"ცხინვალი" ამხანაგურ მატჩში პირველლიგელთან დამარცხდა

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილი "ცხინვალი" ეროვნული ჩემპიონატისთვის საქართველოში ემზადება.

ცხინვალელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს პირველლიგელ "მარკ სტარსთან" და 1:2 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში, ვიდრე კაჭარავას გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით იყო, "ცხინვალი" ბიძინა მახარობლიძის გოლით იგებდა თამაშს. მან ბესიკ ქარდავასა და ჯაბა დვალის მონაწილეობით გათამაშებული სამსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა.

თუმცა შემდეგ რადიკალურად შეიცვალა "ცხინვალის" შემადგენლობა და შეიცვალა შედეგიც. კაჭარავამ ეს შემადგენლობა ათამაშა:

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, თომაშვილი, ბიჩიაშვილი, ქარდავა, სულთანიშვილი, კახელიშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე, დვალი; შეცვლაზე შევიდნენ: სტურუა, ფირცხალავა, გამყრელიძე, ურუშაძე, ჯამარაული, გელაშვილი, კასრელიშვილი, ლომსაძე, გაბრიჩიძე.

ცხინვალელ
სამარქაფოთაგან ყურადღებას იქცევს 21 წლის მეკარე ილია სტურუა. ბოლოს ის ქობულეთის "შუქურაში" ირიცხებოდა, თუმცა თამაში ძალიან იშვიათად უწევდა.

სამტრედიაში დაბადებული სტურუა ფეხბურთელად რუსეთში ჩამოყალიბდა, სადაც ლეგენდარული ლევ იაშინის სახელობის აკადემია დაამთავრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული