ვლადიმირ ვაისი: სამი ტაქტიკური სქემა დავამუშავეთ, მიზანი მოგებაა!

AutoSharing Option
მოლდოვას ნაკრებთან მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. მედიას სლოვაკ მწვრთნელთან ერთად საქართველოს ნაკრების მცველი, გიორგი ნავალოვსკი ესაუბრა. "ზიმბრუს" სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ქართველი და მოლდოველი ჟურნალისტები დაესწრნენ.

ვლადიმირ ვაისი:
- საქართველოს ნაკრებს არაერთი ფეხბურთელი აკლია. ამის მიუხედავად, თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეხვედრა მოვიგოთ.

გიორგი ნავალოვსკი:
- ყველაფერს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად. ჩვენ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და არაერთი ფეხბურთელის დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მოგებაა.

ვლადიმირ ვაისი:
- ს
ამი ტაქტიკური სქემა დავამუშავეთ ამ შეხვედრის წინ. რომელ ტაქტიკურ განლაგებას ავირჩევთ, ეს დღევანდელ ვარჯიშზე გადაწყდება.

რაც შეეხება მოლდოვას, მას არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც თამაში. მთელ რიგ მატჩებში ეს გუნდი კარგად გამოიყურებოდა და ინდივიდუალური შეცდომების გამო წააგო.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებსაც მეტი ქულა უნდა ჰქონდეს ამ შესარჩევ ციკლში. მაგალითად, მოლდოვასთან დასანანი ქულები დავკარგეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ის ყოველთვის ყოჩაღად თამაშობს შინ. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ისინი პირველ ნომრად ირჯებიან.

სენტ კიტსთან და ნევისთან შეხვედრაში მივიღე ინფორმაცია იმ ფეხბურთელების თაობაზე, რომლებიც კარგა ხნის განმავლობაში არ იყვნენ ნაკრებში. ხვალინდელ მატჩში კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ.

რაც შეეხება მოტივაციას. ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებში არაა. ხვალ გამოჩნდება, როგორ მოვემზადეთ ამ მატჩისათვის. ჩვენ გვინდა, რომ პირველი თამაში მოვიგოთ ჯგუფში".

გიორგი ნავალოვსკი:
- მოტივაციასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. ჩვენ საქართველოს ნაკრების მაისურა გვაცვია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ვლადიმირ ვაისი:
- პოსტშაბჭოთა მენტალიტეტს რაც შეეხება, შეიცვალა ცხოვრება და ფეხბურთი. ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყვნენ, ახლა დამოუკიდებლები არიან. ისინი დამოუკიდებლად ვითარდებიან. დარწმუნებული ვარ, პროგრესი აუცილებლად იქნება.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

 

მკითხველის კომენტარები / 13 /
სამი სქემა კი არა ერთი ვერ დაუმუშავებია
0
ამ თამაშის შემდეგ ვაისი მოსახსნელია!!!
smouk
20:56 11-06-2017
0

სიახლეები პოპულარული