მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: ჯერ ვნახოთ, რა გუნდით ჩამოვა საქართველო

AutoSharing Option
10 ივნისს, მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრეკსკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურში, მოლდოვა-საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 11 ივნისს, კიშინიოვში გაიმართება. ვლადიმირ ვაისის ნაკრები ჩარტერული რეისით მოლდოვის დედაქალაქში დღეს გაემგზავრა...

- ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს საბა ლობჟანიძე შეუერთდა

- ამ თამაშისთვის 24 მაისიდან ვემზადებით. ამ პერიოდში იყო თასის ფინალი, "ოქროს თასი", ლეგიონერები თავ-თავიანთ ჩემპიონატებში იყვნენ დაკავებულნი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით.

არაერთხელ მითქვამს, რომ დღევანდელ ფეხბურთში
აღარ არსებობენ სუსტები, ძლიერები და ფავორიტები. ალბათ, ყველას გვინდა მოგება: გულშემატკივარსაც, ჩვენც, ფეხბურთელებსაც და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. თითოეულ მატჩში 3 ქულის მოსაპოვებლად გავდივართ, სხვა საკითხია, რომ ეს ხან გამოდის, ხან - არა. ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან ნაკრებში და ნელ-ნელა შედეგიც მოვა.

- ბოლო საკონტროლო შეხვედრა ისრაელთან რამდენად სასარგებლო და წარმატებული იყო?
- კაცმა რომ თქვას, ეს უკვე ისტორიაა და მასზე საუბარი, ალბათ, არც ღირს. ერთადერთი, რითაც ისრაელთან თამაში სასარგებლო იყო, ისაა, რომ რამდენიმე მოთამაშე საქმეში ვნახეთ. ასეთი მატჩები საჭიროა და მის გარეშე არ გამოვა. ძნელია ადამიანს უცებ დაავალო ოფიციალურ თამაშში მოედანზე გასვლა. არავინ იცის, როგორ გაუმკლავდება ის ნერვებს, ემოციებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ასეთ მატჩები ძალიან სასარგებლოა.

- მეტოქე: მოლდოვის ნაკრებმა ისრაელში კინაღამ მოიგო [VIDEO]

- მოდლოვის ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, ტრავმისა თუ დისკვალიფიკაციის გამო, ვერ ითამაშებს. მსგავსი პრობლემა აქვს საქართველოს ნაკრებსაც. როგორ ფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს თამაშზე?
- ეს თამაშზე არ აისახება. ჯერ კიდევ არაა ცნობილი, ვინ ჩამოვა. როდესაც ისრაელში ჩავფრინდით, გვითხრეს, რომ მეორე შემადგენლობა დაგვიპირისპირდებოდა, თუმცა რატომღაც, მოედანზე ძირითადი ვიხილეთ. ასეა ამჯერადაც. როდესაც ქართველები კიშინიოვში ჩამოფრინდებიან, მაშინ გავიგებთ ზუსტად, ვინ ჩამოვიდა და რა შემადგენლობაა...

მომზადებულია Moldfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ეს ტიპი როგორ ვერ უნდა ვნახოთ გამწარებული
zaza
18:32 10-06-2017
0
რატოა ცუდი როჟა...დობროვოლსკი ტრენერიც კაია და კაი ფეხბურთელიც იყო...პლეიმეიკერი,სუფთა ათი ნომერი...ბევრჯერ უთამაშია დინამოს სტადიონზე...
ქუთაისი
17:33 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული