უმაღლესი ლიგა. II ტური. თეთრი ჯგუფი: "დინამომ" პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
13 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის "თეთრ ჯგუფში" II ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

- უმაღლესი ლიგა. II ტური. თეთრი ჯგუფი: "ტორპედო" ვერც იგებს და ვერც იტანს

თბილისის "დინამომ", რომელმაც პირველ ტურში საჩხერეში ადგილობრივ "ჩიხურასთან" ვერ იმარჯვა (0:0), საკუთარ მოედანზე დღეს ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3 ქულაც მოიპოვა - 3:0.

ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, რასაც 4 წუთში "გურიას" კარში მეორე გოლიც მოყვა - თავი ამჯერად ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინა. 64-ე წუთზე საბოლოო ანგარიში კი ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა.
ასევე დაგაინტერესებთ