გორის "დილას" ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
"დილამ" ბოლო დროს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი მოისაკლისა. როგორც ჩანს, გორელთა სამედიცინო შტაბმა ნაყოფიერად იმუშავა - უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილ გუნდს დაშავებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ.

"დილასთან" ერთად ვარჯიშობენ გიორგი ერისთავი, ლევან საბაძე და ლექსო კვახაძე. ცხადია, ეს გორელთათვის სერიოზული შევსება იქნება.

ამას გარდა, "დილა" სანაკრებო პაუზას ამხანაგური შეხვედრით შეავსებს. 26 მარტს "თენგიზ ბურჯანაძეზე" გორელები კახა კაჭარავას გაწვრთნილ "ცხინვალს" უმასპინძლებენ.

"დილა" საქართველოს ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს "სამტრედიასთან". სწორედ იმერლებთან ითამაშებენ გორელები საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში. ეს საინტერესო მატჩი 2 აპრილს, გორში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ
"დილა" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. გორელები მიმდინარე სეზონში წინანდელის დარად ვეღარ ყოჩაღობენ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ამ ზამთარს ისინი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელივნენ, მათ შორის - გოგიტა გოგუას და გიორგი ნავალოვსკის.

გარდა ამისა, "დილას" ფინანსური მდგომარეობა ძველებურად მყარი აღარ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული