"საბურთალოს" "ხეტაფეს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი გაწვრთნის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" გია ჭიაბრიშვილი აღარ გაწვრთნის.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაგვიდასტურა.

როგორც პრესსამსახურმა გვითხრა, ჭიაბრიშვილისა და კლუბს შორის ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობა გადაწყვიტა. ამის შემდეგ კლუბმა ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჭიაბრიშვილს "საბურთალოში" ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინი ჩაანაცვლებს, რომელიც კარიერის მანძილზე "სანტა ეუგენიას", "იესკასს", "პუერტოიანის", "ხეტაფეს" მეორე გუნდსა და მთავარ გუნდს წვრთნიდა. "საბურთალო" ახალ მწვრთნელს, სავარაუდოდ, ხვალ, 9 მარტს, წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს "უმაღლესი" ლიგის ჩემპიონატი 19 წლამდელთა ტურნირს ემსგავსება!
გუჯა კახაძე
14:22 08-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული