ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია, რომელიც საქართველო-ესპანეთის შეხვედრის (0:1) მონაწილეთაგან გამორჩეული იყო, მატჩის 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

თბილისის "დინამოს" ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

მერაბ ვარძუკაშვილი: "დღეს დილით გიორგის Medi Club Georgia-ში გაუკეთდა პირველადი გამოკვლევები.

გამოკვლევების საფუძველზე მას აღენიშნება მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას ვერ იძლევა.

გამომდინარე აქედან, გიორგის ესაჭიროება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. როდის შეძლებს გიორგი ვარჯიშს, ცნობილი ორიოდ
დღეში გახდება"
.

Sportall.Ge