საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ახალ წელს პოზიტივით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 2 პოზიციით დაწინაურდა.

"ჯვაროსნები"  286 ქულით ამჟამად 120-ე ადგილზე იმყოფებიან.

აქვე შემოგთავაზებთ გასული წლის მცირე სტატისტიკას. 2015 წლის იანვარში საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 126-ე ადგილზე იმყოფებოდა.

2015 წელს ჩვენი ნაკრების საუკეთესო პოზიცია ფიფას რეიტინგში 110-ე იყო, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 154-ე ადგილი დაფიქსირდა.

პირველ ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია.

Sportall.Ge
ავშენდით ავშენდით ორი ერთეულით წავიწიეთ წინ,რეიტინგით თუ გინდათ ვიყოთ პირველი რა შეიცვლება ქართულ ფეხბურთში?უარესები ვიქნებით...
0
ამათმა ჯობია არ ითამაშონ უფრო წინაურდებიან რეიტინგში :D:D:D
fsfsd
09:23 08-01-2016
0
ასე თუ გაგრძელდა, 5-6 წელიწადში ასეულშიც შევალთ და ავშენდებით :-)
boke
07:31 08-01-2016
0
ენდეაი-ს კვლევები ხომ იცი?აი,იგივეა ,რა ეს უაზრო რეიტინგები!))
აბა,მსოფლიო ჩემპიონს,გერმანიას ,უნდა ასწრებდეს ბელგია?!
ika-s
01:52 08-01-2016
0
ეგ არის პოზიტივი? მეთქი მართლა რამე მოხდა
გოჩა
18:52 07-01-2016
0
სპორტის ნებისმიერი სახეობის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია შესაბამისი პროგრამა. იქნებ ამ თემაზეც დაგეწერათ, თორემ 5 და 10 ადგილით დავწინაურდებით თუ ჩამოვქვეითდებით...
სირბილის სწავლების ცენტრი
18:11 07-01-2016
0
ბელგია რანაირადაა 1 ამიხსენით
0
აბა დავცკნარდი, გვეშველა და ეგ არის
ალეკსანდრე
14:55 07-01-2016
0
სიახლეები პოპულარული