გურამ კაშია: ფეხბურთში ყველაფერი ხდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა გურმა კაშიამ ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან მოედანზე.

არნემის "ვიტესის" ლეგიონერის თქმით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ესპანეთთან ქულის აღება "ჯვაროსნებისთვის" წარმატება იქნება.

"ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან თამაში რთული იქნება, მაგრამ რაც ჩვენი გასაკეთებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ და 100 პროცენტით დავიხარჯებით.

რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებს პატივს ვცემთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან, თუმცა არ ვაპირებთ მოედანზე გამოვიდეთ და უბრძოლველად დავნებდეთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ჩვენს
საქმეს გავაკეთებთ. იმედია, გაგვიმართლებს.

ჩემი აზრით, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ქულაც რომ ავიღოთ, წარმატება იქნება ჩვენი გუნდისთვის. ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - აღნიშნა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:30 სთ-ზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპი ბელორუსის (1:0) ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
გია გრიგალავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიმედო დაცვაა
გიორგი ლორია: ესპანელებთან უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ...
ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული