"სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, მაშინ, როცა მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ფინანსურ მოტივაციაზე ისაუბრა, სპორტის მინისტრმა მას განუცხადა, რომ მის დაფინანსებას არ აპირებს. ცხადაძის თქმით, მისი შეცვლის მთავარი ინიციატორი სწორედ სპორტის მინისტრია.

"ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ტელევიზიით ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებით, რომლის თანახმადაც,
უნდა დამკვიდრდეს საბონუსო სისტემა, ანუ მწვრთნელის ხელფასი უნდა შემცირდეს.

ამის შემდეგ ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრივატულად ვისაუბრეთ და მან პირდაპირ მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო.

ვფიქრობ, აქედანვე იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნდა, რომ ჩამანაცვლოს", - განაცხადა ცხადაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი დანიშვნა შეიძლება სურდეს მის ნაცვლად სპორტის მინისტრს.

ცხადაძემ მისსა და ლევან კობიაშვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის დარჩენა-არდარჩენის საკითხს ფედერაცია გადაწყვეტს.

"ჩემსა და ლევან კობიაშვილს შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. ლევანი სუფთა ადამიანია და მესმის მისი - ფინანსურ პრობლემებს გადაწყვეტა უნდა.

თუ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში არ დაუდგა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა, გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება.

სამწუხაროდ, არასაფეხბურთო ადამიანს სურს შიდა სამზარეულოს არევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მას ბოლომდე დავუდგები გვერდში და მსურს, ერთად გავაკეთოთ საქმე.

არ მსურს, ჩემ მაგივრად ხვალ ვინმე მოვიდეს და კვლავ 2 წელი ლოდინი გთხოვოთ. მე დაწყებული მაქვს ეს საქმე და მისი ბოლომდე მიყვანა მსურს", - განაცხადა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, ესწრებოდა თუ არა მისსა და სპორტის მინისტრის შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაზეც ცხადაძემ უპასუხა, რომ კალაძე მათ შეხვედრას არ დასწრებია.  

ასევე იხილეთ:
"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"
მკითხველის კომენტარები / 37 /
ყოველთვის ზლიერი მთავრობა გვყავდა ამ საკითხში გაშვებაში და თითის შვერაში, სირცხვილია ცხადაძის ბრალი ყოფილა საქართველო რომ ეკონომიურ კრიზისშია. დარწმუნებული ვარ სპორტის მინისტრმა 75% ნაკრების ფეხბურთელის სახელი არ იცის. აბა თქვენ იციდ ეგ იმედიც გათელეთ რაც ამ კაცმა დაგვანახა.. მიმიფ..ბია ტქვენს ლოგიკაზე მცხვენია რომ ასეთი ქართველები მართავთ სპორტს!!
ჩორნა
01:36 22-01-2016
0
qutaiseli
მე არაფერი არ მელანდება ბიჭო)) დასაბუთებულად გითხარი შენი კომენტარიდან გამომდინარე შენთვის ახალი ამბავია 200 მილიონი რომ უნდა ჩაედო ფედერაციას რაგბში როგორც ხდება ძალიან კარგათ ვიცი მოედნები აუშენეს და მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეკრებისთვის გამოუყვეს დამატებით ფულიიი)))))) და არ ადევნებ დაპირებებს თვალყურს?!! კალაძე არ ამბობდა ზუსტად 200 მილიონს ჩაიდება არჩევნები რომ მორჩებაო დაგავიწყდა დაპირებებიი "მეგობარო"
_svani_
01:23 22-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული