უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტური გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატიდან მოხსნილ ქედის "ბეთლემს" წყალტუბოს "სამგურალთან" მატჩში წაგება 0:3 ჩაეთვლება, დანარჩენი 8 წყვილი კი ასეთია:

გაგრა - ვიტ ჯორჯია
ბორჯომი - მაჭახელა
ჩხერიმელა - ოდიში 1919
სქური - რუსთავი
იმერეთი - ლიახვი
კოლხეთი ხობი - სამეგრელო
მეშახტე - ალგეთი
მერცხალი - ჭიათურა

პირველი ლიგიდან გავარდნილებისა და
პირველ-მეორე ადგილებზე გამსვლელთა გარდა, ბოლო ტურში გაირკვევა პლეი-ოფის საგზურის მფლობელი მესამეადგილოსნის ვინაობაც.

შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებაში უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზე გასულს შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამატ განცხადებებს რას უყურებთ,დამტავრდება სეზონი და იტყვიან არცერთი გუნდი არ ვარდება იმიტო რო ვერავინ ამოდის პირველი ლიგიდანო და ჩაატარებენ ისევ 16 გუნდა ჩემპიონატსს,ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება მაინც ხო იცითთთთ
Daviti
12:00 22-05-2016
0
Ara shen xar getyoba chkviani.. Mag mayika iswavle kargad
Alex
10:52 22-05-2016
0

სიახლეები პოპულარული