ნიკა კვეკვესკირი: თქვენი ორი ლიდერი არ იყო? იცით, ჩვენ რამდენი გვაკლდა?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მოლდოვასთან მატჩის შემდეგ SPORTS.md-სთან ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით თამაშს ?
- რთული თამაში იყო, რომელშიც ორივე გუნდს გამარჯვება სურდა. სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სამი ქულა გვჭირდებოდა; იგივე სურვილი ჰქონდა მოლდოვასაც. ფრე კარგი შედეგია, რადგან 0:2-ს ვაგებდით და ასეთი მატჩის დროს ორი გოლის გატანა კარგია ჩვენთვის.

- როგორ ფიქრობ, ფრე დაიმსახურეთ?
- რა თქმა უნდა, დავიმსახურეთ! ორი გატანილი გოლის შემდეგ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი და მინიმუმ კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. მეტსაც ეგტყვით, მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ მოლდოვამაც დაიმსახურა, რადგან კარგად თამაშობდა. ობიქტურები რომ ვიყოთ, 2:2 სამართლიანი შედეგია.

- მოლდოვის ნაკრებში არ თამაშობდნენ ლიდერები - ალექსანდ გაცკანი და არტურ იონიცე. ამის შესახებ იცოდით?
- თქვენ იცით, ძირითადის რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა? არა? ძირითადის 7 ფეხბურთელი არ გვყავდა. ამიტომ თქვენი ლიდერების არყოფნა ჩვენთვის უპირატესობა არ იყო.

ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენც შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძირითადის 7 ფეხბურთელი არ გვყავდა და ეს თქვენთვის უპირატესობაა და ისინი რომ ყოფილიყვნენ, წააგებდით, მაგრამ ჩვენ ასე არ ვამბობთ, რადგან ამაზე არ ვფიქრობდით და მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდით.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]
მართალია, მთელ ქვეყანას კაი გვარიანად გვაკლია
giga
09:53 13-06-2017
0
ტოტალიზატორმა შეიწირა ჩემი ცხოვრების 6 წელი და ჩემი ქონება. არ გაეკაროთ მანდ მოგებული კაცი არ არსებობს. ცხოვრებას წააგებთ ფულს ვინ ჩივის
0
შეეშვი ,ტოტალიზატორს,სანამ გაგიჟებულხარ...
სერიოზულად გეუბნები...
rrr-s
01:10 13-06-2017
0
კაი ყომარი იყოოო... კაი კუში დასვით
rrrrr
15:40 12-06-2017
0
სიახლეები პოპულარული