"მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია..."

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გროზნიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ. სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს'' მიმდინარე სეზონში არ აქვს ისეთი შედეგები, როგორსაც ველოდით და მიჩვეულები ვართ. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც "ახალგაზრდების მოყვარული'' მწვრთნელი. შესაბამისად, მაინტერესებს, რამდენად რეალურად გესახებათ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა, რომლებსაც თქვენ აძლევთ შანსს? ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მასშტაბით, არამედ ევროსარბიელის კუთხითაც...
- არა, მხოლოდ
ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატებას ვერ მივაღწევთ და არც ვაპირებთ მხოლოდ ახალგაზრდებით თამაშს - მათ გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოვუყვანთ.

ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და არაა საჭირო ილუზიები, თითქოს მალე მოვა შედეგი. თუ ევროტურნირებზე კარგად გსურთ თამაში, მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია... "მანჩესტერ იუნაიტედმა" გიჟური თანხა დახარჯა, მაგრამ ალბათ ვეღარ გაჩემპიონდება წელს.

გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოვუწოდებ, მაგრამ არასწორია, ჩვენგან შედეგს ითხოვდეთ, როცა სტადიონი ცარიელი გვხვდება. მედალს ორი მხარე აქვს: დაიწყეთ თამაშებზე სიარული, მეტ პასუხისმგებლობას გამოაჩენთ ფეხბურთელებში და მერე მოითხოვეთ შედეგი.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ტყუილა დავობთ მაგათი წამალი ნიშადურია სირბილით მაინც ირბენენ
0
realistia da iluziebis gareshe laparakobs
giga
06:34 01-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული