უმაღლესი ლიგა. XIX ტური: "სამტრედიამ" "საბურთალოს" 8 გოლი გაუტანა!

AutoSharing Option
7 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. სამტრედიაში ადგილობრივმა გუნდმა თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში გასული 10 გოლი მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია შედეგიანობის მხრივ.

ეს საბურთალოელთა ზედიზედ მესამე დიდი ანგარიშით წაგებაა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი მანამდე თბილისის "დინამოსთან" (0:4) და საჩხერის "ჩიხურასთან" (0:5) შერცხვა.

ამ გამარჯვების წყალობით "სამტრედიამ" 38 ქულა დააგროვა და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 52 ქულით, მეორე კი
გორის "დილაა", რომლის აქტივში 40 ქულაა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არ გრცხვენიათ გეგუჩაძევ და ჭიაბრიშვილო სამტრედიიდან ერთი ფეხბურთელი რომ არ გამოიძახე, ხომ გამოჩნდა თქვენი საბურთალო და ლოკომოტივი რაც არის
dato
17:10 07-03-2016
0
რა დაბალი დონეა საქართველოს ჩემპიონატი, 10 გოლი ერთ მატჩში მე--20 საუკუნის ოცდაათიანი წლებია თუ რა უბედურებაა.
kaxi
19:40 07-03-2016
0

სიახლეები პოპულარული