გურამ კაშია: დროა სამი ქულა ავიღოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ მოლდოვასთან მუნდიალი 2018 წლის საკვალიფიკაციო მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

კიშინიოვში მყოფ ქართველ ჟურნალისტებთან ვარჯიშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამ ისაუბრა.

"დანაკლისი დიდია, მთლიანი წინა ხაზი ტრავმირებულია, ბოლო თამაშში რამდენიმე ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა და როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს - მათი იმედი გვაქვს. დროა სამი ქულა ავიღოთ და ამისთვის ვემზადებით", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი დღეს 11 ივნისს ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

- მოლდოვა
VS საქართველო - პირველი სამი ქულისთვის!..


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული