გამოკითხვა: გამართლებულია თუ არა კახა ცხადაძის გათავისუფლება ნაკრებიდან?

AutoSharing Option
...ამ ერთადერთი კითხვით მიმართა "ლელომ" თავის კოლეგებს. თემა ძალიან აქტუალურია და ვფიქრობთ, მკითხველისთვის (და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთათვისაც) საინტერესო იქნება ქართული ჟურნალისტური თემის პოზიცია...

გეგი კიკაბიძე (TV პირველი):
"რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არ არის გამართლებული. ცხადაძემ გუნდი შეკრა, ერთსულოვნება დაუბრუნა. ფეხბურთელები მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გადიოდნენ, სწორი ფეხბურთის თამაში დაიწყეს. არ აქვს მნიშვნელობა, მასზე ძლიერი სპეციალისტი მოვა თუ სუსტი. ნებისმიერ მწვრთნელს დასჭირდება დრო გუნდის შესასწავლად და ჩამოსაყალიბებლად. ამის დრო კი ჩვენს ნაკრებს არა აქვს".

კახა ბერიძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"არ არის გამართლებული და არც - სამართლიანი. ფულზე დაწვრილმანებაა. ფაქტია, რომ ეს წინდაწინვე იყო ჩაფიქრებული. ლევან კობიაშვილმა თქვა - ყველაფერს გავაკეთებ, კახა ცხადაძე ნაკრებში რომ აღარ იყოსო. ჩემი აზრით, კი არ გააკეთებს, არამედ უკვე გააკეთა, რომ აღარ ყოფილიყო.

ადრე, როცა გია გეგუჩაძე არ დაინიშნა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად, ეს უკვე ამის მომასწავებელი იყო. მაშინ რომ არ დანიშნეს, "რაღაცამ" შეაჩერათ... ჩანაფიქრი, ალბათ, ჰქონდათ და იმიტომ შეყოყმანდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ძალიან გაიშიფრებოდნენ და, ალბათ, ამან გადააფიქრებინათ...

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის - სანამ არველაძეები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, მას არაფერი ეშველებაო. აღარ არიან არველაძეები და რაც ხდება, კი ჩანს. დასაწყისი ისეთია, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს.

გოჩა ავსაჯანიშვილი იმ მიზეზით გაუშვეს ნაკრებიდან, რომ მათი ხედვა არ ემთხვეოდა მწვრთნელისას. არადა, იმ კაცმა შედეგი დადო. ახლა ღმერთმა ნუ ქნას და, ელიტრაუნდში რომ ჩავფლავდეთ, რა გამოვა? ესე იგი, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა არ ყოფილა სწორი. ხელფასი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ბავშვიც კი მიხვდება, სად არის დამარხული ძაღლის თავი...

რაც შეეხება კომპენსაციას, ფეხბურთის ფედერაციას იმაზე მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ცხადაძე აიღებდა ამ წელიწად-ნახევარში".

სანდრო გამსახურდია (TV პირველი):
"არ არის მართებული გადაწყვეტილება".

სლავა გასპაროვი (თავისუფალი ჟურნალისტი):
"ჩემი აზრით, კახა ცხადაძემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ლევან სალუქვაძე (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. დავიწყოთ იქიდან, რომ საამისოდ არ არსებობს სპორტული მიზეზი. მან ერთ მუშტად შეკრა ნაკრები, გაუმჯობესდა თამაშის ხარისხი... რაც მთავარია, ცხადაძემ ნაკრებს მოუხსნა "წაგებულის კომპლექსი". "ამას როგორ უნდა მოვუგოთ" - ახლა საქმისადმი ასეთი მიდგომა აღარ არის".

გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა):
"ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ორივე მხარეს ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ხალხია. მჯერა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე".

ლაშა თაბაგარი (mysports.ge):
"ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რეალობაც შეიცვალა. ლევან კობიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებისთვის ანაზღაურების ბონუსური სისტემის შეთავაზება...

რაც შეეხება უშუალოდ კახა ცხადაძისთვის შეთავაზებულ წინადადებას, თვეში ფიქსირებული ანაზღაურება - 60 ათასი ლარი დაბეგვრის გარეშე - ქართული რეალობიდან გამომდინარე, ურიგო წინადადება ნამდვილად არ არის. თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ ცხადაძე მესამე ადგილზე გაიყვანს გუნდს, დამატებით მთლიანად აიღებს იმავე ხელფასის ოდენობას, რამდენი ხნითაც აქვს კონტრაქტი. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ერთი ამდენიც დაემატება...

ჩემი აზრით, ცხადაძე ამ წინადადებას უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ეს უშუალოდ მისი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, თავად კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის გაშვება არ სურდა და სთხოვა, გვერდით დადგომოდა...

მინდა გამოვეხმაურო აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კობიაშვილი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და მას არავინ არაფერს უთითებს. ლევანი არ არის ის პიროვნება, რომ ბრმად შეასრულოს ვიღაცის ბრძანება".

მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):
"გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად კონტრაქტის დეტალები არ ვიცით, ზუსტი პასუხის თქმა გაჭირდება... თუ ფედერაციას არ ჰქონდა მსგავსი შეთავაზების უფლება და კონტრაქტის დარღვევით მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა, მაშინ მისი გაწყვეტა მართებულად არ მიმაჩნია.

თუმცა, თუ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, ფინანსური მხარის გადახედვა შეიძლება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდება ცხადაძე ბონუსურ სისტემას, იქიდან გამომდინარე, როცა ღიად აცხადებს, რომ მას სჯერა საკუთარი თავისა და ნაკრების - რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გუნდს მესამე ადგილზე გაიყვანს...

ბოლოდროინდელი განცხადებებით, ცხადაძის ადგილზე, პირადად, ნაკრებში არ დავრჩებოდი და თუ საჭირო იქნებოდა, მივმართავდი სამართლებრივ გზას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა... აქედან გამომდინარე, კონტრაქტები კონფიდენციალური არ უნდა იყოს და ყველა მათგანი მანამდე გასაჯაროვდეს, სანამ კიდევ არ აღმოვჩნდებით ასეთ სიტუაციაში".

ლევან ჯანეზაშვილი (ქრონიკა პლუსი):
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თამაში ნაკრების გარჯა დამაფიქრებელი იყო, საერთო ჯამში, კახა ცხადაძის საქმიანობას დადებითად შევაფასებ. ნაკრებს სახე დაუბრუნდა.

კობიაშვილს მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა ფინანსების გამო. ცხადაძემ არ მოისურვა დაბალ ხელფასზე მუშაობა და ეს გასაგებია. მეორე მხრივ, გასაგებია ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც, რომ ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს გარანტირებულად მაღალი ხელფასი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.

ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების დონის გუნდს არ სჭირდება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი".

პაატა ძნელაძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"პირადად მე სრულად ვეთანხმები ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლას, რაც დადებითი შედეგის შემთხვევაში ბონუსების გაცემას ითვალისწინებს. ცხადაძის კვალიფიკაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს და კარგი იქნებოდა, დათანხმებოდა ფედერაციის წინადადებას. ამ შემთხვევაში კი ძნელად წარმომიდგენია, ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს".

ბიძინა ბარათაშვილი (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ არის გამართლებული. ჯერ ერთი, კაცს რომ რაღაცაზე უთანხმდები, ბოლომდე უნდა აცალო. რაც ცხადაძეს დაუსახეს ამოცანა, მან შეასრულა - შეკრა გუნდი, დააბრუნა ნაკრებში კარგი ფეხბურთელები, იყო კარგი მატჩები - შოტლანდიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან...

კი, იყო აუხსნელი მარცხი პოლონეთსა და ესტონეთში, საწყენი ფრე ალბანეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრიც გაკეთდა. არ ვამბობ, რომ ცხადაძე მოურინიოა, მაგრამ დღეს მის ალტერნატივას ვერ ვხედავ".

ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):
"საერთოდ, ბონუსური, შედეგზე აქცენტირებული სახელფასო სისტემა მომწონს და ვფიქრობ, კახა ცხადაძე ამ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. მით უმეტეს, თავად თქვა - მესამე ადგილზე გასვლა შესაძლებლად მიმაჩნიაო. ფედერაციას ჰქონდა უფლება, კონტრაქტისთვის გადაეხედა.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ლევან კობიაშვილი სხვის დავალებებს ასრულებს.

"მომავალი მწვრთნელის პირველივე წაგებაზე ფედერაციას წამოაძახებენ, რომ ცხადაძის გაშვებით შეცდომა დაუშვა" - ეს ჩასაფრებულის პოზიცია მგონია და არასწორია. რომ მოიგოს, არ უნდა აღვნიშნოთ? წინასწარ რატომ უნდა ჩავუსაფრდეთ ფეხის დაცდენაზე?

ვფიქრობ, ცხადაძის ხელში ნაკრებს პროგრესი ჰქონდა წმინდა სათამაშო კუთხით, თუმცა რაც მისგან ითქვა და საერთოდ, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ამის შემდეგ ნაკრებში მისი მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახი. საწყენია, რომ ასე მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჯერ წერა ჯითხვა ისწავლე და მერე ფეხბურთზე მოგვიყევი, ეხლა ვერ გავიგე რა დაწერე, სკოლაში ოროსანი იყავი?
qutaisi-ძმაო!
18:59 28-01-2016
0
აი ყველაზე სასაცილო კომენტარი, ჟურნალისტისგან, კობიაშვილი არავის ჭკუაზე არ დადის??? ხა ხა....არჩევნებშიც თვითონ გაიმარჯვა ალბათ ხომ? და კალაძე ისე დაესწრო არჩევნებს ტყუილად? ცირკი ქვეყანა! ცხადაძის ხელფასი გიკვირთ? იქნებ ტოპმიოლერის ხელფასი გაიხსენოთ?
ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ლევან კობიაშვილი სხვის დავალებებს ასრულებს.
18:51 28-01-2016
0
ე ... ჯურნალისტები მაშინ რატო არ ამბობდნენ თავის ბრძნულ აზრებს
kutaisi
18:23 28-01-2016
0
ეს ჟურნალისტები მაშინ გამობრძანებულიყვნენ და ხმამაღლა ეთქვათ, რომ ჯერ ფედერაციის პრეზიდენტი ავირჩიოთ, და მერე მთავარი მწვრთნელიო! ნორმალურ ქვეყანაში ასე იქნებოდა..
ქუთაისელი
17:44 28-01-2016
0
ვერ გავიგე, რატომ არის კატასტროფული შედეგი გასვლაზე 2 გოლის გატანა და ფრე ალბანეთთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა
ზურა
17:07 28-01-2016
0
რა გინდათ ამ ცხადაძისაგან, რას ერჩით. კაცმა თავის საქმე იცის და დაანებეთ თავი. უცხოელი სპეციალისტი რომ ჩამოვა ამაზე მეტი უნდა გადაუხადოთ ხოოო, არველაძის დანიშვნას კიდე არანაირი გამართლება არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცისს.
ლევანი
15:49 28-01-2016
0
ყველა შემთხვევაში ცხადაძე უფრო "გამარჯვებული" გამოვა ამ სიტუაციიდან. მითუმეტეს თუ მომავალ მწვრთნელს არ ექნა მისაღები შედეგი. მისაღებ შედეგს, თუნდაც მესამე ადგილს, მე არ ველოდები. მაშინ სასწაული უნდა მოხდეს. ვსვავ ლოგიკურ კითხვას. დღევანდელი სათამაშო კალასიდან და ფეხბურთელთა კონტინენტიდან გამომდინარე, რატომ უნდა გადაასწროს ჩვენმა ნაკრებმა ისეთ ნაკრებებს როგორიცაა, უელსი, ირლანდია, ავსტრია (უკვე სამეულია)ან სერბეთი, რომელიც გაძეძგილია გრანდი გუნდების ფეხბურთელებით! დაეშვით რა მიწაზე თუ ძმა ხარ. ჩვენ პაექრობა მოგვიწევს მხოლოდ და მხოლოდ მოლდოვასთან მე-5 ადგილისათვის. ესაა რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევი. მორცა და გატავდა. აი ნახავთ. არდგომა და ხვალეო.
maxo
15:14 28-01-2016
0
როდესც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთ იოლ ჯგუფში მესამე ადგილის იმედი არ გაქვს, ეს ბევრ კითხვას აჩენს...

ჟურნალისტებო! მაინტერესებს, რა აზრის ხართ ძირითად პრობლემაზე, თქვენც თვლით, რომ ნაკრებში ფეხბურთელი ფიზიკურად მომზადებული უნდა მივიდეს (სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება), თუ იცნობთ მწვრთნელს, რომელსაც აქვს გეგმა, როგორ უშველოს ამ პრობლემას სანაკრებო ვარჯიშებით?
გუჯა კახაძე
14:46 28-01-2016
0
არ არის გამართლებული არც კობიაშვილის და არც ცხადაძის საქციელი. აქ საერთოდ არ იყო გათვანისწებული უბრალო გულშემატკივრების აზრი თუ თხოვნა, ერთ ადგილზე დაკიდებაა ეს . და თუ მომავლმა მწვრთვნელმა გაამართლა კობიაშვილს გმირად გამოაცხადებენ და ვაი თუ ვერ გაამართლა ამ ხალხს რა გაუძლებს მერე. ხალხი რჩება სუყოველთვის წაგებული. თორე ხალხზე არც ცხადაძის ხელფასი აისახებოდა და არც ის აისახება რასაც ახალს მისცემენ.
კახაბერი
14:36 28-01-2016
0
კარგი ცხადაძე გავუშვით,ამ ხელფასზე რასაც ფედერაცია თავაზობს რომელი ნორმალური მწვრთნელი იმუშავებს..მერე შესარჩევში წაგებების შემდეგ(რაზეც ცხადაძის ყოფნის შემთხვევაშიც არ ვართ დაზგვეული) რა პასუხს გასცემს ფედერაცია გულშემატკივარს,რომელსაც მოენატრა ნორმალური ფეხბურთი და რომელზეც არავინ არ ფიქრობს..სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ბატონებო..
maximus
14:09 28-01-2016
0
არის და იყო კი გარანტია, რომ 2018 წელს იგივე ხემძღვანელობა იქნება ??? აქ ალბათ რაღაც სხვა ძაღლის თავია დამარხული.
ჩოგანა გორელი
14:05 28-01-2016
0
კონტრაქტის გაწყვეტისას ნებისერ მწვრთნელს აძლევენ კომპენსაციას და არც კახა იქნება გამონაკლისი. ვთვლი რომ ცხადაძის გათავისუფლება გამართლებულია იმ მხრივ რომ მთავარი შედეგია ,,ციფრებში'' და არა ხალხის კეთილგანწყობა, იმ ხალხის კეთილგანწყობა ვისაც ქეცბაიას ნაკრების თამაშის ყურების შემდეგ ცხადაძის ნაკების თამაშის ყურება დიდი სასწაული და საოცარი წინსვლა გვგონია, მართალია წინსვლა არის მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა, იქნებ სხვა მწვრთნელს უფრო მეტი შეუძლია, ისევ ერთი ადგილი ხო არ უნდა ტკეპნოს ნაკრებმა როგორც ქეცბაიას დროს... მე ბონუსების სქემასაც ვეთანხმები რომელსაც ცხადაძე არ დათანხმა, არ გიფიქრიათ იმაზე თუ რატომ არ დათანხმდა? იქნებ იმიტომ რომ არ აქვს საკუთარი თავის იმედი რომ ნაკრებს სულ მცირე მესამე ადგილზე გაიყვანს ჯგუფში, არ ვამბობ პლეიოფს და ჯგუფიდან გასვლას... ბონუსების სისტემით იმაზე მეტის გამომუშავების საშუალება ექნებოდა ვიდრე მისი მანამდე არსებული ხელფასის, ოღონს მარტო წარმატების შემთხვევაში რისი იმედიც მას არ აქვს
Akaki
14:04 28-01-2016
0
თუმცა საბონუსო სისტემაზე გადასვლა გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ არა იმ მეთოდებით, რასაც ფედერაცია იყენებს.
ცხადაძემ შეკრა გუნდი, ათამაშა ფეხბურთი ნაკრებს და დაგვიბრუნა ყველას იმედი რომ რაღაც შედეგზე ფიქრი შეიძლება.
ვერ გამიგია უკვე მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში რის საფუძველზე უნდა დათანხმებოდა ახალ შეთავაზებას, მითუმეტეს თუ წინამორბედებსაც შევადარებთ.
ნიკოლოზი
14:01 28-01-2016
0
ადმინისტრაციას: იქნებ მკითხველისთვისაც მიგეცათ საშუალება საკუთარი აზრი გამოეხატა ინტერაქტიული გამოკითხვის მეშვეობით?

ჩემი აზრით დიდი შეცდომაა ცხადაძის გაშვება რამოდენემე მიზეზის გამო:
1. გუნდი შეკრა და მოთამაშეების ნდობა მოიპოვა. გაშვება უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების მოთამაშეებზე.
2. ცუდი პრეცენდენტია კონტრაქტის დარღვევის, რომელიც შედეგითაც არ მართლდება და იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი პოტენციურ მწვრთნელებთან მოლაპარაკებებში.
3.თანხას, რასაც ფედერაცია სთავაზობს, არ მგონია შეძლონ ნორმალური მწვრთნელის პოვნა. ანუ ისევ ქართველი და პატრიოტული მოტივით უნდა იპოვონ, რაც კვალიფიკაციის გათვალისწინებით არცთუ ადვილი იქნება.
ნიკოლოზი
13:53 28-01-2016
0
ხელფასი მემგონი მიზეზად მოტანილი თემაა და მეტი არაფერი. სხვა გასაშვები მიზეზი ვერ მოუძებნეს. ისე კახასაც არ უნდა ელაპარაკა ამდენი ხელფასზე მაგრამ რეალურ მიზეზზე არ უნდოდა ალბათ ლაპარაკი. გიბლატართან მოგების გარდა გერმანია და შოტლანდიაც გაიხსენეთ და რა ემოციები გვქონდა მაგ თამაშების მერე. პოზიორობას და ბუტიაობას თუ მოეშვებიან ეხლაც არის გამოსავლის პოვნა შესაძლებელი და ეს ყველას წაადგება, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს.

დაალაგონ ურთიერთობები
13:50 28-01-2016
0
გამართლებულია თავად საბონუსო სისტემა, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ფულის ხდა უაზრობებში, ცხადაძე უნდა დათანხმებულიყო შემოთავაზებას და ეს იქნებოდა მისგან სწორი ნაბიჯი და არა ავანტურისტული გამოსვლები. ის ვა-ბანკზე წავიდა და წააგო, საერთოდ კითხვაც არასწორადაა დასმული, მოდი ასე დასვით: უნდა დათანხმებოდა თუ არა კახა ცხადაძე 60 000 ლარს თვეში და პლიუს ბონუსებს რომელიც მის ძველ ხელფასზე მეტი იქნებოდა შედეგის დადების შემთხვევაში?
თენგო
13:35 28-01-2016
0
ვინც წერს რომ არ არის გამართლებული იმათ მიპასუხონ კითხვაზე, გამართლებულია მწვრთნელს უხადო თვეში 50 000 ლარზე მეტი თუ მას არანაირი შედეგი არ ექნება? (შედეგში ვგულისხმობ მინიმუმ მე-3 ადგილს რათა შემდეგ შესარჩევში უკეთეს კალათაში მაინც მოვხვდეთ)
თენგო
13:30 28-01-2016
0
გამართლებულია, ერთი თამაშის მოგება ისიც გიბლატართან და სხვა არაფერი. ამას ხომ ნაბისმიერი შეძლებდა. ამიტომაც უნდა წავიდეს.
????????
13:20 28-01-2016
0
მე ცხადაძის ადგილზე კონტრაქტის შეწყვეტის თანხას ავიღებდი. არაფრით არ დავთანხმდებოდი კომპენსაციის გარეშე შეწყვეტას. იმედია კახაც ასე მოიქცევა. უნდა მიხვდეს საქართველოში ნებისმიერი სფეროს ხელმძღვანელობა იმას, რომ ასე მოქცევა და უფულოდ გაშვება არ შეიძლება. არ შეიძლება დაიწყო თუ პატრიოტია უნდა გაიგოს, ქვეყანას უჭირს და ასე შემდეგ.
პატრიოტი რომ არ ყოფილიყო იმას არ გააკეთებდა რაც გააკეთა. არც გუნდის მოძებნა გაუჭირდება სადმე, თან ხელფასზე არავინ დაუწყებს წუწუნს და გაცილებით მეტსაც მიცემენ.
giorgi
13:09 28-01-2016
0
გამართლებულია ყველა ქალაქში ორმოები. გამართლებულია დენზე და გაზზე ტარიფების გაზრდა. გამართლებულია 1 დოლარი რომ 2.55 ლარი ღირს. შესაბამისად კახა ცხადაძის გათავისუფლებაც გამართლებულია
beso
12:57 28-01-2016
0
ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა საჯარო განცხადებებში. დაიწყო კახა ცხადაძემ ეს შეცდომები და აყვა ლევანი, მაგრამ კახა რაგაც იცოდა და იმიტომ გააკეთა ასეთი ნაჩქარევი განცხადებები. ორივე მხარე ტყუის. სპორტული თვალსაზრისით კახა კარგი მწვრთნელია. ფინანსებს რაც შეეხება , ფინანსები აქ არაფერ შუაშია. ასეთია ჩემი კომენტარი
v777
12:55 28-01-2016
0
კახას სამწვრთნელო კვალიფიკაციაში ეჭვიც არმეპარება და ნორმალური ნაკრებიც ჩამოაყალიბა,მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ ვეთანხმები რომ 50-ათასი თვეში დაბალი ხელფასია,ფდერაციამ მართლაც კარგი პირობები შესთავაზა ბონუსების სახით,დადე შედეგი და მიიღებ მაღალ პრემიებს,ამაში რა არის მიუღებელი მწვრთნელისთვის ვერ გავიგე.
romandro
12:48 28-01-2016
0
ჟურნალისტებო! მაინტერესებს, რა აზრის ხართ ძირითად პრობლემაზე, თქვენც თვლით, რომ ნაკრებში ფეხბურთელი ფიზიკურად მომზადებული უნდა მივიდეს (სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება), თუ იცნობთ მწვრთნელს, რომელსაც აქვს გეგმა, როგორ უშველოს ამ პრობლემას სანაკრებო ვარჯიშებით?

ბ-ნ კახა ცხადაძეს მსგავსი გეგმა არ ჰქონდა და მივიღეთ კატასტროფა ესტონეთთან და ალბანეთთან.
გუჯა კახაძე
12:48 28-01-2016
0
ცხადაზე არ უნდა გადაეკენებინათ,ძლივს გუნდი ცოტა დაალაგა,კობიაშვილი თითონ უნდა გადადგეს,თავიდან ეტკობოდა საქმის გამკეთებელი არაა
0
არც ცხადაძის გაშვება იქნება სწორი და არც მისი მხრიდან იყო სწორი ხელფასზე ამდენი ლაპარაკი,გაიხსენეთ ხორვატიის ნაკრები 1998 წელს გუნდი და მწვრთნელები მაშინ როცა ომი იყო იქ უანგაროდ ემსახურენ თავის ქვეყანას და შედეგიც დადეს.როცა საქმე ეროვნოლ ნაკრებს ეხება ყველამ ჭკუას უნდა მოუხმოს.
bebeto
12:12 28-01-2016
0
უკვე გააგდეს და რა აზრი აქვს ახლა ?

სწორეც ქნეს - ცხადაძეს თუ უნდოდა მუშაობა დათანხმებულიყო ახალ პირობებს -20 000 ცოტაა ?

მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა მოხდეს ფეხბურთის სუბსიდირება - მიხედონ თავიანთ თAვს თვითონ. პენსიონერებივით იღებენ ხელფასს გუნდები შედეგი ნოლი აქვთ - დაჟე ვერც დარბიან ელემენტარულად დატვირთვების არ იღებენ.
0
ნორმალურ საზოგადოებაში ამ კითხცის დასმაც კი უაზრობად მიმაჩნია. ქართველები იმ დონემდე დავედით, რომ ზოგადი უნარებიში გამოცდების ჩაბარება მარტო აბიტურიენტებს კი არა ყველა ახალ დასანიშნებს და ასარჩევებსაც უნდა მოეთხოვოს, ოღონდ არა ისეთ უაზრო და უსუსური ბილეთებით, როგორსაც განათლების ეროვნული ცენტრი სთავაზობს აბიტურიენტ.ჩემთვის უკვე აშკარაა, რომ საზღვარგარეთიდან არა მართო ფეხბურთელები, მწრთვნელები და ფედერაციის თავმჯდომარეები, არამედ ზოგად უნარებში ბილეთების შემდგენებიც უნდა მოვიწვიოთ. ისე სააკაშვილს ნობელის პრემია ეკოთვნის თუ ჩასარეცხთა სიაც თვითონ შეადგინა.
0
სუფთა საბჭოური, კომუნისტური მენტალიტეტი!
zurab-ს
11:41 28-01-2016
0
ვფიქრობ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო თუნდაც აი ახლა მე ვზივარ და ამ სტატიას ვკითხულობ გულგრილად ვერ ჩაუარე და სურვილი გამიჩდა საკუთარი გულისწყვეტა გამომეხატა, როგორც ერთ-ერთი რიგირთი გულშემატკივარს.
არც კი ვიცი საიდან დავიწყო რაცთავი მახსოვს ფედერაცია ეს ის ბუდეა სადაც ყოველთვის იყო რაგაც რის გამოც ყველაფერი ისე არ ხდებოდა და არ კეთდებოდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო ... (მაყუთის გარდა) მე ყველას არ ვგულისხმობ რაგათქმაუნდა ყველგან არიან ადამიანები ვინც მართლა საქმეს აკეთებენ და მათთვის მთავარი ღირსება საქმე და პატიოსნება!
ახლა რაც შეეხება კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტს. მე მას როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ და მჯერა რომ წარმატებას მიაღწევს მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არ გავამართლებ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია ამ თემას და ჩუმათ უნდა გადაეწყვიტათ ეს საკითხი. მე ლევანის იმაში დავადანაშაულებ რომ არჩევნებში მოოღო მონაწილეობა, ესაა და ეს თორემ რა მისი ბრალია თანხა რომ არ დახვდა განა მას არ უნდა თახის გადახდა უბრალოთ არ აქვს და რა ქნას კაცმა?!
ახლა რაც შეეხება ცხადაძეს: როგორც კაცი ვფიქრობ, რომ ცუდი პიროვნება არც ის არუნდა იყოს აკეთებს კაცი თავის საქმეს და თავის წინამორბედზე ბევრად უკეთაც ნუ დაგვავიწყდება მანდამდე რას უხდიდა ფედერაცია მწრთვნელებს და რა მისი ბრალიაკაცი დაბრუნდა საქართველოში აიღო პასუხისმგებლობა და დადგა ამდენი გულშემატკივარის( კრიტიკოსის) წინაშე და აცხადებს რომ ნაკრებს ათამაშებს ფეხბურთს და აკეთებს კიდეც და რა მისი ბრალია ფედერაციას ფული აქვს თუ არა ამ კაცმა როგორც რიგითი მუშა ის საზგაური უნდა აიღოს რაც ეკუთვნის და ეს მისი უფლება და არავისი სხვისი, ვფიქრობ ცხადაძეს იმის შეხსენება არ ჭირდება, რომ ფედერაციას არ ულხინს და მეწველიც არ არის რომ გამოწველოს კაცს ეს ფული ეკუთნის და მორჩა! ახლა იმის დრო არ არის, რომ პავლე ვეძებოთ და მერე ველოდოთ პეტრე როდის მოვა. ხალხო გამოსავალი უნდა მოვნაოთ!
გაგგეთ მე გულშემატკივარი ვარ და ფეხბურთის ყურება მინდა და არა მწვრთნელსა და ფეფედერაციის შორის ურთიერთობის გარკვევის, თემის რომელიც სხვა ქვეყნის ჟურნალითების დასაცინი გახდა. კარგით გეყოფათ სირცხვილია ბოლოსდაბოლოს გეყოფათ!!!
მე მომეწონა გერმანიასთან, შოტლანდიასთან ნათამაშები მატჩები და ვიხილე ნაკრები ერთიანი და ბოლობოლო განაპირა მცველი დავინახე რომეიც მეტოქის საჯარიმოში პადაჩას აკეთბს და კარჩიც ურტყვს ბოლოსდაბლოს შიში აღარგვავს მეტოქის საჯარიმოსი რომ იქ ბურთს დავკარგავთ და კონტრზე დაგვერხევა.  აი ჩემი შეფასებაა და თუ ფული არ გაქვთ კრედიტი აიღეთ თუ ეგ შეუძლებელია ან გვითხარით რამდენია დავალიანება ანგარიშიშ # დადეთ და იქებ გამოჩნდეს ხალხი და გამოვასწოროთ ლევან სიტუაცია. მე პირველი ვიქნები ვისაც გაუხარდება ცხადაძისთვის ხელფასის გადახდა. მადლობა!
დავით ჟილინი
11:32 28-01-2016
0
გამართლებულია!!!!!!!!!!! რატომ ნერვიულობთ ასე???? ხო მაგარი მწვრთნელია და არ დარჩება ისე....... მარტო სალაპრაკო მოგეცეთ ქართველებს...ერთმანეთის ,,დაჭმაში''' მაგრები ხართ......რატო აბრალებთ ლევანის???? ცხადაძემ ტავის თავს უნდა დააბრალოს.... და იმას კიდე ვინც შეაგულიანა.... ლევანის სატკივარი (და სამწუხარი)იმას ვინც ცუდად მოიხსენიებს....სიკეთით სავსეა...... რასაც ჰქვია ეხვეწებოდა დარჩიო....არ გრცხვენია ცხადაძევ!!!!!!! გამობრზანდი და ტქვი, რომ შენ გაუკეთე შენ თავს ყველაფერი.....
'''''''====
11:31 28-01-2016
0
მე ამ შემთხვევაში კობიაშვილს ვუჭერ მხარს მარა მაინც მინდა რო შერიგდნენ ,შეთანხმდნენ და ცხადაძე დარჩეს. კობიაშვილს უფრო უნდა აწყობდეს მაგის დარჩენა, იმიტომ რომ ვერც ერთი მწვრთნელი ამ ნაკრებით რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და თუ რეალურად შევაფასებთ ჩვენი ფეხბურთელების კლასს და შესაძლებლობებს, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს მაინც (ვერც ცხადაძე) და მერე ყველა ცხადაძის გაშვებას წამოაძახებს მაინც მთელი დარჩენილი ცხოვრება. ასე რომ , ჯობია რაღაც დათმობაზე წავიდეს და დატოვოს....
0
ჩემის აზრით დრო გვაჩვენებს რამდენად სწორად მოიქცა კობიაშვილი ჩემის აზრით კი უნდა დარჩენილიყო ცხადაძე ნაკრებში და სულ არ მინდა გეგუჩაძე დაველოდოთ გამოჩნდება ყველაფერი
gigo
11:29 28-01-2016
0
რა ვენებს იწრიტ ცხადაზეზე გიტხრე წადი ალბატ რაგაცას ვერ აკეტებ სწორატ რა სჰეაცერა ცხადაზემ გერმანია პოლონეტი წარმატებულატ ცაიტვლებოდა მისი მუსჰაობა პრე რომ დაედო აბა რა გუნდი სჰეკრა წავიდა წინ სჰეტევაზე მიიგო ოტხი გოლიქეცბა მარტალი იყო არ არიან ზლიერი პეხბურტელებიც ნუ სწყინტ პეხბურტელებს ნუ გონიატ ტავი მესები რომელი აიყვანეს ზლიერ გუნდსჰი ამიტ ყველაპერი სახეზეა
qutaisi
11:25 28-01-2016
0
zurab-ს. რა თვალი გაქვს ასეთი! შუშისაა ალბათ. ტყემალზე ზიხარ, ბალს მიირთმევ და იძახი რა კარგი ატამიაო.
nodi
11:23 28-01-2016
0
zurab-ს. კაი კაცო! უფულოდ თუ იმაშავებდა, მაშინ არ იქნებოდა ხომ ნული! კარგით რა, რა მსჯელობაა. აქ ფულზე უფრო მთავარი ფორმაა, რა ფორმითაც მოიშორეს მწვრთნელი. თქვენ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ერთ ფაქტსაც კი, სადაც ნაკრების მწვრთნელი დაიბარეს და მოქმედი კონტრაქტის შუა პერიოდში შესთავაზეს ხელფასის დაკლება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს ხალხო. ამას ჯობდა პირდაპირ გაეწყვიტათ ხელშეკრულება რაღაც მოტივით და არა ასე -"ამდენს მოგცემთ, თუ არა მიბრძანდიო". კარგით რა!! ნამუსიც კარგი საქონელია. მე კახის ადგილზე ბოლომდე გამოვიყენებდი ყველა იურიდიულ ფორმებს და ბოლო თეთრამდე ავახევდი ფეედერაცია კომპენსაციის თანხს. ასეც მოხდება ჩემის ღრმა რწმენით.
gaga
11:20 28-01-2016
0
Kobiahvili magari principuli kofila, 100% iani xar, gaicanit cxadaze da mixvdebit vin aris,
0
zurab:
ყველამ პატივი უნდა სცეს ხელშეკრულებას, არ შეიძლება შენმა კომპანიამ სადაც მუშაობ არსებული კონტრაქტი გაგიწყვიტოს მხოლოდ იმიტომ რომ ახალმა დირექტორმა ახალი სახელფასო სქემა მოიფიქრა. თუ ვერ თანხმდებით ამ შემთხვევაში უნდა აცადო კონტრაქტის ამოწურვამდე და შემდეგ გააფორმო ახალი უკვე ახლებური სქემით. ეს არის უცოდინრობა სამწუხაროდ კობიაშვილის მხრიდან და მეტი არაფერი. უნდა მოითხოვოს ჩემი აზრით ცხადაძემ კომპენსაცია სრულად.
felisio
11:16 28-01-2016
0
არა ხართ პროფესიონალები არცერთი მხარე ამით ყველაფერი ნათქვამია.
ბაია
11:12 28-01-2016
0
მახსენდება ქართული ანდაზები-რამდენი ცხენიც ვიყიდე ყველანი კუანა გამოდგაო და კიდევ საქებარმა ძაღლმა ნიხურზე გადააფსაო
მურთაზი
11:12 28-01-2016
0
ვფიქრობ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო თუნდაც აი ახლა მე ვზივარ და ამ სტატიას ვკითხულობ გულგრილად ვერ ჩაუარე და სურვილი გამიჩდა საკუთარი გულისწყვეტა გამომეხატა, როგორც ერთ-ერთი რიგირთი გულშემატკივარი. არც კი ვიცი საიდან დავიწყო რაც თავი მახსოვს ფედერაცია ეს ის ბუდეა სადაც ყოველთვის იყო რაგაც რის გამოც ყველაფერი ისე არ ხდებოდა და არ კეთდებოდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო ... (მაყუთის გარდა) მე ყველას არ ვგულისხმობ რაგათQმაუნდა ყველგან არის ადამიანი და პატიოსნება! ახლა რაც შეეხება კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტს. მე მას როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ და მჯერა რომ წარმატებას მიაღწევს მაგრამ დღევანდელ სიტოაციაში არ გავამართლებ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია ამ თემას და ჩუმათ უნდა გადაეწყვიტთ ეს საკითხი მე ლევანის იმაში დავადანაშაულებ რომ არჩევნებში მოოღო მონაწილეობა, ესაა და ეს. ახლა რაც შეეხება ცხადაძეს: როგორც მწრთვნელი ვფიქრობ რომ ცუდი პიროვნება არც ის არუნდა იყოს აკეთებს კაცი თავის საქმეს და თავის წინამორბედზე ბევრად უკეთაც ნუ დაგვავიწყდება მანდამდე რას უხდიდა ფედერაცია მწრთვნელებს და რა მისი ბრალიაკაცი დაბრუნდა საქართველოში აიღო პასუხისმგებლობა და დადგა რამდენი გულშემატკივარის წინაშე და აცხადებს რომ ნაკრებს ათამაშებს ფეხბურთს და აკეთებს კიდეც და რა მისი ბრალია ფედერაციას ფული აქვს თუ არა ამ კაცმა როგორც რიგითი მუშა ის საზგაური უნდა აიღოს რაც ეკუთვნის და ეს მისი უფლებააა და არავისი სხვისი, ვფიქრობ ცხადაძეს იმის შეხსენება არ ჭირდება, რომ ფედერაციას არ ულხინს და მეწველიც არ არის რომ გამოწველოს კაცს ეს ფული ეკუთნის და მორჩა! ახლა იმის დრო არ არის, რომ პავლე ვეძებოთ და პეტრე მოვიდეს. გაგგეთ ეს დედა .......... მე გულშემატკივარი ვარ და ფეხბურთის ყურება მინდა მე მომეწონა გერმანიასთან, შოტლანდიასთან ნათამაშები მატჩები და ვიხილე ნაკრები ერთიანი აი ჩემი შეფასებაა და ტუ ფული არ გაქვთ კრედიტი აიღეთ ან გვითხარით რამდენია დავალიანება და იქ
დავით ჟილინი
11:06 28-01-2016
0
ცხადაძე მოიქცა .... სხვას მის საქციელს ვერაფერს დაარქმევ. ამისთანა ხალხთან იოლი არ არის მუშაობა და ფედერაციამ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ურთიერთობა. არ უნდა ბევრი ალიაქოთი ამას. გუნდი შეკრა, შემოკრა, შეკერა თუ დაკერა, ეს არის ტრუხა ბაზარი. მასე იყო თავიდან ქეცბაიას დროს. გუნდი მგონი ყოველთვისაც შეკრული იყო. უბრალოდ არსებობდნენ უვარგისი ფეხბურთელები, რომლებიც არ იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. რახან ამათთან დაიჭირა საქმე ცხადაძემ არ ნიშნავს რომ გუნდი შეკრა. თუ ქეცბაიას სტილს კიდევ, ცხადაძის თამაშის სტილი გირჩევნია, ეგ უკვე პიროვნული პრეფერენციის ამბავია. მეც ცხადაძის ნაკრების თამაში უფრო მომწონს, მაგრამ მასტი ... და არ იცის მოქცევა.
odala
10:57 28-01-2016
0
კახა კალაძის ცნობილ გამოგათქვამს მოვიშველიებ და ვთხოვ ადმინს არ დამიბლოკოს, თუმცა აქ არაფერია დასაბლოკი - "გადაშენდით აქედან". ყველას ეხება ვინც ამ საქმესთან რაიმე კავშირშია. თქვენ არ გესმით სიტყვა "კომპრომისის" მნიშვნელობა.
lile
10:53 28-01-2016
0
ძალიან ცუდი ფორმით, ძალიან ცუდი მიზეზით და არასწორად მიმაჩნია ცხადაძის მოხსნა.
მითუმეტეს თუ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ფედერაციამ, გამოდის რომ ფინანსური მიზეზი თითიდან გამოწოვილი მიზეზია :)
ვიში
10:49 28-01-2016
0
ცხადაძე არის კარგი მწვრთნელი და იყო კიდევ უკეთესი ფეხბურთელი. ის იყო გულშემატკივრის სიყვარულის ღირსი. ოღონდ,როგორც კი ფულზე დაიწყო ლაპარაკი, ის ჩემს თვალში განულდა, ე. ი არარაობად იქცა. რაც შეეხება კობიაშვილს. აირჩიეს? უნდა ვაცალოთ, ჯერ-ჯერობით მაინც, და შემდეგ შედეგების მიხედვით ვილაპარაკოთ.
zurab
10:41 28-01-2016
0
მორიგდით,ხომ ხართ კაცები,შემდეგ დაჯექით და კაცურათ შერიგების პური ჭამეთ-მთავარია შედეგი.
tttttttt
10:39 28-01-2016
0
კობიაშვილი ცხადაძე მიდით კონსესუსამდე, თუ მართლა გინდათ ქართული ფეხბურთისთვის კარგი.
ფეხბურთი
10:33 28-01-2016
0
სიახლეები პოპულარული