ზღვაზე და ქარში... საქართველოს ნაკრებმა მზადება არასრული გუნდით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
20 მარტს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური და ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ნიკა კვეკვესკირი, სანდრო კობახიძე, ნიკა კაჭარავა და ოთარ კაკაბაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესში დღეიდან, 21 მარტიდან ჩაერთვებიან.

მომდევნო ორი დღის მანძილზე ეროვნული ნაკრები ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, მსოფლიო
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ჩვენი მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრები იქნება, 28 მარტს კი - საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია - "კრილია სოვეტოვი" (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - "მორეირენსე" (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - "ტორპედო" (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე - "ესბიერგი" (დანია), სოლომონ კვირკველია - "ლოკომოტივი", მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - "ვიტესი" (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - "ჩერნომორეცი" (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - "ურალი" (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - "ლოკომოტივი" (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - "ატირაუ" (ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - "რეიმსი" (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - "გაბალა" (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - "დიოშგიორი" (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - "სპარტაკი", მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - "დინამო" (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - "ლეგია" (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - "ვარდარი" (მაკედონია), სანდრო კობახიძე - "გიოზთეფე" (თურქეთი), გიორგი არაბიძე - "შახტარი" (უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - "ეთნიკოსი" (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - "რაპიდი" (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - "ატირაუ" (ყაზახეთი)

მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში tkt.ge-ზე და "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.

წყარო: gff.ge
დვალიშვილი არაა ცუდი ფეხბურთელი და უნდა გამოიძახო თუ სხვა არ გყავს მაგრამ თუ სხვა გყავს და მაინც ლადოს იძახებ არაა სამართლიანი. მერება უნდა გამოეძახებინა თუნდაც 30 წუთით სათამაშოდ.
0
qartvel fexburtelebs jirka akliat.me mgoni ragbistebsac gadaedot amati hiri.
0
Dvalishvilis pokeri garantirebulia aba.fuls ixdis tipi nakrebshi rom itamashos
Beso
14:57 21-03-2017
0
დვალიშვილი თუა 2 გოლი გარანტირებული გვაქს.მერაბაშვილს დაუზახე შე კაცო.ამ მტოხნელს რო ედზახი.ვინაა გატუზოა ვერ გავიგე სუ ნაკრებში როა.გატუზო საქმეს მაინც აკეთებდა და ეს რას აკეთებს.გოლი როდის გაიტანა ბოლოს
butxa
13:47 21-03-2017
0
მერაბიშვილი უნდა გამოეძახა, კარგ ფორმაშია ნამდვილათ !
გიორგი ვარშავიდან
13:16 21-03-2017
0
დვალიშვილს რას ერჩით? ვინმემ ამ ცენტრალურ თავდამსხმელს მისცა საგოლე პასი და არ გაიტანა?
მჭედლიძის ტრამვის გამო თავდამსხმელი გვიჭირს, თუმცა მგონია ზოგიერთის ნაცვლად ვაწაძე და მერებაშვილი უნდა ჩაესვა
akaki
11:58 21-03-2017
0
მაგათ სასტავს გადავხედე და მე მგონი ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერებია არისნ
zviadi
11:48 21-03-2017
0
გიორგი ლორია,
გიორგი ნავალოვსკი
სოლომონ კვირკველია
გურამ კაშია
დავით ხოჭოლავა
ჯაბა კანკავა
ჯანო ანანიძე
ვალერი ყაზაიშვილი
გიორგი არაბიძე
ნიკა კაჭარავა
გიორგი ქვილითაია

vladimerweiss
11:41 21-03-2017
0
პარასკევს იქნებ ქართული ფეხბურთიც შემაყვაროთ!
მე მიყვარს ფეხბურთი
10:52 21-03-2017
0
დვალიშვილის გამოძახებას სხირტლაძე გამოეძახებინა
კობა
10:52 21-03-2017
0
დვალიშვილის გამოძახებას სხირტლაძე გამოეძახებინა
კობა
10:46 21-03-2017
0
mtavaria lado iyo...
nnnn
09:57 21-03-2017
0
სიახლეები პოპულარული