15 წლის შემდეგ... საჩხერის "ჩიხურა" ზურაბ მწყერაშვილსაც დაემშვიდობა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ოფიციალურად დაადასტურა "ლელოს" ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კლუბში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაიწყო.

ცნობილია, რომ "ჩიხურასთან" კონტრაქტი დაუმთავრდათ და ახალ გუნდს ეძებენ დავით კუპატაძე, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი ჯოხაძე, დავით მეგრელიშვილი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, დავით კირკიტაძე, ლაშა კუჭუხიძე.

ლეგიონერებმა, ანეი ლოვრეჩიჩმა და მარკო ვუკასოვიჩმა, კლუბთან ხელშეკრულებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

იჯარის ვადა ამოეწურათ და თბილისის "დინამოს"დაუბრუნდნენ დავით ვოლკოვი და თორნიკე კირკიტაძე, ოთარ კუსიანი კი - თბილისის "ლოკომოტივს". დღევანდელი სიახლე ის არის, რომ საჩხერულ კლუბს მეკარე ზურაბ მწყერაშვილიც დაემშვიდოდა.

"ჩიხურამ"
ფორმალობა და ეტიკეტი არ დაარღვია, გუნდიდან წასულებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა 30 წლის მწყერაშვილმა დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ მან მთელი კარიერა "ჩიხურაში" გაატარა - 15 წლის განმავლობაში ირიცხებოდა გუნდში და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

მაგრამ დასრულებულ სეზონში შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია და მასთან გამოთხოვებაც აქედან მომდინარეობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული