ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

არაბიძის დუბლი - საქართველოს ნაკრებმა სენტ კიტსი და ნევისი დაამარცხა

AutoSharing Option
7 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სამიდან ორი გოლი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ არაბიძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა, 50-ე წუთზე მისი აქტიურობის შემდეგ ჯარიმა დაინიშნა, რომელიც თავად გიორგიმ შეასრულა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე არაბიძემ პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც კვლავ თვითონ შეასრულა - 2:0.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება, სადაც
11 ივნისს მოლდოვას ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ელის.
ასევე დაგაინტერესებთ