"კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

AutoSharing Option
იორდანია-საქართველოს ამხანაგური მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზება იორდანიის მხარემ აიღო საკუთარ თავზე, თუმცა, ამის მიუხედავად, გულშემატკივარმა მაინც ვერ შეძლო თამაშის ხილვა.

მატჩის ტრანსლაცია 30-ე წუთზე შეწყდა.

მატჩამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ "შეხვედრის ინტერნეტტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს სფფ-ის ვებგვერდზე შეეძლება".

"გაფუჭებულ" ბმულთან დაკავშირებით ჩვენს ვებგვერდზე ბევრი კომენტარი დაიწერა. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე სახალისო და გამორჩეულები, რომლებსაც აქვე გთავაზობთ.

* * *
- უფრთხილდებიან ჩვენს ნერვებს და მაგიტომ არაა რეპორტაჟი :) უჩა სახელობის საქართველოს ეროვნული ნაკრები :)))))

- ბრავო მერიას ტორპედო უკვე
სამგურალთან აგებს!

- აწი რაღა გვიჭირს : :) უჩა ყოფილა კაპიტანი :) მაადლობა ფედერაცია რომ არაა რეპორტაჟი :)

- შეულოცოთ?

- გვეშველება რამე

- პარლამენტში დაურეკეთ კობის, ლინკი არაა თქო)))

- ლინკი დადეთ ვინმემ! შემისრულეთ ეს მაზოხისტური თხოვნა:)

- ტავარი მაინც წამოიღეთ რამეში მაინც გამოიყენეთ მანდ წასვლა :D:D:

* * *
აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ის ფაქტიც, რომ სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდზე მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ახალი ბმული გავრცელდა, სადაც ტრანსლაცია უპრობლემოდ მიმდინარეობდა.

- გოლი, რომლითაც იორდანიამ საქართველო დაამარცხა [VIDEO]
- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ესენი არ არინ ფეხბურთელები, მაგრამ რომ დავწერო რაები არიან, ადმინი არ გამომიქვეყნებს.
ნათია
17:09 26-01-2017
0
უჩა არ ბერდება
citizen SS
18:14 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული