ღია წერილი ვლადიმირ ვაისს: ეგებ გამონახოთ 30 წუთი...

AutoSharing Option
"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას მიაღწევს", - ასეთი პასუხი გასცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შარშან რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ.

- მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაშინ ახალი დანიშნული იყო და წესით, საქართველოში წარმატებული ახალზელანდიელი მწვრთნელის ეს რჩევა უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მან ეს ყურად არ იღო...

გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოში ჩამოსვლას და აქ ცხოვრებას ვერავინ აიძულებს, მაგრამ... თუ არ ჩავთვლით 1-2 გამონაკლისს, ვაისი საქართველოში მხოლოდ სანაკრებო თამაშებზე ჩამოდის. მაშინ, როცა შეკრება იწყება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ მცირე დროში (4-5 დღე) მან აქაურობა, აქაური კულტურა, თუ ყბადაღებული მენტალიტეტი შეიგრძნოს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისს ქართულ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვს. ქართველ ჟურნალისტებს თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე გვესმის, რომ ჩვენი ჩართულობა, მხარდაჭერა ნაკრებისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ერთ სერიოზულ (!) პრობლემას ვაწყდებით - ქვეყნის მთავარი ნაკრების მწვრთნელი უკვე ერთი წელია ისეა დაკავებული, რომ 30 წუთითაც კი ვერ იცლის...

ნაკრების მწვრთნელთან ჟურნალისტს კითხვები რომ აქვს, ლოგიკურია, მაგრამ მწვრთნელი დროს რომ ვერ ნახულობს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ცოტა არ იყოს და, საწყენიცაა. თანაც, ყაზახურ კლუბში ყოფნის დროს ვლადიმირ ვაისს ვრცელი ინტერვიუ არაერთი გამოცემისთვის მიუცია. მაშ, აქ რატომ იქცა ეს პრობლემად? რატომ აქვს მას კომუნიკაციის პრობლემა ქართულ მედიასთან?

პრესკონფერენციის ჩატარება მწვრთნელის მოვალეობაა და ის ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მაგრამ 10-წუთიან პრესკონფერენციაზე, რომელსაც ათობით ჟურნალისტი ესწრება, შეუძლებელია მას ყველა ის კითხვა დაუსვა, რომელიც გაქვს.

ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან Sportall.ge
ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სპორტული გამოცემა, უკვე დიდი ხანია ცდილობს ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ - ის ხან საქართველოში არ არის, ხან - დაკავებულია, ხანაც - უგუნებოდაა.

გულსატკენია ის, რომ რუსეთში მყოფი ვლადიმირ ვაისი ჩვენს ნაკრებზე სასაუბროდ ჯერ რუსულ ტელევიზიაში მიდის, შემდეგ კი, იმავე დღეს - რადიოში. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ე.წ. შიდა სამზარეულოზე ესპანურ მედიასთან საუბრობს და არა - ჩვენთან.

- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ვაისს ვეთანხმებით იმაში, რომ მედიის ჩართულობა აუცილებელია. ასე იყო გუშინ, ასე არის დღეს და ასე იქნება ხვალაც. მედიას უნდა ჰქონდეს ნაკრებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი!

ასე რომ, ბატონო ვლადიმირ, სცადეთ, იქნებ გამონახოთ ქართველი ჟურნალისტებისთვისაც 30 წუთი და დასმულ კითხვებს უპასუხოთ. გვერწმუნეთ, თქვენთვის ცუდი არ გვსურს. წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, მედიის დიდი ნაწილი ნაკრებში თქვენი დარჩენის მომხრეა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გაწეულ სამუშაოს, მაგრამ ჩვენც დაგვაფასეთ. გახადეთ ურთიერთობა ორმხრივი, ნაკრების პრობლემებზე ჩვენთანაც ისაუბრეთ...

აქვე ვიტყვით, რომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიისა და ნაკრების მწვრთნელს შორის შუამავალი (ამ შემთხვევაში სფფ-ს პრესსამსახური) არ ასრულებს თავის მოვალეობებს სათანადოდ.

ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სერბეთთან მატჩამდე ვლადიმირ ვაისი დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ოღონდ მატჩის შემდეგ გაგცემთ კითხვებზე პასუხებსო, თუმცა... აგერ, მას მერე რა ხანი გავიდა და სფფ-დან მხოლოდ ერთი პასუხი გვესმის - იქნება. მაშ, როდის?! 1 წელზე მეტი გავიდა...

საქართველოს ნაკრებზე ინფორმაციას ჯერ ქართველი გულშემატკივარი უნდა იგებდეს და მერე - რუსი. ინფორმაციას ჩვენი ნაკრების მწვრთნელისგან უნდა ვიგებდეთ და არა უცხოური მედიასაშუალებისგან. გახდით კომუნიკაბელური და ყველაფერი უკეთესად იქნება...
ვაისი უნდა წავიდეს
rezi
11:43 13-06-2017
0
ვაისი კობიაშვილთანაა შეკრული ამიტომ იგი გასაშვებია რაცშეიძლება ჩქარა, მწვრთნელები გვყავს ძალიან მაგრები რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო ძოძუაშვილი, ცხადაძე ან ქეცბაია, აქედან ერტერთი მაინც უნდა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში.
guram
11:38 13-06-2017
0
როდესაც კობიაშვილი მოვიდა ფედერაციაში მეგონა ეშველებოდა ქართულ ფეხბურთს მაგრამ კობიაშვილის პირად ინტერესებს შეეწირა კახი ცხადაძე რომელმაც გუნდი ფეხზე დააყენა და მერე გაუშვეს, ასე არასოდეს ეშველება ქართულ ფეხბურთს,როდის უნდა დაგვადგეს ხალხო საშველიიი
guram
11:30 13-06-2017
0
მილტონ ჰეიგი, ან სხვა მწვრთნელები რომ ჭკუას ასწავლიან, თავად რა შედეგებს მიაღწიეს?! რაგბიში უზარმაზარი თანხა იხარჯება, ნაკრებების დაფინანსება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა და სტადიონების მშენებლობა. ქართული რაგბი კი, 20 წელია ერთ ადგილზეა გაშეშებული. უგებენ სუსტებს, უშანსოდ მარცხდებიან ძლიერებთან. ეს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმაც დაგვანახა.
თემო
12:17 12-06-2017
0
კობიაშვილის ინტერესებს შეეწირა ცხადაძე! ბევრჯერ ინანებენ და საგინებლად გაიხდიან თავს, ყველა ნახავთ ამას თუ ეგრე არ იქნება! ვინ არის ეს ვაისი რატომ ჩამოიყვანეთ? გვიშველა რამე? არაფერი!!!! სამაგიეროდ ქართველი ცხადაძე გაუშვეს, იმ პატარა პერიოდში ცხადაძემ რაც გააკეთა ნაკრებისთვის, ვაისი ათი წელი ვერ გააკეთებს! გყავდეს და მარტო შენ უყურე კობიაშვილო ვაისს!!! ვაი ჩვენს პატრონს, ძალით და შეგნებულად ღუპავენ ეროვნულ ნაკრებს!!!!
goga
14:01 06-06-2017
0
ქართველის ყველაზე დიდი უბედურება სხვა უბედურებებთან ერთად იმაშია, რომ ქართველს არ ჰპატიობს იმას, რასაც სხვების ადვილად აპატიებს...
ვაისმა რა გააკეთა ქართველ მწვრთნელებზე მეტი, რომ მასზე ხმას არავინ იღებს...
მოაშორეთ ეს კაცი აქედან და დანიშნეთ ქეცბაია...
0
ჩვენი გენიალური მწვრთნელი რომელმაცგუნდი ჯგუფიდან გაიყვანა არუყურებს ჩვენს ჩემპიონატს არაფერი არ იცის მაგრამ იაშვილი ვალდებულია რომ უყუროს და თუ უყურებს უნდა ხედავდეს რომ რეხვიაშვილი დღეს უძლიერესია ხოლო დოლიძე უსწრაფესია აქვს 5 საგოლე პასი 3 ბურთი უშუალოდ კუთხურიდან შეაგდო და ისინი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ ნუ აძლევთ უფლებას სლოვაკს რომ აბუჩად აიგდოს ქარველი კაცი 4-ჯერ გამოიძახა და 5 წთ არ ათამაშა თუ შენ თვლი რომ არ უნდა ჩაერიო მაშინ მე ვიფიქრებ რომ მართალი იყო რეზიკო როცა არ ჩაერია როცა შენ და შენი შეფები დაუმსახურებლად გაგიშვათ ქეცბაიამ ნაკრებიდან
თემური რეხვიაშვილი
09:07 03-06-2017
0
ვეისი არ უყურებს საქართველოს პირველობას მაგრამ იაშვილი ვალდებულია უყუროს და თუ უყურებს უნდა ხედავდეს რომ დღეს საქარტველოში გიორგი რეხვიაშვილი უძლიერესია,რატომ აძლევთ უფლებას ,რომ მას აბუჩად იგდებს,ოთხჯერ გამოიძახა მაგრამ ერთხელადაც არ ათამაშა ან ეს ჟურნალისტები რატომ დუმან.იაშვილო შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე რომ ფეხბურთელი ასაკის მატებასთან კარგავს მხოლოდ სისწრაფეს და ის 34 წლის ყწელაზე სწრაფია წელს აქვს 5 საგოლე პასი,3 გოლი კუთხურიდან გაიტანა მეტი რა უნდა გააკეთოს რომ ნაკრებში იყოს
რეხო
08:39 03-06-2017
0
კობიაშვილს და ვაისს ფულის კეთების მეტი რომ არაფერი აინტერესებს ამაში ამრტო ბრმას ეპარება ეჭვი.
ცხადაძის გაშვების მთავარი მოტივიც ეს იყო, ცხადაძემ კობიაშვილი ხელფასის წილში არ ჩაისვა და მოხსნეს მაღალ ხელლფასის საბაბით, მოოიყვანეს ვაისი რომლის ხელფასიც დღემდე გასაიდუმლებულია, სავარაუდოდ ცხადაძეზე მეტი აქვს, თავისთავად კობიაშვილს მიაქვს იმ ხელფასის ნახევარი, კობაშვილს კიდევ უფრო ზევით.
მე ეს მიკვირს აქ კომენტარების დამწერთა ერთი ნაწილი რატომ იღებს თავის თავზე ვაისის ადვოკატობას, :)
lashamax
21:24 29-05-2017
0
ისე ვაისზე ესე ხელაღებით ქართველი ჟურნალისტების მიერ წერას კარგი იქნებოდა მიგვექცია ყურადღება იმ შედეგებისთვის რომელი შედეგებიც ქართველი მწვრთნელების სემთხვევაში გვქონდა, აქაც ცხოვრობდნენ აქაც მოღვაწეობდნენ და მეტიც ბევრ უცხოელ მტავარ მწვრთნელზე მეტი ხელფასი ქონდა ქართველებს მაგრამ შედეგი? ნული. ასე რომ სრული უაზროაა და აბსოლოტური სისულელე ხელის გაშვერა მხოლოდ მწვრთნელზე როდესაც 21 საუკუნის თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელი არ გყავს საშუალო კლასის ან ვინც გყავს მხოლოდ ფულის საკეთებლად მიდის ევროპაში და შემდგომ მათი კარიერა ხშირ სემთხვევაში ნულის ტოლია.მწვრთნელი არაფერ შუაშია მანამ სანამ თაობები არ წამოვლენ ქართულ ფეხბურთში თორე ვერავინ დამარწმუნებს ახალშექმნილ კოსოვოს თუ იგივე ალბანეთს შენზე ბევრად მაგარი ლეგიონერები უნდა ყავდეთ, უბრალოდ შრომაა ყველაფრის სათავე და სიყვარული იმ პროფესიის რაშიც ხარ და არა ფულის კეთება ბმვ-ს ყიდვა და მერე კლუბებში დროსტარება როგორც ქართველ უამრავ ფეხბურთელის მაგალითზე შეიძლება ითქვას
0
ქეცბაია უნდა ჰამოვიდეს მცრვტნელად და ამ მაფიას მხოლოდ ის დაამარცხებს.ფედერაციის ფანდურზე მოცეკვავე ვაიჯურნალისტებს უტირებს სიქას.
bajo
09:34 27-04-2017
0
გულშემატკივრებო რატომ არ გინდათ გაიგოთ რომ ბ-ნ ვაისი როგორც იქცევა საქართველოს ნაკრებსააღორძინებს კი არა ბრაზილიის ნაკრებს დააქცევს თუ დაიჯერებს ფედერაცია ჯობს გაუშვას აქედან სანამ დროა რა თქმა უნდა კობი ამას არ იზამს ამიტომ ამის გამო ქართველი ხალხი აუცილებლად მოთხოვს პასუხს
ნიკო
15:25 25-04-2017
0
ქართველს. ძოძუაშვილს ბარქაია ხომ არ აჯობებდა.
0
კობი როგორც სელექციონერმა და ფსიქოლოგმა დიდი შეცდომა გაკეთა სელ ა ვი!
გოგი ქუთაისელი
13:02 25-04-2017
0
გია ცეცაძე უნდა გახდეს ნაკრების მწვრთნელი, არაბული, ლობჟანიძე, ზივზივაძე, ცნობილაძე მისი აღმოჩენილი და გადარჩენილია, მალე ეს თაობა მოვა
თეიმურაზ
17:40 24-04-2017
0
ვის რაში სჭირდება მაგის ინტერვიუ, მთავარია ფულს ხომ ათეთრებენ
0
Dzodzuashvilia dasanishni nakrebis tavkacad
roko
11:41 24-04-2017
0
Her shida chempionats unda miexedos da bavshvta pexburts stadionebi ROM daangries unda aushenon raa armoidzebneba qartveli specialist I nakrebs to mixedoos?
roki
11:39 24-04-2017
0
აქ ცხოვრებას ვაისს ვერავინ აიძულებს,მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის პირელი სამი ოთხი გუნდი როცა ერთმანეთში თამაშობს იმ თამაშებს მაინც დაესწროს, რა იცი რა ხდება, მარა როცა გკიდია რატო შეიწუხებ თავს ზედმეტად.. თან ფედერაცია ადრინდელის არ იყოს ეგენიც ალბათ კმაყოფილები არიან ისეთი თამაშების რო წავაგეთ მარა სამაგიეროდ ვიბრძოლეთ:) თუ ასეა მიგაფსით სუყველას;-)
basko
11:05 24-04-2017
0
ნებისმიერ ქართველ მწვრთნელს უკეთესი შედეგი ექნება ვიდრე ეხლაა, ვაისმა დაუკვირდით ყველა მეორე ტაიმი წააგო,არაფერი შედეგი - ჩინოვნიკებს ჯიბეში უზით რა გადაუხადეს ცხადაძეს და დამატებითი თანხები ვაისს და ჩინოვნიკებს ესაა რეალობა.
gulSematkivari
09:56 24-04-2017
0
მე ვიცი რასაც შეეკითხებით: 1) რატომ არ თამაშობს მერება ან ჭანტურა, ან სხვა თქვენი საყვარელი ფეხბურთელი 2) რას იტყვით ქართულ მენტალიტეტზე 3) მოგწონთ თუ არა საქართველო და ამ სტილში სხვა შეკითხვებიც.
haha
09:42 24-04-2017
0
ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში არ თამაშობენ, სეზონიც ახალა გახურდა. ვაისმა აქ რა უნდა გააკეთოს, სახინკლეში იაროს თუ რა უნდა ქნას?
aburjga
21:57 23-04-2017
0
ძოძუაშვილი უნდა ქართულ ნაკრებს .დამიჯერეთ და მოიყვანეთ ძოძუაშვილიიიიი!მაგარი კაციიიიიი!რამდენჯერ უნდა მოიყვანო გადამთიელიი???მოკლედ ძოძუაშვილიიიიი ,ძალიან გთხოვთ არ დამბლოკოთ§
ქართველი
21:46 23-04-2017
0
რა ვინმემ თხოვა ინტერვიუ და უარი თქვა? თვითონ ხო არ შეგეხვეწებათ ჩამწერეთო? :D :D
ar damblokot
21:13 23-04-2017
0
ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ვაისს ხელფასის წილში უზის ვინმე ქართველი ჩინოვნიკი, სხვანაირად ასეთ დიდ გულზე ვერ იქნებოდა...
giorgi
16:54 23-04-2017
0
გასაგდებია ვაისი.4-5 დღით ჩამოსული მწვრთნელი კი არა სულ რომ აქ არის ისეთი მწვრთნელი ვერ უშველის ჩვენ მკვდარ ფეხბურთელებს და ტურისტი მწვრთნელი რას იზამს. დანიშნეთ გეგუჩაძე ან ვინმე სხვა ქართველი მწვრთნელი.იაფიც დაგვიჯდება და ფეხბურთელებიც სისტემატიური დაკვირვების ქვეშ ეყოლება.ჩვენს ნაკრებს,მისი დონიდან გამომდინარე უცხოელი მწვრთნელი არ ჭირდება.ნუ ყრით ფულს წყალში.
mamulo
16:45 23-04-2017
0
რატომ გიკვირთ ჯერ ძლიერი კი არა და საერთოდ სახელმწიფო ვერ შევმქენით.ამიტომ მათთვის ფულის "შოვნის-კეთების" დროა და მიდის ჩენი საქმე ცუდად!
amiran
16:38 23-04-2017
0
სიახლეები პოპულარული