"ზუგდიდით" უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ, მიმდინარეობს მოლაპარაკება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდით" უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ.

როგორც Sportall.ge-ს ზუგდიდური კლუბის პრესსამსახურის უფროსმა ლაშა გოგოლავამ აცნობა, ინვესტორები უკვე სამეგრელოს ქალაქში არიან ჩასულნი და მოლაპარაკებებს მართავენ.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჯერჯერობით, საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების სტადიაზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება არაა მიღებული.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზუგდიდის" პოტენციური ინვესტორები გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავენ, რის შესახებაც მოთამაშეები უკვე გააფრთხილეს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა უარყო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ARA MGONIA ZEDAECERIS DA RuXIS BAZA MAGAT SAKUTREBASHI IKOS.SADAAKVS KLUBS MAGIS SHESANAXI TANXA?ES STADIONEBI GANMUxURI RUXI TU ZEDAECERI GINDIANAD ARIS MERIIS SAKUTREBA.AM FEXBURTELEBIT CXADIA RO BEVRS VERAFETS MIVAGCEBT MARA ARAMGONIA MAGATZE ATI TAVIT ZLIEREBI CHAMOVIDES ZUGDIDSHI SATAMASHOD.GMERTMA KNAS MAGRAM RAGAC MEECHVEBA
Goga
18:04 12-08-2016
0
ზედაეწერის სტადიონი, განმუხურის სტადიონი და რუხის მშენებარე ბაზა, ეს არის ზუგდიდის ბალანსზე და არამგონია ცოტა იყოს, ახალ სტადიონს ცხადია არავინ გადასცემს და სწორიც არის, ახალი სტადიონი მუნიციპალიტეტის ბალანსზე უნდა იყოს.
გეთანხმებით დაგვიანებულია მაგრამ რა აზრი აქვს ამ არაფრუს მომცემი ფეხბურთელების თამაშს?! არანაირი, ამ ფეხბურთელებით 100%-ით გავარდებიან
გერმანიიდან
16:36 12-08-2016
0

სიახლეები პოპულარული