საქართველოს პირველ ლიგაში პლეი-ოფის მატჩები გაიმართა

AutoSharing Option
28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა.

ვანის "სულორმა" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილმა გაიტანა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის "მეშახტემ". იმერლები ჭიათურას ესტუმრნენ და ადგილობრივი გუნდი 4:1 დაამარცხეს. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგი ყურულაშვილმა გახსნა.
პირველი ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, ტყიბულელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ნახევარში მოახერხეს. 61-ე წუთზე მეტოქის კარი ირაკლი ბაჯელიძემ აიღო, 81-ე და 83-ე წუთებზე დუბლი ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაიფორმა. ჭიათურელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი
შეხვედრის უკანასკნელ წუთზე თემურ ნადირაძემ გაიტანა.

გორის "ქართლის" სტადიონზე გამართული ცხინვალის "ლიახვისა" და "ბორჯომის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მეხუთე წუთზე მოახერხეს, ბორჯომელთა კარი გიორგი კურმაშვილმა აიღო. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ნახევარში შეძლეს. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად უჩა ბურძენაძემ შეასრულა.

მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა ხობში, ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი "კოლხეთისა" და წალენჯიხის "სქურის" დაპირისპირება. ხობელები ირაკლი ქობალიას გოლით მეათე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 2:1 დამარცხდნენ. მე-16 წუთზე "კოლხეთის" კარი გიორგი შელიამ აიღო, ხოლო 42-ე წუთზე შოთა ლომიამ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთზე ხობელებსაც მიეცათ პენალტის დარტყმის უფლება, მაგრამ დათო ბერუაშვილმა შანსი ვერ გამოიყენა.

პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული