ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

AutoSharing Option
12 იანვარს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა. თუ წინა თვეში "ჯვაროსნებს" 118-ე ადგილი ეკავათ, ახალ რეიტინგში ისინი სამი პოზიციით დაქვეითდნენ და 281 ქულით 121-ე ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრიდან დღემდე ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 და 25 იანვარს, შესაბამისად, უზბეკეთსა და იორდანიას შეხვდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

კვლავ უცვლელია პირველი ათეული, რომელსაც არგენტინის ნაკრები ლიდერობს.

აქვე გთავაზობთ ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს და მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობას.

1. არგენტინა - 1634 ქულა
2. ბრაზილია - 1544
3. გერმანია - 1433
4. ჩილე - 1404
5. ბელგია - 1368
6. კოლუმბია - 1345
7. საფრანგეთი - 1305
8. პორტუგალია - 1229
9. ურუგვაი - 1187
10. ესპანეთი - 1166

12.უელსი - 1121
23. ირლანდია 858
31. ავსტრია - 773
45. სერბეთი - 647
164 მოლდოვა -138
ასევე დაგაინტერესებთ