თორნიკე ოქრიაშვილისთვის "ესქიშეჰირი" წარსულია, ბელგიური "გენკიც"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილისა და თურქული "ესქიშეჰირის" გზები საბოლოოდ გაიყარა. ამის თაობაზე "ლელოს" სანდო წყარომ აცნობა.

თურქული კლუბი პირველ ლიგაში გავარდა. კარგია, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში არ ითამაშებს.

ახლა ასეთი ვითარებაა: ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, ახალ კლუბს სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ მოძებნის. ეს, ალბათ, არ იქნება "გენკი", რომელსაც ის კონტრაქტით ეკუთვნის, რადგან ჩვენებურს ამ გუნდში დაბრუნება დიდად არ ხიბლავს მწვრთნელის ფაქტორის გამო.

მას ისეთ კლუბში უნდა გადასვლა, სადაც სწორედ მწვრთნელისგან ექნება ნდობა და
სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.

ფაქტია - როგორც კი ოქრიაშვილმა "ესქიშეჰირში" სათამაშო პრაქტიკა მიიღო, ის ამ გუნდისთვის უმალ ფასეულ ფეხბურთელად იქცა და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც დაიწყო.

მოკლედ, ცოტაც მოვიცადოთ და...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"