ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაკო ყაზაიშვილი არგაკეთებულ პასზე: რომ დამენახა, მივცემდი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ქართველ გულშემატკივარს გამოეხმაურა, რომელმაც მას სერბეთთან მატჩში ჯანო ანანიძისთვის არგაკეთებული პასი შეახსენა.

"პასის მიცემა ყოველთვის ფასობს!" - დაუწერა გულშემატკივარმა.

ვაკომ ამ კომენტარს შემდეგნაირი პასუხი გასცა: "გინდა ჩემი პასები განახო? მეც გულდაწყვეტილი ვარ და რომ დამენახა, მივცემდი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სერბეთთან 1:2 დამარცხდა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ