"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.


"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი.

როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი
ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას.

მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ", - აქვეყნებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც "განვითარების თასის" ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათავო ოფისში შეხვედრებს მართავენ.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ფეხბურთი თუ ბიზნესია და არა სპორტული სანახაობა რაღას თამაშობ შე დალოცვილო გამოდის იყიდე გაყიდე ყოფილა.დდ კაი რა ბიზნესი არა ტოროლა კიდე მაფიაა ეგ ფეხბურთი ერთი დიდი მაფია და მეტი არაფერი ამიტომ ზიან ფიფასა და უეფაში ***** ჯოგი და ამიტომაცაა ფეხბურთის საქმე კარგად მსოფლიოში აღებ მიცემობია და მექრთამეობა როდის მერე გახდა ბიზნესი.ა
quTaiseli
13:21 23-01-2016
0
ე ბიჭო, დაწერეთ რამე თორემ .... ჭუმბურიძემ ეს თქვენი ცხადაძე. ეს მგონი ხიზანიშვილზე უარესი ყოფილა. ჯერ იმან შეირცხვინა თავი მაესტროს ეთერში, რა სამარცხვინოდ მოიქცა. და ახლა ამან.
odala
11:34 23-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული