ჯოვანი ტრაპატონი: საქართველოსთან შანსს ნაკრების "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მივცემ

AutoSharing Option
2 ივნისში საქართველოს ნაკრები დუბლინში ამხანაგურ მატჩს გამართავს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ.

ჩვენი მეტოქესთვის ეს თამაში ფარერის კუნძულებთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის რეპეტიციაა. როგორც ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, "სანდერლენდის" მცველი ჯონ ოში არ ითამაშებს ქართველებთან, რადგან მას დასვენება სჭირდება.

ირლანდიელების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო რობი ბრეიდიმ და მისი თამაში თემურ ქეცბაიას გუნდთან გამორიცხულია, არ იქნება არც დევიდ ფორდი. სამაგიეროდ ტრავმა მოირჩინა მარკ უილსონმა.

როგორც ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა, ის ნაკრების შედარებით "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მისცემს ქართველებთან თამაშის შანსს.

ასევე იხილეთ:
ირლანდია VS საქართველო -
აღარ წავაგოთ ირლანდიასთან

ჩვენ და ირლანდიელები: ნავსიანი ივნისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული