დავით სირაძე: ისე გამოვიდა, რომ კარიერა ჩემდა უნებლიედ დავასრულე

AutoSharing Option
ცნობილია, რომ გოგიტა გოგუა ყაზახურ (პავლოდარი) "ირტიშში" ჩაირიცხა, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ტრანსფერის განხორციელებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით სირაძე მონაწილეობდა.

"ეს პირველი ტრანსფერი არ ყოფილა. თავიდან, ნორვეგიაში ჩემი ნალჩიკელი თანაგუნდელი გავუშვი. გოგიტა კი ჩემი მეგობარია და როცა ყაზახები ნახევარმცველით დაინტერესდნენ, მისი კანდიდატურა ვურჩიე.

მერე შეკრებაზე ისინი "დილას" ეთამაშნენ და გოგუას შესაძლებლობებში თავად დარწმუნდნენ - მან შეხვედრა ისე კარგად ჩაატარა, ორივე გუნდში საუკეთესო იყო და კონტრაქტი შესთავაზეს", - ამბობს სირაძე.

ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ მენეჯერობა ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია:

"ეს გარიგება სულ შემთხვევით მოხერხდა. სხვადასხვა ქვეყანაში მითამაშია და ნაცნობები მყავს, რაც გოგუას წასაყვანად გამოვიყენე. მიმაჩნია, რომ ის ყაზახეთში თამაშით ნაკრებს გამოადგება - ამ ქვეყანაში საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატია. ახლა იმხელა ფულს დებენ და ისეთი სერიოზული ლეგიონერები ჩაჰყავთ, არ გამიკვირდება, მალე საერთო დონით კიდევ უფრო რომ განვითარდნენ.

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჯერ მენეჯერობა არ გადამიწყვეტია და ვფიქრობ, რა გზა ავირჩიო. მწვრთნელობა რომ არ მინდა, ეს ნამდვილად ვიცი".

სირაძე მიიჩნევს, რომ კარიერა უნებლიედ დაასრულა:

"თამაში კიდევ მსურდა, მაგრამ არავინ მიწვევდა. ტაილანდსა და მალაიზიაში წასვლა შემომთავაზეს, რაც თავად არ მინდოდა. იქით წასვლას საქართველოში გამოსვლა მერჩივნა - მინდოდა, ჩემი გამოცდილება რომელიმე გუნდისთვის მომეხმარა.

სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, ჩვენთან ხომ გამოცდილ ხალხს არ სწყალობენ. კარგა ხანს ასე ჰაერში გამოკიდებული ვიყავი. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ კარიერა ჩემდა უნებლიედ დავასრულე. მაგრამ ჯერ ამ ნაბიჯის გადადგმა საბოლოოდ მაინც არ გადამიწყვეტია. გუნდი თუ გამოჩნდება, სიამოვნებით ვითამაშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ შეიძლება ასეთი მოთამაშის ასე გაშვება და ნაკრებში არ გამოძახება, სულ ბოლო წუთებზე გაქონდა რამდენჯერ მოგვაგებინა და გადაგვარჩინა ქეცბაიას დროს არ გახსოვთ ასე რომ ვიძახდით ჩვენ სირაძე გვყავს და სხვებს არა ყავთო, და რაზე მოხსნა ნაკრებიდან ქეცბაიამ ეს დღემდე გაუგებარი და პასუხგაუცემელია, ამხელა დონის ...
Diego
03:40 29-02-2016
0
კობიაშვილს ჭკუა რომ ჰქონდეს, შეენნაირ კაცს ჩააბარებდა ეროვნულ ნაკრებს, რომელიმე ასაკობრივი გუნდის მრწვთნელად რაც ძალიან წაადგებოდა ქართულ ფეხბურთს.
anzori
23:52 28-02-2016
0
სელექცია რომ გვივარგა მაგიტო.სადგაც დადიან და ცხვირ წინ ნაკრების ერტ ერტი მეგოლე უგუნდოდაა სირცხვილი ჯერ პატივის ცემიტ უნდა მიიწვიო შანსი მიცე კაცმა ნაკრებშ გასახრი გოლები გაიტანა.ბებერიც არ ეტქმის 2 წელი ხო სჰედზლებს თამშს ვიგაცას რაგაცას ასწავლის.იასჰვილის მაგალითი წინ გვაქ ცჰისკოზე ნაკლებად აგორებს ბურთს გირსეულად შეცვალა
lasha
15:43 28-02-2016
0
რა აქვს ამ კაცს საქართველოს გუნდებს დასაწუნი?ნებისმიერ ქართულ გუნდს გააძლიერებს....
ოხ ამათი
14:53 28-02-2016
0
რატო უკარგავთ ამ კაცს შრომას? ამაზე უკეთესები ვინ გყავთ საერთოდ გუნდში? დათო დაბრუნდი რა რომელიმე ქართულ გუნდში მაინც, ზუგდიდიდან ჩამოვალ შენი თამაშის სანახავად.
გიორგი
14:05 28-02-2016
0
საქართველო პარადოქსების ქვეყანაა! რამდენი თავდამსხმელი გვყავს დავით სირაძესთან ახლოსაც რომ ვერ მივა და მუდმივად ათამაშებენ. შედეგიც სახეზეა!!!!
გუჯა კახაძე
13:46 28-02-2016
0
შენნაირი ფეხბურთელები ესე არ უნდა იკარგებოდნენ!წარმატებები!შენ ისევ შეგიძლია თამაში!!!
Gvanca
13:25 28-02-2016
0
ნაკრებში საჭირო გოლები აქვს გატანილი და ამისთვის მადლობა რიგითი გულშემატკივრისგან
Giorgi567
12:45 28-02-2016
0
სიახლეები პოპულარული