მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რათა საქართველოს ეროვნულ გუნდში ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, თბილისის დინამოელმა, 23 წლის რენე ფერეირამ ითამაშოს...

გაკვალულ ბილიკზე
საქართველოს ნაკრებში ბოლო დრომდე არასოდეს უთამაშია უცხოტომელს და აქედან გამომდინარე, რენე ფერეირას შესაძლო გამოჩენა ქვეყნის მთავარ გუნდში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, საქართველოში დიდი სჯა-ბაასი ატყდა ამ თემის გარშემო.

ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება ამ საკითხის გარშემო. ამ რუბრიკის ავტორი გარისკავს და საკუთარ მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თუმცა მან იცის, რომ თემა ისეთია, ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს.

დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოს ფეხბურთის გრანდებიც კი არ ერიდებიან ფეხბურთელების ნატურალიზებას. შეგნებულად აღარ გავიხსენებთ ძველ დროსა და იმ ეპოქას, როცა სხვისი დროშის ქვეშ ბრწყინავდნენ ომარ სივორი, ფერენც პუშკაში და სხვები. თანამედროვეობას შევეხებით.

ყველას კარგად გვახსოვს "სკუადრა აძურა" მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალზე, რომელიც მისივე ტრიუმფით დასრულდა. იტალიის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ წარმოშობით არგენტინელი ნახევარმცველი მაურო ხერმან კამორანეზი.

კამორანეზის მაგალითი ერთეული არ ყოფილა. გერმანიის ნაკრები ნახევრად არაგერმანული წარმოშობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა. მკითხველი გვეტყვის, რომ მათ გერმანიის ტერიტორიაზე მიიღეს საფეხბურთო განათლება და მართალიც იქნება.

სამაგიეროდ, თვალწინ გვაქვს კაკაუს მაგალითი. ეს ფორვარდი ბრაზილიაში დაიბადა და საფეხბურთო განათლება იქვე მიიღო. როცა გერმანიის ნაკრებს კვალიფიციური ცენტრფორვარდი დასჭირდა, კაკაუ გერმანიის დროშის სამსახურში ისე ჩააყენეს, თვალიც კი არ დაუხამხამებიათ.

აქვე ვთქვათ, რომ განელია გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი. მისი ძმა კი, კევინ-პრინს ბოატენგი, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში წარმატებული თამაშით გვახსოვს.

მაგალითების გაგრძელება გრანდებთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება, მაგრამ ახლა ცოტა სხვა კალაპოტში გადავიდეთ და ჩვენი ყალიბის ნაკრებებს მივხედოთ. დავრწმუნდებით, რომ ისინიც მიმართავენ ფეხბურთელების ნატურალიზებას.
ვერავინ იტყვის, რომ სომხეთს ახლა თაობა არ ჰყავს. სომხეთის ნაკრებში ახლა "დორტმუნდის" ლიდერთაგანი ჰენრიხ მხითარიანი ყოჩობს. მას რამდენიმე კარგი ფეხბურთელი კიდევ მოჰყვა.

ამის მიუხედავად, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების სამსახურში ორი ნატურალიზებული ფეხბურთელი მაინც ჩააყენა. აქვე ვთქვათ, რომ სომხეთის ნაკრებში ადრეც უთამაშიათ ნატურალიზებულებს თუ საფრანგეთში მცხოვრებ სომხებს, რომელთაც ისტორიულ სამშობლოსთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, გარდა გვარისა.

სომხეთის ამჟამინდელი ნაკრების წარმოდგენა ძალიან რთულია მარკოს პიზელისა და არაზ ოზბილისის გარეშე. 31 წლის პიზელი ბრაზილიის ქალაქ პარასაიბაში დაიბადა. ის "არარატის" სელექციონერებმა შეამჩნიეს და სომხეთში ჩაიყვანეს. ამის შემდეგ პიზელიმ "პიუნიკში", დონეცკის "მეტალურგში", "ყუბანში", "კრასნოდარში" და ყაზახურ "აქტობეში" ითამაშა...

სხვათა შორის, პიზელი ამ გუნდის შემადგენლობაში თბილისშიც გვეწვია და "დინამოს" წინააღმდეგაც ითამაშა. ის სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 2008
წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

თურქეთშია დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი სომხეთის ნაკრების ამჟამინდელი და "აიაქსის" ყოფილი ნახევარმცველი არაზ ოზბილისი. ის თავის დროზე ამსტერდამული კლუბის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. მას შეეძლო, ჰოლანდიისა და თურქეთის ნაკრებების ღირსება დაეცვა, თუმცა... საბოლოოდ არჩევანი სომხეთზე შეაჩერა.

სომხეთის ნაკრებში ოზბილისი 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ახლა 25 წლის ფეხბურთელი მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

სხვათა შორის, სომხეთის ნაკრებშივე თამაშობდა წარმოშობით კამერუნელი მეკარე აპულა ედელი, ვინც სომხეთისავე ჩემპიონატიდან მართლაც რომ გიგანტური ნახტომი განახორციელა და ერთი ხანობა... თვით "პარი სენ ჟერმენის" ღირსებასაც იცავდა.

ახლა გადავინაცვლოთ აზერბაიჯანის ნაკრებში. თავის დროზე ამ გუნდის ღირსებას რამდენიმე ნატურალიზებული ფეხბურთელი იცავდა. მათგან უნდა გამოვარჩიოთ ბრაზილიელი ფაბიო ლუის რამიმი, ვინც აზერბაიჯანის ნაკრებში 2008-12 წლებში ირჯებოდა.

ამჟამად აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას იცავს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი თუგრულ ერათი. ის დიუსელდორფის "ფორტუნას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. აქვე იყო უკრაინელი მცველი ალექსანდრ ჩერტოგანოვიც.

აზერბაიჯანმა მოახერხა და სანაკრებო ფერხულში ჩააბა ესპანური "ეიბარის" ნახევარმცველი, 23 წლის ედი სილვესტრ პასკალ ისრაფილოვი. ედის მამა ანგოლელია, დედა ირინა ისრაფილოვა კი - აზერბაიჯანელი.

ისრაფილოვი აზერბაიჯანის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. რობერტ პროსინეჩკის გუნდში მან 6 მატჩი ჩაატარა. სხვათა შორის, ამ ფეხბურთელს ძალიან აქებენ ტექნიკისა და დრიბლინგის გამო.

ჩვენ ჩვენი კავკასიელი მეზობლებისა ვთქვით და ძალიან ბევრი საშუალო დონის ევროპული ნაკრები მიმართავს ფეხბურთელის ნატურალიზებას. რენე ფერეირას საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სანამ გადაწყდება, კიდევ ბევრი დაბრკოლება უნდა გადაილახოს, მაგრამ აქედანვე არ უნდა შევქმნათ ფონი, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ნაკრებს ავნებს და რომ ბრაზილიელის გამოჩენა ეროვნულ გუნდში ჩვენთვის ლამის "ქართველობის წართმევის" ტოლფასი იქნება.

რა დაშავდა იმით, რომ საქართველოს სამსახურში ჩადგა მამით გერმანელი და დედით ქართველი ლუკა ჰუფნაგელი? მგონი, კი არ დაშავდა, პირიქით - გაკეთდა. ჰუფნაგელი სისტემატურად თამაშობს ტრადიციულ გერმანულ კლუბ "ფრაიბურგში", რომელსაც მიზნად ბუნდესლიგაში დაბრუნება აქვს დასახული. "ფრაიბურგში" რომ გათამაშონ, მართლა ფეხბურთელი უნდა იყო. იქ "ლამაზი თვალების" გამო არავინ გენდობა.

ეს იქით იყოს და, ჩემთვის არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან ჯეიკობ პულენი, მარკო ელაჩა, შემონდ უილიამსი, ჩვენი ბრაზილიელი ფრენბურთელი ქალები საქა და რთველო... მოკლედ, ის ხალხი, ვის ძარღვებშიც ქართული სისხლი არ ჩქეფს და ვინც დიდი სარგებლობა მოუტანა ან მოაქვს საქართველოსთვის თავისი გარჯით.

და მაინც, როცა საქართველოს ნაკრებისთვის ფეხბურთელის შერჩევაზეა ლაპარაკი, ძალიან დიდი ყურადღებით გვმართებს წერა. კარგი იქნება, თუ ცენტრალური მცველის პოზიციაზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. მედალს მეორე მხარე აქვს - არის კი რენე ფერეირა დოს სანტოსი იმ გაქანების ფეხბურთელი, რომ სარგებლობა მოუტანოს ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს?

ამ სტრიქონების ავტორს კარგად ახსოვს რენეს მთელი ქართული კარიერა, პირველი დღიდან დაწყებული და უნდა დავწერო, რომ ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთან, რომელსაც ჯერაც სჭირდება დაღვინება, მაგრამ სამუშაოდ და დასახვეწად მართლაც კარგი "მასალაა".

მისი საფეხბურთო ოსტატობა ჯერ "ზესტაფონში" დაიხვეწა, რატკო დოსტანიჩისა და გია გეგუჩაძის მწვრთნელობის დროს, მერე კი ისევ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით - თბილისის "დინამოში".

მე მინახავს რენეს უხეში შეცდომები, მაგრამ მეტი მინახავს იმავე რენეს ძალიან კლასიანი თამაში და ჩემი სუბიექტური აზრით, მიმაჩნია, რომ ის გამოადგება საქართველოს ნაკრებს. მით უმეტეს, ის მხოლოდ 23 წლისაა და ეს ასაკი ცენტრალური მცველისთვის არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება ამ საკითხის მორალურ მხარეს, აკი ვთქვით - ჩვენზე ყველანაირად წინ მყოფ საფეხბურთო ქვეყნებს გადაუდგამთ ასეთი ნაბიჯი და არ მესმის, რატომ არ უნდა გადავდგათ ის ჩვენ - ქართველებმა.

ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები და ზოგჯერ სხვისი მაგალითებითაც უნდა ვისწავლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვთხოვ ფეხბურთის ფედერაციას მიაქციონ ყურადღება მიაქციონ გუჯა კახაძეს,იქნებ მართლა შეუძლია ჩვენი ფეხბურთელების ფეხზე დაყენება,მესმის რომ ამისთვის სახსრები იქნება საჭირო,რაც სახელმწიფოს არ გააჩნია და რადგანაც მღვდლებისგან მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი იქნებ დროა რომ მამაოებს შეუმცირდეთ დაფინანსება
მურთაზი
15:50 17-01-2016
0
რა ხდებოდა ქეცბაიას დროს და ოქრიაშვილი არ აგინებდა მწვრთნელს, შვილს არ ათამაშებდა.არ კარნახობდა პატკატი გააკეთე და ახლა მარცხენათი დაარტყიო. არადისციპლინური და ყოვლად განგებასმინდობილი უმოძრაო მასაა საქართველოს ნაკრები დღეს. აი ეს მოგვწონს ჩვენც..
Tooo
13:54 17-01-2016
0
სასტიკი წინააღმდეგი ვარ უცხოტომელების ნატურალიზებაზე. ისევ ჩემი მირჩევნია თამაშობდეს ნაკრებში, ვიდრე უცხოტომელი.ისე სტატიის ავტორმა უნდა იცოდეს რომ ომარ სივორი და კამორანეზი ორიუნდები არიან ანუ არგენტინაში დაბადებული იტალიელები, ხოლო სომხეთის ნაკრებში მოთამაშე ოზბილისი ეთნიკური სომეხია. არ მინდა ჩემი ნაკრები საფრანგეთის ან ინგლისის ნაკრებს დაემსგავსოს,ზემოთ კარგათ თქვეს კომენტარებში, უცხოეთში დაბადებულ და მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს დააკვირდნენ და აიყვანონ ნაკრებში/
ლევანი
13:49 17-01-2016
0
ყოველთვის გვჭირდებოდა ოღონდ მაღალი კლასის მასგალითად პირველ წლებში მეკარეები არა გვყავდა ხოლო დინამოდან ოსი ხაპოვი გაუშვეს პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე და ლეგიონერი თუ არ ვცდები და მანაც რუსეთის ნაკრებში ჩაატარა რამოდენიმე მატჩი.
0
ქეცბაიას ნუ ახსენებთ, საეროდ იცით რა ხდებოდა მის დროს ნაკრებში?
bingo
12:58 17-01-2016
0
odala გეთამხმები ჯიგარო,ქეცბაია რომ ამბობდა ფეხბურთელები გვჭირდებაო,ერთი ამბავი ატეხეს,ვისზე ნაკლები ვართო,თითქოსდა მწვრთნელი იყო ყველაფერში დამნაშავე.გავუშვით ქეცბაია და მერე რა მოხდა? წინ წავიწიეთ? ფეხბურთელები ხომ იგივე დარჩა. ალბანეთს და ესტონეთს ხომ მაინც ვუგებდით სხვა თუ არაფერი. მივესალმები იმას რომ რენემ ჩვენი ნაკრების ღირსება დაიცვას.ამაში დასაძრახი არაფერია.და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ქეცბაიას გამონათქვამი,რომელიც დიდი ხანი იყო სამასხარაო თემა ქართველთათვის.. მაგრამ ნამდვილი სიმართლის მარცვალი იდო ამ ტექტში."ხანდახანა ხან..თ..იცით რაარის რო..თქვენ გინდათ რო იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას..თქვენ კითხვას აქედანაიმაშვრებით.."ზუსტად ეგ რეალობა მივიღეთ ქართულმა ფეხბურთმა დღეს...სამწუხაროდ
ქომაგი
12:25 17-01-2016
0
ქეცბაია რომ ამბობდა ფეხბურთელები არა გვყავსო, ერთ ამბავში იყავით, თქვენც და ცხადაძეც. ეს ნაბიჯი ამტკიცებს თუ არა იმას რასაც ის კაცი ამბობდა?
odala
09:02 17-01-2016
0
ითამაშოს, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით..........
დავით
06:03 17-01-2016
0
ეროვნული ნაკრები არის ეროვნული ნაკრები!!! თუ ვინმეს უცხოელი გინდათ ათამაშეთ დინამოში,ტორპედოში,ლოკომოტივში,ვით-ჯორჯიაში...
ეროვნული
00:05 17-01-2016
0
მემგონი ქვეყანა არ არსებობს სადაც არ იყოს ნატურალიზებული ფეხბურთელი, თან აქედან ყველა ჩვენზე მაღალი დონის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ყველაზე მაგრები
0
ქართული გვარების და ფესვების ფეხბურთელები რუსეთში და უკრაინაში რომ გვეკარგებიან იმათ მიხედეთ!!! ვაჩიბერიძე, ყიფიანი და სხვები!!! ჯერ ჩისკოო ახლა ფერეირაო! დინამოს რა სიკეთე მოუტანა ახლა ნაკრებს
დათო
23:39 16-01-2016
0
სირწხვილიია საკარტველოს ASETI LEGIONEREBI GVSHIRDEBODES. KARTVELERBMA UNDA SHEVDZLOT SHESABAMISI TAMASIS SHEDZLEBA. SHEGVIDZLIA KARTVELEBOO. SHEGVIDZLIA
dato
22:21 16-01-2016
0
ძალიან სამწუხარია რომ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, ჰიმნიც არ მოგწონდეთ იქნებ ვინმეს და სხვა ქვეყნის ხომარ გვემღერა?! და ამას ჟურნალისტიც უწყობს ხელს ,,აზრის ჩამოყალიბებით". სტატიის ავტორი ვერ გაცდა სხვადასხვა ქვეყნების ,,მაგალითებს", მსჯელობას მაგალითებით იწყებს და იმითვე ამთავრებს, ამას თუ მსჯელობა ქვია. რენესთან მაინ დაგესვათ ერთი კითხვა ,,ჟურნალისტებს" იქნებ არ თვლის ქართველად თავს. მაინც ვათამაშოთ?
vaso
22:20 16-01-2016
0
გამოხვედით რა ექსპერტები. მართლა კარგი იქნება თავდასხმის გაძლიერება ბრაზილიელი ან არგენტინელი მოთამაშით. გოლებზე არიან ეგენი დაგეშილები. დაცვა კი მართლა კარგი გვყავს
nika
21:59 16-01-2016
0
და კიდე დავამატებ იმას რო მე დღევანდელი ნაკრებიდან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის იმედი მაქ. ყაზაიშვილი, რომელიც მაგრად შრომობს და წინ მიდის. დარწმუნებული ვარ მას მალე დიდ გუნდში ვიხილავთ. ასევე კვირკველია რომელსაც მგონია მალე ასევე დიდ გუნდში ვიხილავთ. და კვეკვესკირი, მაგან როგორც გერმანიასთან ითამაშა ისე სულ რო ითამაშოს დიდ წარმატებას მიაღწევს მარა მგონია ეგეც ფულის ღორია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე. სხვა ფეხბურთელებიდან მხოლოდ კაშიას და ორივე მეკარეს გამოვარჩევდი. მგონია კაშია დიდ გუნდში ვეღარ გადავა მაგრამ ძალიან მაღალი დონის მცველია. და საქართველოს ნაკრებს ყველაზე ძლიერი პოზიციაა მეკარე, სადაც ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, მაგრამ ცუდი ისაა რო ორივე რუსეთში თამაშობს. და მე პირადად რუსეთის ჩემპიონატიდან სხვა ჩემპიონატში გაქაჩული არავინ მინახია დაჟე პირიქით, არშავინის და სეიდუ დუმბიას მაგალითი წინ გვაქვს. ერთმა არსენალში ჩაისვარა და მეორემ რომაში. სხვა დანარჩენები ნაკრებში ფეხბურთელის პროვოკაციები არიან! რაც წინა კომენტარში ვთქვი კიდევ გავიმეორებ, მაგათ საქართველოს ნაკრები და ფეხბურთი კიდიაათ.
dato
21:58 16-01-2016
0
გვჭირდება ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი ან ერთი სირბილის მასწავლებელი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს სირბილს ასწავლის და ნახავთ, რომ არავისზე ნაკლებად არ ითამაშებენ.

რომელი უფრო იაფი დაგვიჯდება?
გუჯა კახაძე
21:54 16-01-2016
0
ახალგაზრდებს მიხედეთ და სწორად აღზარდეთ, მაგაზე მაღალი დონის ფეხბურთელი ბევრი გვყავს მითუმეტეს მცველი და ეგ რაში გვჭირდება თავდამსხმელი რომ იყოს კიდევ შეიძლება თუმცა ისიც მაღალი დონის უნდა იყოს და არა ეგეთი მასხარა
გოგია
21:53 16-01-2016
0
ჩემი აზრით რენე უნდა გამოიძახონ ნაკრებში. ამით არც ჩვენ დაგვაკლდება არაფერი და რენესაც მეტი მონდომება მიეცემა. ბრაზილიის ნაკრებში ისეთი კონკურენციაა მცველის პოზიციაზე რო მარკინიოსი, რომელიც ძალიან კარგი მცველია და პსჟ-მ 35 მილიონად იყიდა სკამზე უწევს ჯდომა, ამიტო რენეს აქ 0% შანსი რო ბრაზილიის ნაკრებში ითამაშოს. ჩვენ კიდე რავი პატრიოტობა არ შეგველახება მგონი. ჩვენს მცველებს სუ კიდიათ ნაკრები მაგათ მარტო კაი ხელფასი და ვსო. და რუსეთში იმიტო გარბიან რო იქ კაი ნაშებში გულაობენ. მაგათი მაქსიმუმი ეგარი. რენე თუ გაქართველდა ხო კაი მარა ისე ერთი კაი შემსრულებელი და სწრაფი თავდამსხმელი აუცილებლად გვჭირდება. და ბრაზილიაში ეგეთი თავდამსხმელები ყრიან, პროსტა მაგათ წესიერად გაზრდა უნდათ. და კიდე ერთხელ ვიტყვი რო ქართველების ამ თაობის იმედი არ უნდა გვქონდეს!!! იმიტო რო მაგათი მაქსიმუმი არი რუსეთი ან კიდე გერმანიის ან რომელიმე ქვეყნის მეორე ლიგის გასავარდნად განწირული გუნდი. ქართველებს შედეგი კ ი დ ი ა თ!
dato
21:48 16-01-2016
0
საქართველოში უნდა გაუქმდეს ასაკობრივი ნაკრებები . გამოიძახებენ 16 17 წლის ბავშვებს ასაკობრივ ნაკრებებში და თავი უკვე ვარსკვლავები გონიათ. ეს ქართველების სენია. ეროვნულში გამოიძახეტ 22 ან 23 წლის მოთამაშეები და ნახავთ რა დონეზე ავა ქართული ფეხბურთი.
0
Legioneri erti kiara 5mainc schirdeba chvens nakrebs magram, iseti gvchirdeba xalxo kacis motyueba da golis gatana rom icis :-) mcvelebis meti ra gvyavs, 11 ve mcveli araa
Jariskaci
20:47 16-01-2016
0
გვჭირდება თან მინიმუმ 11
vaso
20:43 16-01-2016
0
ნაკრები წინ რომ წაწიოს ისეთ დონის ლეგიონერს არავინ გამოუშვებს საქართველოში,და არც თვითონ გაქართველდება,ვინც ქართველია და სხვა ქვეყნის მოქალაქეა და კარგი პრესპექტიული ფეხბურთელია იმასაც გვართმევენ და ვერ ვაქართველებთ და კარგ ლეგიონერს არავინ დაგითმობს,დღეს ყველა ქვეყანა ეძებს პრესპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს...
romandro
20:21 16-01-2016
0
დზალიან კარგი იქნება,მე ვემხრობი
bacho
19:51 16-01-2016
0
გვჭირდება, განსაკუთრებით თავდამსხმელი!!!
tngh
19:39 16-01-2016
0
ვინც გინდათ, ის ათამაშეთ. მთავარი შედეგია.
გიო
19:16 16-01-2016
0
მე ყველანაირად ვემხრობი ლეგიონერის თამაშს ნაკრებში თუ ხელს წაგვიკრავს დაგვეხმარება გამოგვადგება და ჩვენი ნაკრები პროგრეს განიცდის ამ ლეგიონერის ან ლეგიონერების წყალობით ამაზე კარგი არაფერია .ჩემი აზრით კრაის მცველიც გვჩჰირდება .აქ ერთმა აგნიშნა 81 ერთმა ოსმა გაიტანაო მეორე აბხაზმაო აფღაზმაო არგეკატრება ძმაო ქართველ კაცს ქართველის უცხო მიწის შვილად გასაღება აბხაზეთი საქართველოა
tazo
19:13 16-01-2016
0
რენე რომ გამოიძახონ კვირკელია და კაშია მაინც იქნებიან ძირითადში, კვირკველია და რენე ცენტრალურ მცველებად თუ დადგებიან სიტყვაზე და კაშიას მარჯვნივაც შეუძლია თამაში და საყრდენადაც, ჩემი აზრით თუ რამეა რენეც კარგად შეძლებს საყრდენობას საჭიროების შემთხვევაში
Akaki
19:09 16-01-2016
0
ძალიან კარგი იქნება თუ გამოიძახებენ, ძალიან კარგი მცველია და ყოველწლიურად უმატებს. როცა რუსეთში მაცხოვრებელ ზოგიერთ ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაშს რესეთის ნაკრებში თამაში ურჩევნიათ რატო არ უნდა ვათამაშოტ რენე საქართველოს ნაკრებში, როცა იმ ქართველზე მეტად უნდა საქართველოს ნაკრების დახმარება? ნეტა თავის დროზე ჩისკოც გამოეძახებინათ ძალიან ბევრს ისწავლიდნენ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელისგან
Akaki
19:00 16-01-2016
0
კარგია რო აზრს აყალიბებ მაგრამ ვინმემ თქვა არ მოიყვანოთო? 11 უცხოელი ათამაშეთ საქართველოს სახელით არაა პრობლემა. ჩვენები თაშის დაკვრას მაინც ისწავლიან
manuchar
19:00 16-01-2016
0
ბიჯოო, 1981 წელი, ერტი გოლი ოსმა გაიტანა-მეორე აფხაზმა, ამიტ საქარტველოს და ქარტველ ხალხს არაპერი დაკლებია! კი მესმის, რომ ორივე ქარტული ფეხბურტის აგზრდილი იყო, მაგრამ ეს ბრაზილიელიც ტუ ჯიგარია და მასაც ესმის:რომ დზნელია ქარტველობა-დავპატიჯოტ! დაიჯერეტ, არ იქნება ცუდი.
კახელი პაპა
17:47 16-01-2016
0
მოიყვანეთ რენე კარგი მცელია მოიყვანეთ ხიზანიშვილს კი ჯობია ამ შემთხვევაში
dato
17:39 16-01-2016
0
მოიყვანეთ და მერე ნახავთ დინამოს სტადიონზე ...ს ძახილს და ... სროლას
dato
17:03 16-01-2016
0
ძაან ამინტერესებს რო ჩამოთვალეთ ფეხბურთელები ესენი და ესენი გვყავსო და ხო თამაშობენ 21 წლამდელებში და რატო ვერაფერს ვერ შვებიან ან გველესიანს რა უნდა ნაკერებში რენე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველია ამას წყალი არ გაუვა და კვირკველას და კაშოს მერეც საუკეთესოა ამისა დაბერდა და დამაგიტომ ვიძახი
inkognito
17:02 16-01-2016
0
Me mivesalmebi iset fexburtelis moyvanas romelic seriozulad gaadzlierebs saqartvelos nakrebs...
Nukri
16:57 16-01-2016
0
რა .... წერია ამ სტატიაში ?!სომხების და აზერბაიჯანლების მაგალითები ვის სჭირდება?მოდი დიეგო კოშტას მაგალითი ავიღოთ ,ტიპმა უღალატა თავის ქვეყანას და ესპანეთის ნაკრები არჩია და რა მიიღო?....!!!ესპანეთმაც და დიეგომაც ჩაისვარეს!!!ვინც გვყავს იმას მივხედოთ ჯობია თორე ამით იმ გულანთებულ ბიჭებსაც დავუკარგავთ იმედს რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად იღწვიან რომ როგორმე ნაკრებში მოხვდნენ........ რენემ რომელიმე ქართველი უნდა ამოაგდოს ხო ნაკრებიდან ხო და გვიღირს?გერმანიას რო გაიძახით იმათ გიოცე ყავთ,ნოიერი,მიულერი,ლამი,შვაინი ,კროოსი დაა.შ. მაინც არავინ იტყვის რო იოზილმა და ბუატენგმა მოაგებინა მსოფლიო და ჩვენზე კი იტყვიან ვაი მაგათ პატრონს თვიტონ თამაში ვერ ისწავლეს და ვიღაც წარუმატებელი ბრაზილიელებით უნდათ რამის მიღწევაო.ისე თუ მაგაზე ლაპარაკობს ფედერაციაც არ ჯობია დინამოს ან დილას დავუმატოთ წესიერი უცხოელები და გავიდეთ ჯგუფურში?!ნაკრებში აყვანაზე მაშინ ვიფიქროთ ვინმე უცხოელის თუ ეგეთი გამოჩნდება რომელიც დაგვეხმარება ჯგუფში გასვლაში და ლიდერად ჩამოყალიბდება და საქართველოს შეიყვარებს და არა ეს .... რენე ფერეირა.
zviad
16:42 16-01-2016
0
საქართველოს სჭირდება სახელმწიფოებრიობის განცდა!
ფილკა.
16:15 16-01-2016
0
ჯერ ბავშვთა ფეხბურთი გახადეთ უფასო და ყველასათვის, განსაკუთრებით, გაჭირვებულთათვის ხელმისაწდომი, რომ ნიჭიერი ბაშვები არ დაიკარგონ. მიბაძეთ ბილბაოს ატლეტიკს, ბასკების გარდა და მათ ბავშთა სკოლის აღზრდილთა გარდა არავის არ იღებენ გუნდში. ამიტომ ვარ ამ გუნდის ფანი, ტრადიციებს შედეგზე წინ რო აყენებენ და თავიანთ ტალანტებს გზას უკვალავენ. მირჩევნია ვიღაცა სიკრიჭია უცხოელს, იგივე ქართველმა ითამაშოს ნაკრებში. იმიტომ, რო მაღალი კლასის უცხოელი აქ არ ჩამოვა.
kutaisski
15:56 16-01-2016
0
ამ ეტაზე, ალბათ აქამდეც უნდა გვეზრუნა ნატურალიზებულ ფეხბურთელზე ქართულ ფეხბურთს, რომ პატრონი ჰყოლოდა. თუმცა გაუგებარია ამ პოზიციაზე?კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია,კობახიძე, დვალი, გველესიანი ..... . ნატურალიზება მოვახდინოთ დღესვე ეფექტურად მოთამაშე ფეხბურთელზე,(არა ისე როგორც ამას კალათბურთში ვაკეთებთ) რომელიც დღესვე მოგვცემს მისი თამაში შედეგს, თორემ პერსპექტიული ფეხბურთელების მეტი რა გვყავდა და გვყავ, მაგრამ რანაირი აღმზრდელებიც ვართ, ამაზე ლაპარაკი არც კი ღირს. ძლიერი და გამოცდილი თავდამსხმელი და ნახევარმცველი და უკვე სერიოზულად შეიძლება ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა. რაც შეეხება ხარჯებს არ უნდა მოვერიდოთ, რადგან ფინალურ ეტაპზე გასვლა და იქ თამაში რა შომოსავლის მომტანია მშვენივრად მოგეხსენებათ.
gizog
15:47 16-01-2016
0
სოლომონ კვირკველია,ლაშა დვალი,ნიკა ჭანტურია,გურამ კაშია,დავით ხოჭოლავა,მამუკა კობახიძე. ნიჭიერი თაობა მოდის,ამათ ფონზე რენეს არ ესაქმება რამე ნაკრებში!
გიორგი
15:39 16-01-2016
0
ჰუფნაგელს რატომ ადარებ რენეს? მას დედა ყავს ქართველი,რენეს ვინ ყავს ბებია? თუ ნატურალიზაციაა აუცილებელი მაღალი კლასის ფეხბურთელი მაინც მოიწვიეთ.პერსპექტიულიაო რომ იძახი მაგაზე უფრო პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელებს შეუწყვეთ ხელი მაგი ჯობია.მოდას აყოლილი ქართველები))ნატურალიზაციაო მოიგონეს რა ახალი ველოსიპედი
Givi
15:37 16-01-2016
0
გოგიაზე ქართველი თუ არ იყოს თავი მომაჭერით
mindia
15:32 16-01-2016
0
გიო რენე საქართველოში ცხოვრობს ამდენი წელია და მაგიტომ შეგვიძლია რო ვათამაშოთ თორე მილანიდან ან ჯენოადან ვინც მოგვეწონება იმის გაქართველება კი არშეიძლება თუ ვინმე ქართველი არ ყავს ან არ უცხოვრია ჩვენს ქვეყანაში :D
nika
15:30 16-01-2016
0
რად უნდა ამას ამხელა სტატია და ტვინის ჭყლეტა, უნდა ვყავდეს და გვჭირდება კიდეც ნატურალიზებული ფეხბურთელი, ოღონდ ის იმაზე უკეთესი უნდა იყოს რომელ ქართველსაც შეცვლის,წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს უცხოტომელის მოწვევას
fanat
14:49 16-01-2016
0
პირველ რიგში მწვრთნელი მოძებნეთ, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს სირბილს ასწავლის და ნახავთ, რომ არავისზე ნაკლებად არ ითამაშებენ.
გუჯა კახაძე
14:33 16-01-2016
0
მე ვფიქრობ რომ არა მარტო რენე ფერეირა, არამედ კიდევ 1-2 კარგი ნატურალიზებული არ გვაწყენდა განსაკუთრებით წინა ხაზზე
nodiko
14:30 16-01-2016
0
რენე კარგი ფეხბურთელია, მარა ნაკრებში თუ გვინდა რომ უცხოელი ვათამაშოთ ხომ არ ჯობია რენეზე გამოცდილი ფეხბურთელი ვათამაშოთ ვისაც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, თორე რენეს დონის ფეხბურთელები საქართველოში მრავლად არიან, მე მაინც მირჩევნია, რომ ეროვნულ ნაკრებში ქართველმა ითამაშოს.
გიო
14:30 16-01-2016
0
ზოგადად ნატურალიზირებულ სპორტსმენი გამოყენება წინააღმდეგ ა უნდ ვიყოთ ჩვენისა პატარ ეგებ მაგრა ა შემთხვევა კატეგორიულ წინააღმდეგ ვა რ ფერერი რ დაინახეს უაღრესად ნელ დ არაპრესპექტიულ და ამ მერ იტყვის ფეხბურთის გვესმის მითუმეტეს მა პოზიცია მაგას უკეთესი გვყავს ქართველებს კობახიძე ხოჭო დვალიშვილი რომელ ერთ თუნდაც საქართველო ჩემპიონატი ა ფული კეთება სუნ ასადი ა სიტუაცია.
კახა
14:15 16-01-2016
0
აბა გამოდით "პატრიოტებო" გულზე მჯიღის ცემით და დაიწყეთ ვაი გოდება...გაიხსენეთ სანაქებო წარსული,ჩვენ ხომ მესხის და პაიჭაძის ქვეყანა ვართ,ჩვენ ხომ 1981 წელს თასების თასი მოვიგეთ,ჩვენ ხომ...ჩვენ ხომ...ჩვენ ხომ...არავინაც არ ვათ,დღEს საფეხბურთო სამყაროში არარაობა ვართ...დიახაც გვჭირდება კლასიანი ლეგიონერი და ჩემის აზრით რენე ფერეირრა სწორედ რომ ესეთია...მე ვემხრობი რენეს ნაკრებში თამაშს
კოღო
14:06 16-01-2016
0
სიახლეები პოპულარული