უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს უმაღლესი ლიგის XIII ტურის 2 მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურა" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ეს საჩხერელების ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართა, სადაც "ცხინვალმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. დაპირისპირება ტორპედოელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა დვალმა "ტორპედოს" კარში დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "ტორპედო" 15 ქულით "თეთრი ჯგუფის" ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა, თუმცა ტურის სხვა მატჩები ჯერ არ გამართულა.

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ჩიხურა
0:2

გოლები: 0:1 თორნიკე მუმლაძე (65), 0:2 ლევან კაკუბავა (86)

თბილისი, "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ბექა ტუღუში (16), 0:2 თორნიკე კაპანაძე (30), 1:2 ბაქარ ქარდავა (57)

გარდა ამ ორი მატჩისა, 18 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისის "დინამო" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გენაცვალე ტორპედო. მიდი ბიჭებო და დანარჩენინ ტამაშებსიც გაგვახარეტ
gela
12:40 19-11-2016
0
რატომ არ დანიშნა მსაჟმა პენალტი ცხინვალის კარებში 66 წუთზე?
გივი
11:11 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული