"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, სწორედ ხეჩიკაშვილს სურს ნაკრებიდან მისი გაშვება და მის ნაცვლად სხვა მწვრთნელის მოყვანა. მისი თქმით, ახლა ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას თუ ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს.

"ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა - თქვას, თუ არა და, დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა", - განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებში ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

"გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველდღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია, გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", - აღნიშნა ცხადაძემ.

კახა ცხადაძის პრესკონფერენციას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, სადაც მათ ანაზღაურების ახალ მოდელზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ფედერაციამ მწვრთნელს შემცირებული ხელფასი, წარმატების შემთხვევაში ბონუსების სისტემით შესთავაზა. თავის მხრივ, ცხადაძემ წინასწარ გამოთქვა მზადყოფნა ხელფასის 25 პროცენტით შემცირების თაობაზე.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახა ცხადაძეს!
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ნაკრებში ხელფასს მაისიდან 25 პროცენტით შევიმცირებ!
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!
ვინ ათამაშდა ბაჩანა ცხადაძე? )))))))))))))))))))
unamusoebi
22:05 21-01-2016
0
აცალეთ ცხადადზეს, გუნდი ათამაშდა როგორც იკნა თუ არა ცუდად მოგიბრუდებათ იცოდეთ.
0
მე პირადად არ მჯერა ცხადაძის დადებული შედეგის,ან ეს მესამე ადგილიო რო ამოუჩემებიათ რას იძლევა? ფეხბურთის დონე პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დონესთან სად გინახავთ დაქცეულ ქვეყანაში ფეხბურთი ბრწყინავდეს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტია ზემოთ ცხადაძე არ მოსწონთ და მისი გაშვება უნდათ ოღონდ ისე რომ ფული არ გადაუხადონ ცხადაძე კიდე თავისით სად წავა გიჟი ხომ არაა მშვენივრადაა მოწყობილი.როგორც ყოველთვის საქართველოში ყველა იმას ცდილობს კანონის გვერდის ავლით იმოქმედოს. და კიდევ თუ კობიაშვილი ფიქრობს ცხადაძის მოხსნაზე ადგეს და მოხსნას გადაუხადოს კომპენსაცია რაც ეკუთვნის, თუ სხვა რამეშია საქმე ჩაატარონ ერთობლივი პრესკომფერაცია ცხადაძე,კობიაშვილმა და ხეჩიკაშვილმა,ნათელი მოფინონ სიტუაციას ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდა ყელში ამათი ინტრიგები და ერთი ადგილის თამაში
Givi
17:40 21-01-2016
0
კახა, მოდი პირიქით იყოს, 25 ათასი ხელფასი იყოს, 25 ათასი ბონუსი, თუ ნაკრებს მესამე ადგილზე გაიყვან და 50 ათასი ბონუსი, თუ მეორე ადგილზე გაიყვან.
აი ეს იქნება სამართლიანი, თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ.
პანტელეიმონი
17:10 21-01-2016
0
lasha argveteli და lile 100% გეთანხმებით!!!
_svani_
16:40 21-01-2016
0
nika :DDDDDD
კობიაშვილი არაფერს ამბობს ჯერჯერობით დაგიზუსტებ)) ეს ხეჩიკაშვილი ამბობს ფულს არ გადაგიხდიო ძალაინ გთხოვთ ვირის ყროყინის მსგავსად ნუ გამოგდით ლაპარაკი)))
_svani_
16:39 21-01-2016
0
quTaiseli-ს. რა მწყრალად ხარ იურისპონდენციასთან. მაგ ლოგიკით საერთოდ არ უნდა უნიშნავდნენ ხელფასს ადამიანებს. ფეხბურთი იქნება თუ სხვა სფერო. ხელფასი ხელფასია, ბონუსი კი სულ სხვა ხარჯია. ერთი შეეკითხე ხეჩიკაშვილს (სადაური გვარია ნეტავ), რა გააკეთა იმის ფასი, რაც მან და მისმა კოლეგა მინისტრებმა ხელფასზე დანამატი და პრემიები აიღეს? შეეკითხე რა!!!
lile
16:22 21-01-2016
0
lasha argveteli-ს. აბსოლიტურად გეთანხმები და არც არაფრის დამატებას ვაპირებ.
gela
16:18 21-01-2016
0
გინდა იმუშავე არა წადი. გამომივიდა ესეც გვარდიოლა. ბოლომდე ვუჭერ მხარს კობის.
nika
16:05 21-01-2016
0
mainteresebs
შენი ""ხელფასიდან"" რომ ვივარაუდოთ (იმიტომ რომ, არ ვიცი რამდენიაქ სინამდვილეში)25% იკლებს კაცი ანუ 25 000)) ოღონდ საქართველო მესამეზე გავიდეს და ბონუსს დავუმატებთ. ოღონდ გავიდეს )))
svani_7
15:45 21-01-2016
0
ჯერ ერთი პრეზიდენტის არჩევნების წინ ითქვა, რომ ფეხბურთში დიდი ფული შემოვიდოდა და გამართული მენეჯმენტის პირობებში ეს იქნებოდა აღორძინების საფუძველი. ორას მილიონზე იყო ლაპარაკი თუ არ მეშლება. ცხადაძის ხელფასი გახდა ახლა დასათვლელი?.. კი, ბატონო, მაგრამ იგივე საბონუსო სისტემით აიღოს მაშინ გასამრჯელო ფედერაციის ხელმძღანელობამ თვითონ, მათი მუშაობაც ხომ შედეგებით და დანაპირების შესრულებით უნდა შეფასდეს? კაცი ამბობს, რომ თანახმაა 25% - ით შეიმციროს დაფინანსება და თუ მე-3 ადგილზე გავა, თანხა დაუბრუნონ უკან. რა არის აქ მიუღებელი?..
დავიწყოთ იქიდან,რომ კობიაშვილს ცხადაძე ნაკრებში დახვდა თავისივე კონტრაქტიანად და უფლება აქვს საერთოდ უარი თქვას მსგავსი წინადადების განხილვაზე. ის რა პირობებზეც შეუთანხმდა ფედერაციას თავის დროზე, იმ პირობებითაა ვალდებული იმუშაოს და არა ხეჩიკაშვილი-კობიაშვილის ჭკუის ქეიფზე. ასეა სამართლებრივად. მაგრამ საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რისთვისაც ამ კაცმა ცხოვრების ერთი ნაწილი გაატარა მინდორზე
, ხოლო მეორე ნაწილში, ბაქოში დათმო ფუფუნება და აწყობილი კარიერა! არ ვამბობ, რომ ეს მისი მხრიდან ქველმოქმედებაა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით გადაგვარებული, სულიერად გაფარჩაკებული და ყოვლად უპერსპექტივო გუნდში მოსვლა, საქართველოში გამეფებული ტოტალური უმადურობისა და უზრდელობის ხანაში, დასაფასებელია ნამდვილად!
ადამიანმა ნაკრებს სული ჩაუდგა, ხორცის შესხმას შეუდგა, პასი გაახსენა, მოგება დაუბრუნა, მსოფლიო ჩემპიონთან სტუმრად ტოლ-სწორად თამაში შეაძლებინა, კონფლიკტებისგან გაათავისუფლა გუნდი, ბიჭები დააძმაკაცა და დაიძმაკაცა... და ახლა ვეუბნებით რომ ჯიბეები ამოიტრიალე ბიჭო და შედეგს რომ დადებ მერე მოგცემთ ფულსო?
რამდენი მილიონი დოლარი გაატანეთ წყალს მარტო ეროვნული ნაკრებიდან, დასაბამიდან დღემდე? განა რამდენია ცხადაძის ხელფასი, გულზე რომ დაგადგათ?
ფეხები ჩამოიღონ ხეჩიკაშვილმა და მისმა ძმაკაცებმა მაგიდიდან და ისე ილაპარაკონ!
P.S. ასაკობრივ ნაკრებებში რომ შეიცვალა მწვრთნელები, ის კანდიდატურები ცხადაძესთან უნდა შეგეთანხმებიათ. იმიტომ, რომ ამ კაცმა თავიდანვე თქვა - ყველა ნაკრებმა ერთი, ერთად შემუშავებული და დამტკიცებული გენერალური ხაზით უნდა იმუშაოს, რომ დიდ ნაკრებში ამოსული ფეხბურთელი ანსამბლში ჩაჯდეს და უცხო სხეულივით არ იყოსო.
P.P.S. აი, ამას ჰქვია ქართული, ნაციონალური გოთვერნობა!!!
lasha argveteli
15:42 21-01-2016
0
რაღაც ძალიან ბნელი ამბავი მიდის ახლა ფეხბურთის და ცხადაძის ირგვლივ! ეყოთ ვაჟკაცობა, სამივე -კობი, ხეჩიკაშვილი და ცხადაძე დაჯდნენ ერთ ღია ეთერში და ადამიანურად ისაუბრონ! ნათელი მოეფინება ყველაფერს!
არჩილ ხოფერია
15:42 21-01-2016
0
კახი პატრიოტობას არ გთხოვთ მარა ჯერ საქმე დაწყებული არ გაქ და თამასა მაღლა აწიე მოდი ასე დაუდექი შენს გაჭირვებულ ქვეყანას ყოველ მოგებულ თამაშზე მოითხოვე ბონუსი თუ უარი გითხრეს აი მერე დაგიდგებით გვერდით ბალეშიკები
afaqela
15:42 21-01-2016
0
კახი პატრიოტობას არ გთხოვთ მარა ჯერ საქმე დაწყებული არ გაქ და თამასა მაღლა აწიე მოდი ასე დაუდექი შენს გაჭირვებულ ქვეყანას ყოველ მოგებულ თამაშზე მოითხოვე ბონუსი თუ უარი გითხრეს აი მერე დაგიდგებით გვერდით ბალეშიკები
afaqela
15:40 21-01-2016
0
საქმეა გასაკეთებელი და ესენი ჯერ არაფერი გაკეთებულა და უკვე ფულებს ითვლიან.ამხელა ამბავი ნეტავ სტადიონების და ბაზების აშენებაზე იყოს ატეხილი.მეზობელმა ქვეყნებმა კარგა ხანია გაგვასწრეს და ჩვენ ის ვერ გაგვიგია მწვრთნელს ხელფასი რამდენი უნდა ქონდეს.
bebeto
15:35 21-01-2016
0
+_) -ს
100% მართალი ხარ, მარტო ხეჩიკაშვილის გადასაწყვეტი არ არის წავა თუ დარჩება ცხადაძე და მთავარი.. იმიტომ უშვებთ ცხადაძეს რომ, არველაძეების დროს არის დანიშნული?? თუ უშვებთ ამომწურავი და დასაბუთებული მიზეზი თქვით რატომ უშვებთ და მერე მეორე ვინ მოგყავთ უკეთესი დღეს რომელი უცხოელი ''კარგი'' მწვრთნელი? ხელფასზე წუწუნებთ და რომელი უცხოელი წამოგყვებათ?!!!!!!!!!!
svani_7
15:31 21-01-2016
0
ხეჩიკაშვილს ახლა მაგისთვის არ "ცხელა" ნღდად,რადგან თვითონ მის მოხსნაზეა საუბარი კულუარებში. თუმცა რას გაიგებ, შესაძლოა ერთიც მოხსნან და მეორეც.
dachi
15:23 21-01-2016
0
ცხადაძისგან ხელები შორს!
ლუკა
15:14 21-01-2016
0
რა შედეგზეა საერთოდ საუბარი ან რა ბონუსები და ფული უნდა ამ ხალხს ჯერ საქმე გააკეთე და მერენ მოითხოვე ფულიც და ბონუსიც შე დალოცვილო.ეგარი სიმართლე და მორჩა.გექნება შედეგი მოითხოვე ორი იმდენი არადა დაიხურე ქუდიდა წადი ეგარი და ეგ საერთოდ გაწყვიტოს ხელშეკრულება თუარ აწყობს პირობები და მორჩა რათუნდა ამდენი იწილო ბიწილო.
quTaiseli
15:12 21-01-2016
0
25 პროცენტს ხო იკლებს არა, დაანებე და თუ არ დადო შედეგი მერე გაუშვი შე მამაცხონებულო, რას მიახტიტ ეგრევე, ხეჩიკამ რაღა იცის ერთი, რომელი ფეხბურთის მცოდნე მყავს, სპორტის მინისტრიო თან...
ინასა
15:08 21-01-2016
0
es ra ubedureba, aseti saqcieli da midgoma sabolood daasamarebs fexburts, xehikahvils vin ekitxeba rames, is erti paikia bidzinas sahadrako dafaze, acalet muhaoba kaxis. (dabehdet aucileblad.)
0
ცხადაძე სადაა წამსვლელი,100 000 ლარი აქვს ხელფასი თვეში,თავის უნიჭო შვილს იძახებს უნამუსოდ ეროვნულ ნაკრებში,მოიწყო ცხოვრება,და კიდევ აქით არის დიდ გულზე,არსადარ წავალო!ვალი გვაქვს ამ კაცის და ამის ბაჩანასი???
mainteresebs
14:54 21-01-2016
0
თუ მესამე ადგილს უმიზნებს ცხადაძე,ბონუსი რატომ არ უნდა აკმაყოფილებდეს? უეჭველი ხელფასი უნდა ესეიგი.ნაკრები მთავარიაო რომ ამბობს,ესეიგი ეგრე არ ფიქრობს,მაინც ნაღდ ანაზღაურებას ეპოტინება,არაა მთლად უფულო ეგ კაცი და რატომ არ თანხმდება ბონუსს?
გიორგი
14:52 21-01-2016
0
ხეჩიკაშილმა უთხრა ცხადაძეს, რომ სამინისტრო მის ხელფასს არ გადაიხდის. რატო ავალდებულებს? :)) რა შუაშია საერთოდ ხეჩიკაშვილი? აბეზალოვკა უნდა გადაიხადოს? :)
koko
14:50 21-01-2016
0
ის ხაჩიკაშვილია თუ ვიღაც .. დაანებოს თავი ამ კაცს ,ძლივს რარაცას დაამგვანა გუნდი(ეს მტრად ქცეული ხალხი ხომ ვერ დაილია ამ პატარა მუჭის ტოლა ქვეყნიდან რაა)
Nukri
14:37 21-01-2016
0
აცადეთ ცხადაძეს მუშაობა ხეჩიკაშვილმა დაანებოს თავი ხეჩიკაშვი წავიდეს საერთოდ
spako
14:35 21-01-2016
0
რა შუაში არიან აქ ნაცები? .... საქმე გაცილებით მარტივადაა. ვინ არის ხეჩიკაშვილი? ვისი მოყვანილია? სწორია, "იმ ბრძენი კაცის" მიერ. რა უნდა "იმ ბრძენ კაცს"? სწორია, ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მაქსიმალური კონტროლი. ცხადაძე ხომ კობიაშვილის დროს არ არის დანიშნული! არ გახსოვთ რაგბში რაც ხდება ბოლო დროს? თუ დავკონკრეტდე? მგონი არ არის აუცილებელი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. თუ ამ პოსტს არ დადებთ, ყველაფერი გასაგები გახდება საბოლოოდ.
+_) -ს
14:28 21-01-2016
0
ახლა ნაცები ატეხენ ამბავს, ცხადაძე ჩვენი მხარდამჭერია და ამიტომაც პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილიო; მერე თარგამაძე, ან გაბაშვილი გამოვა და ცხადაძე კანონიერი ქურდების წინააღმდეგია და ამიტომ აითვალისწუნესო.
0
და ხეჩიკაშვილს ვინ ეკითხება? დატოვეთ კაცი და აცალეთ მუშაობა, ძლივს ცოტა რაღაც დავინახეთ, კახა უნდა დარჩეს
ინასა
14:10 21-01-2016
0
სიახლეები პოპულარული