ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სფფ-ის აღმასკომმა ცხადაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა

AutoSharing Option
აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა.

ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, კობიაშვილის თქმით, ცხადაძე ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვერ დარჩება.
ასევე დაგაინტერესებთ