ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კურიოზული სიტუაცია საქართველოში - უცხოური მედია ცხადაძის გაშვებაზე

AutoSharing Option
მართალია, კახა ცხადაძე ჯერ იურიდიულად მოხსნილი არ არის, მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი არ იქნება, ცხადია. ამ ფაქტს უცხოური მედია უკვე გამოეხმაურა.

იტალიური goal.com წერს:

"კურიოზული სიტუაციაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა. კახა ცხადაძე უკვე ყოფილი მწვრთნელია, ის ფედერაციის შეფმა ლევან კობიაშვილმა მოხსნა.

მიზეზი? მიზეზი ფულია. სფფ ეკონომიკურად წელგამართული ვერ არის და ორგანიზაციამ ცხადაძეს ხელფასის სულ მცირე, 50%-ით დაკლება მოსთხოვა.

ცხადაძე 25%-ის შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო კობიაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერაცია წელიწადში 600
ათას ევროს არ უნდა იხდიდეს", - წერს გამოცემა, რომელიც შემდეგ შეცდომით იხსენიებს, რომ "სიტისა" და "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ გიბრალტარი დაამარცხა შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების თემას ასევე გამოეხმაურნენ პორტუგალიური Mais Futebol, ბრაზილიური Terra Brasil, იტალიური La Repubblica, ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და სხვები.

ყველა წყარო ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს ხელფასის 50%-ით შემცირება მოსთხოვეს და უარის გამო იგი თანამდებობიდან მოხსნეს.
ასევე დაგაინტერესებთ