უმაღლესი ლიგა. I ტური: 4 ფრე და სტუმრების გამარჯვება

AutoSharing Option
7 აგვისტოს საქართველოს XXVIII საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო.

გარდამავალი ჩემპიონატის პირველი ტურის 6-ვე შეხვედრა დღეს გაიმართა.

7-7 გუნდი ორ ჯგუფად განაწილდა. თეთრ და წითელ ჯგუფებში სამ-სამი მატჩი ჩატარდა.

თეთრი ჯგუფი
საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

ასევე უგოლო ფრედ დასრულდა დაპირისპირება ლანჩხუთის "გურიასა" და "ცხინვალს" შორის.

ქუთაისის "ტორპედოსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის შეხვედრა წინა ორის მსგავსად 0:0 დასრულდა.

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-დინამო (თბ) 0:0

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ცხინვალი 0:0

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-შუქურა 0:0

წითელი ჯგუფი
ბათუმის "დინამოსა" და
"სამტრედიას" შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. 58-ე წუთზე "სამტრედია" ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა, ხოლო 78-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გაათანაბრა.

ფოთის "კოლხეთმა" სტუმრად მინიმალური ანგარიშით "ზუგდიდი" დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი ომარ გოგონაია გახდა, რომელმაც 25-ე პენალტი ზუსტად შეასრულა.

ასევე სტუმრად იმარჯვა "საბურთალომ", რომელმაც ბოლნისის "სიონს" ანგარიშით 2:1 სძლია. ანგარიში "საბურთალოს" ეპანელმა ლეგიონერმა ფრანცისკო გარსიამ 37-ე წუთზე გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე დავით ვოლკოვმა გაათანაბრა. 53-ე წუთზე გამარჯვების გოლი სტუმრების კიდევ ერთმა ესპანელმა ფეხბურთელმა ტერა ელვინმა გაიტანა.

ქობულეთი, "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 1:1
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (58), 1:1 თეიმურაზ შონია (78)

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 ომარ გოგონა (პენ. 25)

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 1:2
გოლები: ფრანცისკო გარსია (37), 1:1 დავით ვოლკოვი (38), 1:2 ტერა ელვინი (53)
გაძევება: დავით ხურცილავა (90)

თბილისის "ლოკომოტივი" და გორის "დილა" პირველ ტურში ისვენებენ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა სჭირო არიან ზუგდიდის გუნდში,შოთა ლომია რომელსაც სირბილი ეზარება ,ასევე სიხარულია რომელიც ბურთს ვერ აჩერებს.გასაგებია ამათ ქონდათ კარგი პერიოდიც ,მაგრამ დღეს აშკარად დაბალ დონეზე არიან.და ისინი მწვრთნელს პირველი 15,20 წუთში უნდა შეეცვალა,მათთან ერთად ბეჭვაიაც გულის ამრევად გამოიყურებოდა.
სოსო
10:30 08-08-2016
0
7 გუნდია ერთ ჯგუფში და ყველა ისვენებს აქეთაც და იქეთაც ისე როგორც აშუქებთ ისეთი ჩემპიონატიც გაქვთ
sosos
10:13 08-08-2016
0

სიახლეები პოპულარული