ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უზბეკეთთან ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დუბაიში შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

შეხვედრა დუბაის THE SEVENS STADIUM-ზე თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამხანაგური მატჩის ტელეტრანსლაცია არ იგეგმება, Sportall.ge მატჩის ლაივ-სტრიმს შემოგთავაზებთ.

ცნობილი გახდა ვლადიმირ ვაისის გუნდის სასტარტო შემადგენლობა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია.

სათადარიგოები: ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი
ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ