სოსო ფხაკაძე: "ვისოლი" ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს...

AutoSharing Option
კომპანია "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" 2010 წელს გადაიბარა და კლუბს სამწლინახევრის განმავლობაში პატრონობდა. ამ პერიოდში გუნდს პროგრესი დაეტყო - სამჯერ გახდა ბრინჯაოსმედალოსანი, "ვისოლმა" კი ქუთაისის მთავარი საფეხბურთო არენა (დღეს - რამაზ შენგელიას სახელობის) და "ტორპედოს" ბაზა გაარემონტა...

...მაგრამ 2013 წლის დეკემბერში "ვისოლმა" კლუბის სპონსორობა აღარ ისურვა და ფეხბურთიდან წავიდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კომპანიას საფეხბურთო ბიზნესიდან არანაირი მოგება არ ჰქონდა და გასაკვირი არ იყო, რომ ბიზნესსუბიექტისთვის ასეთ უინტერესო სფეროში გაჩერება აღარ ისურვა.

ამის მიუხედავად, "ვისოლმა" "ტორპედოს" ანგარიშზე გარკვეული თანხა მაინც დატოვა, წლის ბოლომდე პრობლემები რომ არ შექმნოდა და ჩემპიონატი დაესრულებინა. მერე კი "ტორპედო" ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა...

"ვისოლის" ბოლო მცდელობა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად განხორციელებული პროექტი იყო. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ აირია. საბოლოოდ, კომპანიამ 2014 წლის სექტემბერში კლუბზე უარი თქვა.
მაგრამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ, პროცესები საინტერესოდ წარიმართა - რამდენიმე კლუბში "ლელოს" უთხრეს, რომ ბიზნესწრეები თანამშრომლობით დაინტერესდნენ, შესაბამისად, სპონსორობასა და კლუბის განკერძოებაზე მოლაპარაკება დაიწყეს.

ამ კონტექსტში საინტერესო ფაქტი მოხდა - როცა ფეხბურთის ფედერაციამ "ვითიბი ბანკთან" სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, პრეზენტაციას "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძეც ესწრებოდა.

ეს ხომ არ ნიშნავდა "ვისოლის" ფეხბურთში დაბრუნებას? საერთოდ, როგორ აფასებს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ ქართული ფეხბურთისა და ბიზნესის დაახლოების პერსპექტივას?

"ლელომ" ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს სწორედ ამ თემაზე ჩამოართვა ინტერვიუ...

- თქვენი კომპანია ქუთაისის "ტორპედოში" იმ დროს მივიდა, როცა ბიზნესი ფეხბურთით არ ინტერესდებოდა. სახელმწიფო პროგრ
ამის დამტკიცების შემდეგ, კლუბებში აჟიოტაჟია. მაგრამ საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებას ბიზნესწრეებიც ასევე შეხვდნენ და ფეხბურთისადმი ინტერესი გაუჩნდათ?

- ჩემი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული და სახელმწიფოს მიერ მოწონებული პროგრამა მისასალმებელია. არა მგონია, ვითარება ძველებურად დარჩეს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ბიზნესში გარკვეულ ინტერესს ნამდვილად გააჩენს და განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომელთაც ამ სფეროში ფეხი უდგათ.

- არც ისე დიდი ხნის წინათ, ასეთი კომპანია "ვისოლიც" იყო...
- ამ ეტაპზე, ფეხბურთში მობრუნებას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენ ვართ დივერსიფიცირებული ორგანიზაცია, კომპანიას ახალი ბრენდები დავამატეთ და არსებული ბიზნესმიმართულებების განვითარება გვსურს.

- შეიძლება, იმის გამოც არ გსურდეთ დაბრუნება, "ვისოლს" ქუთაისელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ...
- ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთში საქმიანობის პერიოდში ქუთაისის "ტორპედოსთვის" დიდი და კარგი საქმე გავაკეთეთ - მაგრამ არა იმიტომ, რომ ეთქვათ, კარგ საქმეს აკეთებთო. კლუბსა და იმერეთის რეგიონს მოვუტანეთ სიკეთე და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. სხვათა შორის, ვაკეთეთ ის, რაც თავადაც გვსურდა, რომ გვეკეთებინა.

- მაგრამ ბიზნესისთვის ფეხბურთი მხოლოდ მაშინაა საინტერესო, როცა ის მოგებიანია. ხომ ასეა?
- არა, "ტორპედო" და ფეხბურთი ჩვენთვის ბიზნესი არ ყოფილა და არა მგონია, დღესაც იყოს.

- ამ პროგრამის ამოქმედებით, შესაძლებელია თუ არა, რომ ფეხბურთი მართლაც ბიზნესი გახდეს?
- დიახ, ამის იმედი არის. მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. ასეთი პროგრამა რომ დაემტკიცებინათ მაშინ, როცა ქუთაისის "ტორპედოში" ვსაქმიანობდით, ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა...

ამის მიუხედავად, ახლა ამ სფეროში ჩვენს დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, რადგან "ვისოლს", როგორც გითხარით, რამდენიმე ბრენდი დავამატეთ ძალიან შრომატევადი სფეროებიდან. ჯობია, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რადგან ამით ქვეყანას უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რობაქიძე-გასაგებია შენი გულისტკივილი ვისოლის მიმართ მიტომ რომ ნაც-სექტა ხართ. მაგრამ სინამდვილე უნდა თქვათ და სულ ტყუილში არ უნდა დაამთავროთ ცხოვრება.დათოია-ნაც-სააკიანის ანუ თქვენი პარტიის ლიდერის ძმა არი ბალახვნელების სიძე. და მას სთხოვეს ტორპედოს აყვანა მანაც დაპირდა ცოლის მეზობლებს და სოსო და მის ძმას ლევანს შეტენა მისი საქმე.რადგანაც დათოია ვისოლ-ნავთობის პრეზიდენტია.ამ დროს იწყება საარჩევნო ციებ-ცხელებაც.თან ქუთაისში ყველაზე კარგ ადგილზე და ასეთი -5-ია ბინების გარშემოტყმაში რომელიც არ შეიძლება უსაფრთხოება და ხალხის მოწამლა ააგებინა 5 ბენზინგასამართი სადგური. მანახე რეზო თბილისში ბინებს შორის ბენზო-სადგური. და თან ნაც-მიშას საქმე ხმების მოგროვება საფიჩხია-სიძე ლევან ფხაკაძე ბალახვანი -სიძე დათო სააკაშვილი და ქალაქის ცენტრი შაუმიანი-სიძე დათა ახალაია.... სამეული და თუ დაგამატებთ შენ და სოსოს ხუთეული იქნებით.გუნდი კი შეინახეს მაგრამ ქუთაისი და იმერეთი ბენზო-სადგურებით და ტყუილებით გატენეს არც ერთი ფეხბურთის სკოლის აკადემია არ გახსნეს სამაგიეროდ გახსნეს შენი არ იყოს თავის სასარგებლოდ- საცურაოები- კორტები- -სმარტები და ა.შ.იგრიალეს და წავიდნენ.
ტორპედოს -ერთი- სუვენირ -მაღაზია არ დაუტოვეს სახსოვრად.მაშინ ფიფიამ რა ქნას.4წწ=ში40მლნ დაახარჯა დინამოს საკუთარი ჯიბიდან=კოკაიას არ იყოს.როცა ვისოლმა -4წწ=4მლნ დახარჯა და ბასეინიც ჯერჯერობით დაიტოვა და ისიც არ აჩუქა მას
ქუთაისელი.
23:28 13-03-2016
0
ჯერ ერთი კი არ ჩაიბარა ჩააბარებინეს და მეორე ძალიან კარგად იცით იმ ხალხს ფეხბურთი შეტენეს თორემ სულ არ აინტერესებთ.
გიო
17:29 13-03-2016
0
მამულოს-გეთანხმები,ამდენ საუბარს და შორიდან დამოძღვრას სჯობს საქმით დაამტკიცოს
Vakho
15:21 13-03-2016
0
აღარ ჩავასხამ ვისოლის საწვავს
Irakli
15:15 13-03-2016
0
გუჯა კახაძეს,რომ შედეგი აქვს ამას არა ერთი ვეტერანი,თუ მოქმედი სპორტსმენი (არა მარტო ფეხბურთელი)ამბობს.ეს ისეთი მეთოდია(ჩემს შვილზე მაქვს გამოცდილი)თუ არ არგებს,უბრალოდ გამორიცხულია,რომ რამე ავნოს.განსაკუთრებით კარგია პატარა ასაკიდან,იმიტომ,რომ ბავშვების უმრავლესობა დარბის ე.წ.ქუსლით,რაც არა მარტო არ შეიძლება,არამედ დაუშვებელია.ესაა შემდგომი ტრამვების საწყისი.გაგახსენებთ უნიჭიერეს ყენიას,მას ზუსტად ეს პრობლემა ქონდა,რაც უფრო დატვირთვები გაეზარდა სამწუხაროდ ყველამ დავინახეთ რაც მოუვიდა.ამას გუნდებში ბავშვებს არ ასწავლიან განა იმიტომ,რომ არ იციან (თუმცა არც ესაა გამორიცხული)უბრალოდ ერთი მწვრთნელი ყველაფერს ვერ აუვა და მივდივართ იქამდე,რაზეც არა-ერთხელ დაწერილა, საქართველოში უნდა მომზადდნენ(თუნდაც საზღვარგარეთ)და რაც შეიძლება მალე, მაღალი დონის მწვრთნელები.
sake
15:11 13-03-2016
0
გუჯა კახაძეს---დავიღალეთ შენი "დარიგებებით",თუ ასე მაგარი ხარ რატომ არც ერთი კლუბი არ გიჭერს მხარს.ნუ წაიღე ტვინი,გაჩუმდი მაინც.თუ არა და პირველი ლიგიდან დაიწყე შენი მეთოდების დანერგვა და იქედანყველას დაანახე თუ რამე შეგიძლია.
mamulo
14:38 13-03-2016
0
უმადურობისკენ არც მო მოგიწოდებთ, მაგრამ გავიხსენოთ რას დაპირდნენ ქუთაისს:, საშუალო ევროპული დონის გუნდს, საფეხბურთო აკადემიას ექვსი საფეხბურთო მოედნით, ევროპულ ტურნირებში წარმატებას!!! თანხა დაუტოვეს ტორპედოსო, რა, სანაცვლოდ არაფერი მიუღიათ??? პირველი სკოლის წინ, ქუთაისში საუკეთესო ადგილი, მაგათი ვენდისთვის, აბა ვისია??? დააკვირდით როგორ დაფარა პირველი სკოლის ისტორიული შენობის ხედი ამ სიმახინჯემ! ამისათვის ქალაქის მთავარ არქიტექტორსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი!!! არ ვბრუნდებითო ასე უფრო გამოვადგებით ქვეყანასო, ქვეყანას თუ საკუთარ თავს და ჯიბეს??? საკითხავი აი ეს არის!!!! ამას სჯობს ბოდიში მოუხადონ ქუთაისს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომა და სიყვარულით დაიწყონ ახალი ტორპედოს შექმნა. მაშინ კი ნამდვილად დაიმსახურებენ ქუთაისლებისა და ქვეყნის სიყვარულს და პატივისცემას!!!
გიორგი
13:18 13-03-2016
0
ფეხბურთი განავითარეს არა კვახი დაავალეს როცა მომჯდარი იყვნენ მაგრად და როცა წავიდა მამამარჩენალი ამათმაც მოხიეს ისე ამათ გამპრავებლებს მინდა ვკითხო ამათი შეპირებული აკადემია სადაა ამუნიამ შეჭამა.
qutaiseli
12:50 13-03-2016
0
ბიზნესმენები ქართული ფეხბურთით მაშინ დაინტერესდებიან, როდესაც ფეხბურთი მომგებიანი გახდება. ძირითადი პრობლემა, თამაშის ძალიან დაბალი ტემპი, მოაგვარეთ და მაყურებელიც დაბრუნდება სტადიონზე.

რამდენჯერ უნდა შეგახსენოთ, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი არ აგვარებს სირბილის პრობლემას, ეს ცალკე დისციპლინაა და კლუბში შესაბამისი სპეციალის დასაქმება არის აუცილებელი!

ამისათვის შევქმენი დაუღლელად სირბილის სწავლების მეთოდიკა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მის გამოყენებას არავინ ჩქარობს.
გუჯა კახაძე
12:39 13-03-2016
0
მართლაც დიდია ,,ვისოლის" წვლილი ქუთაისსა და მთლიანად იმერეთში ფეხბურთის განვითარებაში უმადურები არ უნდა ვიყოთ ამ ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს
რევაზ რობაქიძე
12:04 13-03-2016
0
ამ ვაჟბატონმა თავისი გამდიდრებისათვის 15-მდე ნაძვი გაჩეხა დოლიძის დასაწყისში -ღამით მალულად.ახლა ვენდისში ატყავებს ბავშვებს!
doliZe
11:49 13-03-2016
0
სიახლეები პოპულარული