რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "ლოკომოტივის" 22 წლის ფეხბურთელის, რევაზ ჩიტეიშვილის მიერ თბილისის "დინამოსთან" გატანილი გოლი ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლ რუმმა" კვირის საუკეთესო გოლების ათეულში შეიყვანა.

23 თებერვალს, "დინამო არენაზე", "ლოკომოტივი" ჩემპიონატის ლიდერთან 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრის 53-ე წუთზე ანგარიში სწორედ სტუმართა 22 წლის ფლანგის მცველმა გახსნა - რატი არდაზიშვილის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ, ზვიად ქანთარიას მიერ ძლიერი დარტყმული ბურთი ერთ-ერთ ლოკომოტიველს მოხვდა, იქიდან ასხლეტილი კი კარიდან 30 მეტრში მყოფმა ჩიტეიშვილმა ისეთი საშინელი ძალით დაარტყა, ლიბორ ჰრდლიჩკამ მგონი ვერც გაიგო, რა მოხდა. მოკლედ, ულამაზესი გოლი გამოვიდა.

ტოპ-ათეულში
ასევე დაასახელეს ლეო მესი (ჯარიმა "სევილიას" კარში), ლევერკუზენელი ქარიმ ბელარაბი (გოლი ევროპალიგაზე, "სპორტინგთან" საპასუხო შეხვედრაში), "რეინჯერსის" თავდამსხმელი კენი მილერი, "რომასა" და იტალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტეფან ელ შაარავი ("ემპოლის" კარი აიღო), ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლი და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ წელიწადში სხვადასხვა მედიასაშუალებამ ტოპ-გოლებში დაასახელა გიორგი ალავერდაშვილის, ოთარ მარცვალაძის, ვალერიან გვილიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლები. მათ თავი გამოიჩინეს ლიტვის, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში, ოქრიაშვილმა კი - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში; საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლი კი საერთაშორისო გამოცემებისა თუ ინტერნეტტელევიზიების ყურადღების ობიექტი დღემდე არასოდეს გამხდარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლიც კარგი იყო და კომენტატორიც! ვინ არის ეს კომენტატორი მომეწონა მისი ემოციები
bravo
00:38 23-03-2016
0
ნიკუშა კვეკვესკირის გოლი ყველაზე მეტად მომეწონა..სამწუხაროა რომ არ არის აქ
bujanga
19:06 22-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული