბელანოვი რომელსაც მერე ბურთი არ გაუგორებია, გერმანიის მესამე ხარისხოვან გუნდში თამაშობდა და ფეხსაცმლის ქურდობის გააგდეს;
qutaisels
11:25 28-02-2016
0
არა ძმაო რა ბეკენბაუერი, მისი ლამაზი მანერა გააღეზიანებდა; ეფენბერგი, შვაინშტაიგერი, სტამი თუ დაევასებოდა და კულემანსი და ოლივერ ბირჰოფი; იმ მწვრთნელის დედაც ყიფიანზე და გუცაევზე მეტად კალაძე და სულაქველიძე რომ დაევასება; მაგი ინიესტას ზაპასშიც არ დასვამდა, ხავის ჰაჰა 15 წუთით გამოიყვანდა; ბელანოვის და ყიფიანის შედარება არც ერთ უკრაინელს და რუსსაც აზრად არ მოუვა, ეს მხოლოდ ქართველის ტვინში შეიძლება მომწიფდეს
blades
01:13 28-02-2016
0
მალდინა ვერ გახდა საუკეთესო და გახდა ზამერი, დელპიერო ,ტოტი და კლინსმანი ვერ გახდნენ და გახდა თუნდაც ნედვედი; ამ ხალხის კლასს შორის ნამდვილად არის განსხვავება; მაგრამ კაცი რომელიც ბელანოვს შეადარებს ყიფოს, თუნდაც რამაზას, თუნდაც ზავაროვს და ბურიაკს (რახან უკრაინელებზე აფანატებს), ის ფეხბურთისგან შორს დგას. სკილაჩი გახსოვს ალბათ გაუარდა ერთხელ და და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გახდა, ვიალის, ალტობელის, ვიერის ფეხის ბრჩხილად არ ღირს; კაცს როგორ უნდა ეზიზღებოდეს სამშობლო ყიფიანის გვერდით ბელანოვი ახსენოს; ზიკოს რა უქნა და რატომ არ გაუცვალა მაიკა თამაზ კოსტავას კითხე; და კიდევ ბელგიასთან და პოლონეთთან მოთამაშე ბლოხინი გაიხსენე 0 რომ ჰქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი; ჰამბურგის თამაში გახსოვს, მაგრამ ყიფოს გოლი არა იმიტომ რომ ჭომასავით ჯაგა ფეხბურთელები გევასება; კაცობაზე დავიფიცებ კიგანს სთხოვეს მსოფლიო ნაკრების მისეული ვარიანტი დაესახელებინა და სწორედ ყიფიანი შეიყვანა, არსად დაკარგო პრიმიტივი ბელანოვი
kutaisels
01:03 28-02-2016
0
შევჩენკო იყო ყიფიანზე დიდი ფეხბურთელი? ელემენტარული ის მაინც უნდა იცოდეთ რომ დავით ყიფიანი არაა ის დონე ნებისმიერი მასზე დიდი იყოს, პელეს და მარადონას გარდა. გლოხინს შენგელია ჯობდა 3 ჯერ ყველგან და ყველაფერში. ლობანოვსკი დიდი მწვრთნელი და მეცნიერი იყო, მაგრამ ევროპული ანტი-ფეხბურთის და შესაბამის "ევროპულ" ჩარჩოებში მოქცეული, ეგ იყო რუს- უკრაინული "ბეი-ბეგის" ფეხბურთის განვითარებაზე მომუშავე. რა უნდა ელაპარაკო, 190 სმ ზე ნაკლები სიმაღლის ფეხბურთელები რომ აკრძალა, ვერ შეუსრულეს ჩავიმ და ინიესტამ? არაა გასაკვირი რომ მესხი და ყიფიანი არ მოსწონდა, არც მარადონა მოეწონებოდა. მისი იდეალი იქნებოდა ბეკენბაუერი. ასეთი მენტალიტეტის ხალხმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს საერთოდ, არაა მაგათი მოდგმის საბურთაო.
blade
21:51 27-02-2016
0
მონრეალიო? შენ რუსეთ-იაპონიის ომი და პორტარტურის ალყაც კარგად გეხსომება :-)
ისე, ლობანოვსკისთვის ბუცების სახეში შეყრა ტყუილია
0
Mamuka
27 თებერვალი 2016 19:51
ყიფიანის დროს ყოფილიყო ასე უცხოეთში გასვლა და ვინ იქნებოდა შევჩენკოზე ნაკლები იმასაც ვნახავდი; უტკინს რომ უფრო უყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი ცხადია ვიდრე ქუთაისელ კაცს ცხადია; 1982 წელს რვა ფეხბურთელში (ზიკო მარადონა, სოკრატესი, ანტონიონი, რუმინიგე, პლატინი, ყიფიანი, ბრაიტნერი) ყიფო მესამედ დაასახელეს წინასწარ; მაგრამ ანხელმა მოტეხა ფეხი; თეთრი პელე ზიკო გააბანძა კაცმა; მაგრამ შენ მაინც და მაინც ლობანოვსკი გევასება, რომელსაც თAვის დროზე მესხის ბოღმა ჰქონდა, შEმდეგ ყიფიანის, რომელსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მონრეალში; რას იზამ უტკინი უფრო მეტად ქართველია ვიდრე შEნ შენ სანამ სხვის ქართველობას შეეხები ჯიგარო შენი ქართველობა შეამოწმე ისე ფეხბურთზე ჯობდა დაგეწერა უფრო მეტი ვიდრე პირადულზე მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრა ფეხბურთის გარტყმაში არახარ რასაც ქვია ყიფიანი გუცაევი და მათი თაობა ჩემი თაობის დროს თამაშობდა და თამაში რასაც ქვია არ გამიმაზია შენ კიდე ფეხბურთის პროფესორი ქართველობასაც მიწუნებ აქოდა ყიფიანზე წინ არაქართველს როგორ აყენებო ხოდა მესიზე მაგარი იყო ყიფიანი მარა ეგ ჩემთვის პირადად ხოლო რეალობა და სიმართლე სულ სხვაა და კიდე ბლოხინი არსად არ წასულა არც ბავარიაში დარც მილანში აქ გახდა პირველი როგორც ბელანოვი ასე რო თუ მაგარი იყავი იმ დროსაც შეგეძლო გამხდარიყავი ევროპის ნომერ პირველი.მერა მომწონს ისკიარაა მთავარი მსოფლიო ფეხბურთში სპეციალისტები და ექსპერტებია მთავარი და რათქმაუნდა შედეგი თორე ჩემზე რო ეკითხათ სულ ქართველები იქნებოდენ მაგ დროს ევროპის პირველი ნომრები შენგელია ყიფიანი გუცაევი დარასელია და მივყობოდი ესე 5 წელი რიგში.დდ ხო კიდე ზიკო სად ნახე რო გააბანძა მაშვინ კიგანმა რა უნდა თქვას ჩვენზე.დინამო ჰამბურგის თამაშზე თუ იყავი ან ნახული თუ გაქვს.ნახავდი რა დონის ფეხბურთელი იყო.
qutaiseli
21:35 27-02-2016
0
მეხსიერება იშვიათად მღალატობს, ამ ხიხო სულაქველიძემ თქვა რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი ბლოხინია,15 წლის რუსებმა ჩაატარეს ვინ იყო საუკეთესო ყველა დროის ინტერნეტ გამოკითხვა და იაშინის შEმდეგ სტრელცოვი და ყიფო იყო; ტანში დამიარა უტკინმა რომ ყიფოზე თქვა, მაგრები იყვნენ ბურიაკი და გავრილოვი მაგრამ დათოსთან შედარებით უბრალო გარმონისტებიო; დიახაც არ უნდა გევასებოდეს კაცი, რომელმაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ფეხბურთის სიმბოლოს 1976წელს; როგორც ცნობილია თედიაშვილთან და ქორქიასთAნ ერთად ხიხო ჭომას და ქუთაისელის საყვარელი კიევის დინამო ფეხქვეშ გაიფინეს ქართველებმა;
mamuka
21:33 27-02-2016
0
Mamuka ჯერერთი შეურაწყოფას მოეშვი მერე მეორე შენ თუ უტკინი და პუტინი უფრო მეტი ქართველი გგონია ვიდრე მე ცუდათ ყოფილა შენი საქმე ისე სხვის ქართველობაზე საუბას ჯობია შენი ქართველობა შეამოწმო რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს შენ ეტყობა უტკინის და ფეხბურთის სიყვარული ქვეყნის სიყვარულში გერევა და კიდე რა საზღვარგარეთზე საუბრობ ბლოხინი აქ გახდა ევროპის საუკეთესო და არა ბავარიაში ან მილანში ჯიგარო ეგარი მთავარი ყიფიანი რაცარუნდა მომწონდეს როგორც ქართველს რეალობას და ობიექტურობას ვერ გაექცევი მე ყიფო პლატინიზე და ზიდანზე კრუიფზე და მესიზე დავაყენო მაგრამ რეალობას სად წაუხვალ. აქ ქვეყნის სიყვარულზე კიარა ფეხბურთზეა საუბარი და სიმართლეზე. თორე ჩემსას მეც უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ სამართლიანობის და რეალობის გრძნობა ადამიანმა არუნდა დაკარგო.და რაც შეეხება მონრიალის სიტუაციას ერთი მინდა ვკითხო ამის დამწერს ახალკაცი რო ყოფილიყო მწვრთნელი მაგ დროს ვის უფრო ათამაშებდა ბლოხინს სიტყვაზე თუ ქართველს რომელიმეს რათქმაუნდა ქართველს იმიტომ რომ მთელი დინამო ეყოლებოდა ნაკრებში და დარწმუნებული ვარ მისი სტილიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე ქართველს ათამაშებდა.
qutaiseli
21:00 27-02-2016
0
მონრეალში ლობანოვსკიმ მთელი ტურნირის მსვლელობაში არცერთი წუთი არ ათამაშა ყიფიანი. მხოლოდ ბოლო თამაშის 85 წუთზე უნდოდა მისი მოედანზე შეშვება.ამ დროს ყიფიანმა ბუცები შეაყარა სახეში ლობანოვსკის. ყიფიანი კაცი იყო.
gela
20:10 27-02-2016
0
იმ დროს გასვლა რომ ყოფილიყო ... ყიფიანი ჩივაძე და შენგელია უმაღლეს დონეზე ითამაშებდნენ; თითქმის ასეთზე – გუცაევი, დარასელია, კოსტავა
ეეჰ
19:59 27-02-2016
0
ყიფიანის დროს ყოფილიყო ასე უცხოეთში გასვლა და ვინ იქნებოდა შევჩენკოზე ნაკლები იმასაც ვნახავდი; უტკინს რომ უფრო უყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი ცხადია ვიდრე ქუთაისელ კაცს ცხადია; 1982 წელს რვა ფეხბურთელში (ზიკო მარადონა, სოკრატესი, ანტონიონი, რუმინიგე, პლატინი, ყიფიანი, ბრაიტნერი) ყიფო მესამედ დაასახელეს წინასწარ; მაგრამ ანხელმა მოტეხა ფეხი; თეთრი პელე ზიკო გააბანძა კაცმა; მაგრამ შენ მაინც და მაინც ლობანოვსკი გევასება, რომელსაც თAვის დროზე მესხის ბოღმა ჰქონდა, შEმდეგ ყიფიანის, რომელსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მონრეალში; რას იზამ უტკინი უფრო მეტად ქართველია ვიდრე შEნ
Mamuka
19:51 27-02-2016
0
ქუთაისელს.დათო დიდი ფეხბურთელი იყო მაგრამ შევჩენკო უფრო დიდი და მიტომაც გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ასევე ბლოხინი. ყიფიანი ცუდი იყოო სადმე დავწერე ჯიგარ ა ან გუცაევი ან ახალკაცი ან საიდან იცი ვინ ვის ძულდა სწორედაც რო ზღაპარია ეგ და ჭორი რომელსაც არავითარი საფუძველი არააქ.zviadi შენ კიდე მემგონი ფეხბურთი საერთოდ არ გაქ ნაყურები და გარტყმაში არა ხარ ვინ იყვნენ შევჩენკო და ბლოხინი რა.
qutaiseli
16:53 27-02-2016
0
ეს ჩარჩენილია გლეხობაში
vaxo
17:57 26-02-2016
0
ქუთაისელს საერტოდ არ იცი არაფერი
zviadi
21:26 25-02-2016
0
ახალკაცის დინამო ამას ახერხებდა ყოველგვარი საცდელი ლაბორატიული მანევრების გარეშე (სისხლის გამოღება, მერე დაკონსერვება, შემდეგ თამაშის წინ ინფუზია და მსგავსი მეთოდები); ქართველი კაცი ხარ და რუსი უტკინი უფრო ხედავს იმას რისი დანახვაც შენ არ გინდა, მოისმინე მისი კომენტარები იმ დროის დინამოზე და განსაკუთრებით ყიფოზე; ბელანოვის ხსნებაც კი სასაცილოა; მალდინი არ ყოფილა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მაგასთან ზამერის ხსენებაც სასაცილოა; ჩემთვის საუკეთესო ქართველი ქუთაისელი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი, ელეგანტური, დახვეწილი, ტექნარი, საქართველოს ისტორიული მტრებისთვის გოლების გამტანი (რუსეთი, თურქეთი), ყიფო რომ ცოცხალი ყოფილიყო მახო ევროპული გრანდის ლიდერი იქნებოდა
და კიდევ
18:02 23-02-2016
0
არაფერი ზღაპარი არ არის, სძულდა მესხი, ყიფიანი, 1976 წლის მონრეალის ამბები მაინც არ გაგიგია; ახალკაცმა შექმნა იმ დროის საუკეთესო გუნდი, რომელმაც წამოიხია ლივერპულიც კი; ყიფიანის, შენგელიას, გუცაევის ქვეყანაში ბელანოვის ხსნება შეიძლება; ლობანოვსკი ვერ იტანდა ყიფიანს, გუცაევს, მესხს; აფანატებდა კალაძეზე და სულაქველიძეზე; პატივს ვცემ კალაძესაც, სულაქველიძესაც, მაგრამ ფეხბურთი უყვართ მესხის, ყიფოს, ბაჯოს, ზიზუს გამო
ქუთაისელს
17:40 23-02-2016
0
ახალკაცი როგორ არ ახსოვს მაგრამ რა დააშავა რამე თენგიზმა თუ ლობანოვსკი უფრო მეტად ძლიერი იყო და კიდე საიდან ეგეთი ზღაპრები რო უკრაინელ ლობანოვსკის ძულდა ყიფიანი.დდ ახალკაცი საქართველოს კვალობაზე იყო დიდი მწვრთნელი და ღმერთმა აცხონოს მაგრამ გადახედე ლობანოვსკის დროინდელი თუგინდ დამოუკიდებლობის დროინდელი გინდ ნაკრები და გინდ კლუბი შევჩენკო ბლოხინი ბელანოვი სამი ევროპის ოქროს ბურთის მფლობელი აჩუქა თავისქვეყანას კაცმა რაზეა საუბარი აქ საერთოდ.ახალკაცით სპეკულირება აქ კიდე უადგილო მგონია.
qutaiseli
16:26 23-02-2016
0
რატომ არ მიდებთ კომენტარს, რა ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს კაცი მაგარი ფეხბურთელი იყო, ძალიან მაგარიც, მაგრამ ლეგენდა და სიმბოლო მესხი და ყიფიანია,.... ან ახალკაცი როგორ არ უნდა გაიხსენო
morte
11:46 23-02-2016
0
ახალკაცი აღარ გახსოვს; ლობანოვსკის სძულდა ჩვენი ლეგენდა ყიფო, კარგი ფეხბურთელი იყო სულაქველიძე, მაგრამ საქართველოს საფეხბურთო სიმბოლოები მესხი და ყიფიანი არიან, ....
morte
11:40 23-02-2016
0
ლობანოვსკი იყო ყველაზე მაგარიო სულქაველიძე რო ამბობს ამას თავისი ქვეტექსტიც აქვს რაში იყო ლობანოვსკი ძლიერი იცით 1 იყო უძლიერესი პროფესიონალი ტაქტიკოსი და დისციპლინის მოყვარული ადამიანი და 2 ფულს კიარ ითხოვდა ზერელედ როგორც ჩვენთან ხდება ჯერ შედეგი და მერე დანარჩენი ყველაფერი აი ეს იყო ამ ადამიანის ლეიტმოტივი და ასეთივე დამოკიდებულება ქონდა ფეხბურთელებთანაც.წააგებდი ფული ფაფუ მოიგებდი მიიღე შენი ეჭვიც არ მეპარება რომ ლობანოვსკი თავისი ქვეყნის ნაკრებს მილიონების გარეშედაც გაწვრთნიდა და არა ისე როგორც ჩვენები.სულაქველიძე კიდე დიდი ფეხბურთელი იყო რომელიც მთელ ჯიგარს დებდა მოედანზე არ მახსოვს თენგიზის ჩაგდებული თამაში გუნდის ძრავი იყო რასაც ქვია.
qutaiseli
01:00 20-02-2016
0
ქართველს ესმის ჩვენი პრობლემა და უკვე ნაფიქრიც ექნება ყველაფერი და სანამ უცხოელს მოიყვან აზრზე რომ ქართული ფეხბურთი ჭაობია მანამ ხელფასაც აიღებს და გაიქცევა! რატომ არ უჯერებთ ამ ვეტერანებს ვერ გამიგია
vaaax
00:32 20-02-2016
0
ერთადერთი მოტივაცია რითაც მწვრთნელმა ნაკრებს შედეგი შეიძლება მოუტანოს ეს არის პატრიოტიზმი !!სხვა ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია აქ პროფესიონალიზმზე საუბარი ზედმეტია და ვერც უცხოელს მოსთხოვ ვერაფერს!! გაიგეეთ?!
0
კი ბატონო, მეც მომხრე ვარ ქართველი მწვრთნელის, მაგრამ ვსვამ კითხვას, არიან კი ქართველი მწვრთნელები ნაბიჯაყოლილი თანამედროვე ფეხბურთისადმი, ესმით თანამედროვე მოთხოვნები და გამოწვევები? მზად არიან, გაუძლონ კორუფციულ ზეწოლებს? თუ კი, გაუმარჯოთ, მაგრამ, ვაგლახ...
giorgi
01:28 18-02-2016
0
აბა გააგებინე ეგ კობიაშვილს რომ ქართველი უნდა იყოს ფეხბურთელებთან უფრო ოჯახური სიტუაცია იქნება ნაკრებში!!
0
ეს ახალგაზრდები ვინ გაზარდა ასე უფროსების დაფასება რომ არ იციან, გამოცდილება რას ნიშნავს აზრზე არ არიან, გოდორი იწვნება, ჭომას დონეს ჯერ მიაღწიონ და მერე ილაპარაკონ
tamazino
15:58 17-02-2016
0
ფული ფული ფულიიიიიიიიიიიიი
manana
10:55 17-02-2016
0
რა ფეხბურთი რისი ფეხბურთია საქართველოში, სამარცხვინოები ვართ, ფულზეა გადასული
veli
10:54 17-02-2016
0
დღევანდელ "ბარსელონას" მხოლოდ ერთ გუნდს ადარებენ... დიდ თბილისი "დინამოს". ესპანეტის ნაკრებიც შეადარეს ესპანეთი-იტალიის ფინალის დროს. ევროპის 2012 წლის ფინალის დროს. დიქტორი იყო ტემურ ჟურაველი. მანამდე უტკინმა შეადარა. მოსკოვში ევროპის ლიგის ფინალის დროს.
tngh
17:14 16-02-2016
0
დრეს ყველანაკრები ინატრებდა "ჭომას". თანაც ყველგან უეჭველი "ასნავნოი" იქნებოდა.
tngh
17:09 16-02-2016
0
ვიმედოვნებ, რომ კობი ახალი ტაობის და ახალი აზროვნების ადამიანია და ფეხბურთს მეტ-ნაკლებად უნდა დაეტყოს მისი პრეზიდენტობა. რაც შეეხება სულაქველიძისა და მისი თაობის ფეხბურთელებს, მიუხედავად ჩვენი ფეხბურთის წინაშე მათი უდიდესი დამსახურებისა, მათგან ახალს და პოზიტივს ნამდვილად არ ველოდები. ისინი არაკრეატიულები მეჩვენებიან, შესაბამისი განათლების არქონის და ასევე, ასაკიდან გამომდინარე.
კაკი
16:12 16-02-2016
0
დარწმუნებული ვარ რომ იამანიძე ყიფიანი დარასელია კაჩალინი იაკუშინი ახალკაცი რომ ყოფილიყვნენ ცოცხლები ყურებს მოაჭამდენ ქართული ფეხბურთის მესაფლავეებს
მურთაზი
21:33 15-02-2016
0
ტენგიზ კიდევ სვავ ტიტო სადგეგრზელოს ნახევარ ლიტრიანი ბანკებიტ? მიდი წეუბერე რა იკნებ ეწველოს კატულ პეხბურტს/ ეეე აბა ტკვენა ხარტ რა?
giga
20:44 15-02-2016
0
თენგიზ ბატონო ,კაცად ახალკაცმა გაქციათ და უმადურობაა მისი სახელის არ ხსენება.სხვას რაც შეეხება მაშინდელი დინამო იყო ზუსტად რომ საქართველოს ნაკრებიდა ახალკაცის ნიჭისა და ცოდნის წყალობით და აქვე თქვენი დაუღალავი შრომის წყალობით უდიდეს შედეგებს მიაღწიეთ.სსრკ-ს პირობებში შესანიშნავი პირობები გქონდათ შექმნილი და ძალიანა გთხოვთ წუწუნი არ გამაგონოთ.ეს იყო საბჭოთა ეპოქა და საბჭოთა ჩემპიონატი თავისი კარგი და უამრავი ცუდი მხარეებით.ეს იყო სხვა ეპოქა და ამას აღარ გავყვები.ეს ეპოქა დაინგრა რადგანაც ძირშივე იყო დამპალი.ჰოდა ბატონო მე მაინტერესებს ,თქვენ და თქვენმა შესანიშნავი ტაობის ფეხბურთელებმა რა როლი ითამაშეთ ქართული დამოუკიდებელი ფეხბურთის ასეთი დაჩაჩანაკებული მდგომარეობამდე მიყვანის ასაცილებლად?არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით.რა როლი ბატონო და ყვარყვარე გამომრჩენლების ,ყველაფერზე თვალის წამხუჭველების.თქვენ საფეხბურთო სკოლა კი გახსენით ბატონო,რაც უდავოდ კარგი საქმეა ,მაგრამ რა პირობებით არჩევდით ბავშვებს ეს მეორე საკითხია და აი სწორედ ამაშია ჩვენი ფეხბურთის უბედურება.ჩივაძეზე და ხურცილავაზე აღარაფერს ვამბობ ეგენი ფულის გიჟები არიან და ყველაფერზე წავლენ.მანუჩარ მაჩაიძემ პოლიტიკოსობა იგივე კალაძემ.ვოვა გუცაევზე ვერაფერს ვიტყვი.აი თქვენს სორის რომ ერთადერთი კაცური კაცი დათო იყო ყიფიანი ამაზე თავს დავდებ.და ასე ტრაგიკულად უდროოდ რომ არ დარუპულიყო მე მგონი საქმე ასე ცუდად არ გვექნებოდა.ქართული ფეხბურთი რომ ისევ აღორძინდეს ამას ახალი სისხლი ,ახალი ნასწავლ განათლებული თაობა უნდა და სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ.აგერ ისლანდიამ ყინულების ქვეყანამ რამდენს მიაღწია სწორი მეტოდური მუშაობით.ქართველებმა მათი 10%რომ გავაკეთოთ ფეხბურთშიალბათ ჩვენი ნიჭის შემყურე მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით სულ ახლო მომავალში.
vep1963
18:23 15-02-2016
0
აქ ვხედავ ტელევიზიით ნანახი ფეხბუღტის ცოდნით გამორჩეულებს,უბრალოდ არც გინახავთ ქართველთა თამაში იმ დროს მოედანზე,დღეს კი სადაა ფეხბურთი რომ ნახოთ!ხალხი მხოლოდ ფულის გამო თამაშობს და არა იმიტომ რომ ფეხბურთელია შეგრძნებით,სულით
sano
11:46 15-02-2016
0
ძალან გთხოვთ თენგიზის-ჭომას ფეხბურთის აქტიური თამაშის პერიოდზე ასე ნუ საუბრობთ,თენგიზი უბრალოდ მაშინ შეუდარებელი იყო,გოლიც აქვს გატანილი და გოლებიც.
sano
11:31 15-02-2016
0
90წწ–ის თაობას მწვრთნელიც ჭირდებოდა ძლიერი,მაგრამ ალბათ უფრო ადრეულ ასაკში,რომ სწორი,შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ეთამაშათ.მაგრამ მეეჭვება,რომ კარდინალურად შეძლებდა რამის შეცვლას,რადგან პრობლემები უფრო მენტალური იყო((დაუჯერებდნენ მწვრთნელს?
ზაზა
11:17 15-02-2016
0
თენგიზ სულაქველიძე–სუპერუნივერსალი!ფეხბურთელი,რომელიც აკმაყოფილებდა სრულიად სხვადასხვა ფილისოფიის მწვრთნელების მოთხოვნებს!უდიდესი მოცულობის ,,შავ,, სამუშაოს ასრულებდა და ამავე დროს ,,შემოქმედებაშიც,,იყო შესანიშნავი(გოლები ფეიენოორდის,ბასტიის კარებში ყველაზე ფილიგრანული ტექნიკის ფეხბურთელსაც გააოცებდა)!დღეს თენგიზ სულაქველიძე იქნებოდა ნებისმიერი ტოპ–კლუბის ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი(მასკერანო?სულაქველიძე მასკერანოს გაანგრევდა!)))
ზაზა ახალაია
11:14 15-02-2016
0
გეთანხმები თენგიზ, რომ ნაკრების წევრმა მოედანზე მთელი გული და სული უნდა დადოს, მაგრამ მთელი გულით და სულით უნდა მას თანადგომა ფედერაციიდან თუ სახელმწიფოს მხრიდაან. ასე რომ, მოთხოვნა უნდა იყოს ორმხრივი. მარტო პატრიოტიზმზე აქცენტი თქვენ დროს იყო, როცა მთელ გულსა და სულს გადებინებდნენ და სანაცვლოდ მხოლოდ გაზ-24 გაძლევდნენ თავის ფასში. ასე რომ სხვა დროა ახლა სხვა!!!!!!
gigo
10:41 15-02-2016
0
lula-ს. არ გახსოვს ჭომას გოლი გაეტანოს ხომ? იმდენი.... ფეინორდთან შენ გაიტენე გოლი ხომ???? სად იბადებით ასეთი ბოღმის ბუკეტები. ეს ერთი. მეორეც. თენგიზა არ იყო იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელსაც აუცილებლად გოლის გატანა უნდა მოსთხოვო. მას სულ სხვა ამპულა ქონდა, როგორც დინამოში, ისე ნაკრებში და საუკეთესოდაც ართმევდა თავს.
kote
10:33 15-02-2016
0
ზონინმა მორალურად დათრგუნული გუნდი ჩაიბარა და მეხუთეზე გაიყვანა-უეფაზე მოხვდა..მანამდე ყიფიანიც ყავდათ და კინაღამ გავარდნენ
ჭომა
22:56 14-02-2016
0
ეს თენგიზა სულ ზემოდან აცილებდა კარებს! ერთხელ არ მახსოვს კარში ზუსტად დაერტყა.
lula
22:50 14-02-2016
0
ეს პროგრამა უნდა შეეხოს ყველა დამსახურებულ კლუბს, შეიძლება ზოგიერთი დღეს არ მონაწილეობს ზოგიერთი გამგებლის სამსახურების გამო, მაგრამ დიდი წვლილი აქვს ქართულ ფეხბურთში, იმათგან განსხვავებით, ვინც გაიგო სახ. პროგრამა იქნებაო და სახელდახელო გუნდები შექმნეს
თამაზი
20:26 14-02-2016
0
სახელმწიფი პროგრამაში უნდა ჩართონ ყველა ის კლუბი, რომლებსაც ისტორია აქვთ და წვლილი აქვთ ქართულ ფეხბურთში და ეხლა გამდებლების საკუთარი ახლობლების დასაქმების გამო, თამაშგარეთ დარჩნენ, სახელდახელო გუნდები შექმნეს და ვინც დამსახურებულები არიან, ბევრი გვერდზე რჩება
თამაზი
20:20 14-02-2016
0
სახელმწიფი პროგრამაში უნდა ჩართონ ყველა ის კლუბი, რომლებსაც ისტორია აქვთ და წვლილი აქვთ ქართულ ფეხბურთში და ეხლა გამდებლების საკუთარი ახლობლების დასაქმების გამო, თამაშგარეთ დარჩნენ, სახელდახელო გუნდები შექმნეს და ვინც დამსახურებულები არიან, ბევრი გვერდზე რჩება
თამაზი
20:20 14-02-2016
0
"ნიკოლოზს" ვეთანხმები 100%-ით. მართლა საუკეთესო თაობა როცა გვყავდა, მაშინ რომ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი მოეწვიათ, ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწევდნენ, შესარჩევი ჯგუფიდან მაინც გავიდოდნენ. მით უმეტეს, იმ პერიოდში, საქართველოში საშუალო დონის მწვრთნელიც არ გვყავდა. ყიფიანს გუცაევს და ჩივაძეს მხოლოდ საკუთარი საფეხბურთო გამოცდილების საფუძველზე(და არა მწვრთნელის კვალიფიკაციის) შეეძლო რამის სწავლება.
გიო
19:08 14-02-2016
0
ჩემო ნიკოლოზ!!! იმ დროს ნორმალური მეკარის ნატურალიზაცია, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფიდანაც გავიდოდით იქაც "დასტოინად" ვითამაშებდით.
tngh
19:03 14-02-2016
0
ნიკოლოზი
ძოძუაშვილი როდის იყო ნაკრაბის მწწვრთნელი დამოუკიდებლად , შემახსენე თუ ძმა ხარ , დამავალებ დიდად .
ZAZA
16:13 14-02-2016
0
მწვრთნელი რომ გეტყვის მარადონა შენ უნდა აიყვანოო, როგორი ფეხბურთელი უნდა იყო, ფეხბურთის მოყვარულებმა განსაჯეთ! გენაცვალე ბატონო თენგიზ! დღეს რომ სულაქველიძისნაირი ფეხბურთელები გვყავდეს, ნაკრები ესეთი ჩასვრილი კი არ იქნებოდა!!!!!!!!!!
goga
13:22 14-02-2016
0
თორე ეგ მალოფეევს ვერ იტანდა უსამართლოდ არ ცაიყვანა მეორეჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე
zviadi
01:25 14-02-2016
0
ჯერ ის წაიკითხე ჩემო გელა რომ აკ ამ ადამიანს უწერია ნაკრებზე ეგ ერთი და მეორე კიდე კაცი ეგ ადამიანი სულ იყო და რომ არა მისი შრომა არაფერი გამოუვიდოდა
zviadi
01:24 14-02-2016
0
აკალკაცმა და ბესკოვმა გაქცია კაცად ბ.თენგიზ. რის მალოფეევი რა მალოფეევი.
gela
21:44 13-02-2016
0
"tngh"-ს. შედეგი ჩივაძის, ყიფიანის და ძოძუაშვილის მწვრთნელობის დროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო თაობა თამაშობდა ფეხბურთს: არველაძეები, ქინქლაძე, ქეცბაია, ცხადაძე, შელია, ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯანაშია... მიუხედავად ამისა, შესარჩევი ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ. მათ რომ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი ყოლოდათ, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ტურნირზე ითამაშებდნენ. ასე რომ, მთავარი თაობაა. ეს ნაკრებია და არა საკლუბო გუნდი, ფულით ნებისმიერის ყიდვა რომ შეგიძლია.
ნიკოლოზი
20:25 13-02-2016
0
ბ-ნო თენგიზ! თქვენ დროს მორბენალი ფეხბურთელები იზრდებოდნენ, რასაც ხელს ნორმატივების არსებობა უწყობდა. აპირებთ ნორმატივების აღდგენას, თუ ისევ "დამდგარ ფეხბურთს" უნდა ვუყუროთ? ამ თემაზე რატომ არავინ ლაპარაკობთ?
სირბილის სწავლების ცენტრი
18:46 13-02-2016
0
გეთანხმებით, ბ-ნო თენგიზ!!! საუკეთესო შედეგი ჩივაძის, ყიფიანის და ძოძუაშვილის დროს გვქონდა, მათი ანაზღაურება კი სულ ცოტა 1 000-ჯერ ნაკლები იყო უცხოელი მწვრთნელების ანაზღაურებაზე.
tngh
18:02 13-02-2016
0
დაიცყებენ ეხლა დინამოელი ფიფიასი საბურთალოელი ჭუმბურიძის იმისი ამისი ასე ნაკრების არჩევა გახსოვს როდესმე ეგ ამბები მოუყევით მცვრთნელებს ადრე არველაძეების ეხლა ფიფიასი და გადის დრო
0
ეგ ლექცია წაუკითხეტ ასაკობრივი ნაკრებების მცვრტნელებს იმისიან ამისიანი იმან დამირეკა ამან დამირეკა ასე რო მიყავტ ფეხბურთელები ნაკრებში როგორ უნდა ითამაშონ ვინც კარგია და პატრონი არ ყავს ვერ ხვდება ნაკრებში ცოტახანშიც გამოჩნდება ვინები იქნებიან ასაკობრივ ნაკრებებში ერთად დავაკვირდედთ
0
სიახლეები პოპულარული