საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს საქართველოს მეორე ლიგის აღმოსავლეთის ზონაში (გ) XIV ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

"შევარდენი 1906"-სა და სოხუმის "ცხუმს" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ცხუმის" ფეხბურთელებმა, საკუთარი გუნდის ორი მოთამაშის გაძევებით უკმაყოფილოებმა, არბიტრს, გიორგი ვადაჭკორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ინციდენტს ორივე კლუბი გამოეხმაურა:

"ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია:
"ვაცხადებ, რომ "ცხუმის" ცალკეული ფეხბურთელის ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის სპორტსმენის მხრიდან სპორტული პრინციპების დარღვევა, გუნდისა და თანაგუნდელების დიდი შრომის დაუფასებლობა. ფეხბურთელებმა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ, შელახეს ზოგადად ფეხბურთის, ჩვენი გუნდისა და მსაჯების ღირსება.

საფეხბურთო
კლუბი "ცხუმის" მიერ უკვე განხორციელდა ზომები: ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან შეწყდა კონტრაქტი, კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გათავისუფლებულია პოსტიდან.

16 ნოემბრის მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია არის მაღალი კლასის მსაჯი და აღნიშნული შეხვედრაც კვალიფიციურად წარმართა. მსურს გუნდის სახელით მას მოვუხადო ბოდიში და ვუსურვო წარმატებები, ასევე ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას ამ ინციდენტის გამო.

გუნდის სახელით საფეხბურთო კლუბ "შევარდენს" ვულოცავ გამარჯვებას".

"შევარდენი 1906":
"ს.კ. ''შევარდენი-1906"-ის ფეხბურთელებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ''ცხუმის'' ფეხბურთელების მხრიდან მსაჯთა ბრიგადის მისამართით. ს.კ. ''შევარდენი-1906'' კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას და არასპორტულ საქციელს".

მატჩი "შევარდენი 1906"-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ "შევარდენი 1906" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. "ცხუმი" კი 34 ქულით პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კობიშვილი ეკრანთან მიიყვანეთ და აყურებინეთ, გურია როგორ მოედანზე თამაშობს დღეს და მერე ვილაპარაკოთ, საქმიანობაზე
kaxaberi
15:15 18-11-2016
0
სამი ფეხბურთელი გაუგდე სგადმწყვეტ მატჩში, ჩაწყობილ თამაშს გავდა და ცემდნენ ეაბა რას იზამდნენე
0

სიახლეები პოპულარული