კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
Zviadi -ს, ფულს ცხადაძე ითხოვს, უზომოს და შეუსაბამოს! ვინ უნდა მისცეს მას ეს ფული? რა შემოსავალი აქვს ფეხბურთის ფედერაციას! სტადიონებზე ხალხს უფასოდ უშვებენ და მაინც 500 კაცი თუ მივიდა ისიც კარგია. ფული საიდან უნდა მიიღოს ცხადაძემ? ცოტა დაფიქრდი! თუ მთელი ცხოვრება რომ იშრომა იმ 65 წლის კაცს 160 ლარი პენსია ეკუთვნის, იმ ქვეყანაში ნაკრების მწვრთნეს 75 000 უნდა გადაუხადონ?! რა გჭირთ ასე რამ დაგიხშოთ გულის კარები?
არჩილ ხოფერია
21:43 25-01-2016
0
ფეხბურთს ნუ ადარებთ ქვეყნის მდგომარეობას .საგანელიძეს რატომ უდა ქონდეს 50000 თვეში და ცხადაძეს არა ფეხბურთი სხვა რამეა შეიძლება ერთი თამაში მოიგოს ნაკრებმა და ის სიხარული რასაც მოსახლეობა განიცდის სუ ღირდეს იმ ხელბასად რასაც ცხადაძეს აძლევენ.
Goga
22:55 25-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული