უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა

AutoSharing Option
27 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ექვსივე შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება დღის ბოლოს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ოთხი ტურის შემდეგ თეთრ ჯგუფს 10 ქულით "ჩიხურა" ლიდერობს, მეორეზე კი თბილისის "დინამოა" 7 ქულით, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. წითელ ჯგუფში 10 ქულით ლიდერი ბათუმის "დინამოა", რომელსაც ქულით ჩამორჩება ფოთის "კოლხეთი".

უმაღლესი ლიგა. IV ტური
თეთრი ჯგუფი
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ჩიხურა 0:3
გოლები: 0:1 საბა ლობჟანიძე (70), 0:2 ბესიკ დეკანოიძე (84),
0:3 საბა ლობჟანიძე (89).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (17), 0:2 ბიძინა მახარობლიძე (38), 0:3 ჯაბა დვალი (58, პენ.) 1:3 ლევან კუტალია (69).
გაძევება: გიორგი ჩელებაძე (76, შუქურა).

თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-გურია 2:1
გოლები: 0:1 ადევანდრო და სილვა (10). 1:1 გეგა დიასამიძე (22), 2:1 ლუკა ზარანდია (69).
გაძევება: პატერსონ კაბორე (86, გურია).

წითელი ჯგუფი
ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-საბურთალო 1:0
გოლი: 1:0 დავით ბოლქვაძე (76, პენ.).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 თემურ ღონღაძე (1), 1:1 ირაკლი ძარია (12), 2:1 ალეკო გამცემლიძე (90).

ზედა ეწერი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (56), 0:2 ნიკა კვანტალიანი (76).

 

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფალავანდიშვილი დაბრუნდი დილაში სანამ დროა.
0
ზუგდიდში ლეგიონერები რომ არის ჩამოყვანილი,ყველა ერთი მეორეზე უარესები თანაც რვა კაცი.და ეს ყველანი გოგოხიას მიერ მოყვანილმა ინვესტორებმა ჩამოიყვანეს.ასე რომ ზუგდიდი განწირულია გასვარდნად,რაც პირდაპირ გოგოხიას კისერზე იქნება.
ბადრი
13:41 28-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული