კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
50 000 ხელფასი იყოფინე თვეში და არც არევინ გიშვვებს მარა ეტყობა დომენტის ვალი გაქ მანდ დანიშვნის და ეგაა
dato
09:35 26-01-2016
0
მიდი კახა მიაწექი! არ დაუთმო მაგ დუხჭირებს. ფეხებს მოგჭამენ ძირში... ვიძახდი ,რომ ესენი არაფერჩიკები იყვნენ...
MARADONA
09:27 26-01-2016
0

სიახლეები პოპულარული