ეროვნული ლიგა. XII ტური: კაპანაძის მაკრატელა და "ტორპედოს" გამარჯვება "კოლხეთთან" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 13 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ფოთის "კოლხეთი" ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტაიმის მიწურულს კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და "ტორპედო" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 53-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი ვარლამ კილასონიამ ჩაჭრა. საბოლოოდ, 3:0 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ფოთელებს ამ მატჩში ცვლილება არ გაუკეთებიათ. საქმე იმაშია, რომ მათ სათადარიგოთა სკამზე ერთი ფეხბურთელი ჰყავდათ და ისიც - მეკარე, ნიკა შერმადინი.

ამგვარად, "ტორპედოს" 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "კოლხეთი" კი 10 ქულით კვლავ მეცხრეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგონაია არის გუნდის კაპიტანი ,გაბრაზებულმა არ იტამასა ისმის კი...ვა რატომ .
0
COCOHAIAM IUKADRISA ZAMEHASI KOPHA DA AR ITAMASA. RA UHDA DAARTKWA AM SAKZIELS VER GAMIGIA. GUHDIS GALATI ......
KOLXA
00:39 14-05-2017
0

სიახლეები პოპულარული