თბილისის "დინამო" ბელეკში ოთარ კაკაბაძის გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. თბილისელები ბელეკის სასტუმრო Susesi Luxury Resorts- ში დაბინავდნენ.

იურაი იარაბეკის შეგირდები თურქეთში 14 თებერვლამდე დარჩებიან.

დღესვე, "დინამო" პირველ სპარინგს გამართავს და მეტოქედ ხორვატული "სპლიტი" ეყოლება; 4 თებერვალს თბილისელები ბელორუსის საუკეთესო კლუბ ბატე-ს დაუპირისპირდებიან; 7 თებერვალს იარაბეკის შეგირდები სერბულ "ვოევოდინასთან" მოსინჯავენ ძალებს, 10 თებერვალს კი "სლოვანთან" (სლოვაკეთი). 13 თებერვალს, შეკრების დასკვნით სპარინგში, დინამოელები ლვოვის "კარპატისთან" ითამაშებენ.

იარაბეკმა შეკრებაზე 26 ფეხბურთელი წაიყვანა:

ლიბორ ჰრდლიჩკა, გიორგი ბეგაშვილი, დემეტრე ბულისკერია, გიორგი თევზაძე, გიორგი გურული, ზაზა
ჭელიძე, გიორგი გველესიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კობოური, რენე ფერეირა, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჯანელიძე, მიკელ ალვარო, გიორგი ჩაკვეტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ჟაჟა დე სოუზა, ოთარ კიტეიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი ქვილითაია.

შეკრებაზე ვერ წავიდა 20 წლის მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე. მიზეზი ტრავმაა, რაც ფეხბურთელმა "ლელოს" თავად უთხრა:

"სამწუხაროდ, კუნთი გამიწყდა და ერთი თვის განმავლობაში იძულებით უნდა დავისვენო".

* * *
თურქეთშივე გაემგზავრა შეკრებაზე "დინამოს" დუბლშემადგენლობა. სამწვრთნელო შტაბმა მეზობელ ქვეყანაში შეკრებაზე 22 ფეხბურთელი იახლა. პატარა დინამოელები კუნდუს სასტუმრო Topkapi Palace Hotel-ში დაბინავდნენ.

დინამოელთა სავარაუდო მეტოქეებს შორის არიან "ზაარბრიუკენი", "შახტარი" და "ვოლინის" ასაკობრივი გუნდები.

"დინამოს" დუბლშემადგენლობა თურქულ შეკრებაზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

ლევან ისიანი, გიორგი კულუა, ბექა მიქელთაძე, მიხეილ ერგემლიძე, ლუკა სილაგაძე, საბა აღდგომელაშვილი, ნიკა ნინუა, ლუკა ლოჩოშვილი, არჩილ ბასარია, ლევან ხარაბაძე, ლუკა ფოჩხუა, გიორგი კუცია, გიორგი ზარია, ნიკა გაბრიჩიძე, აკაკი ყურაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ზუკა დავითაშვილი, ვახო კაპანაძე, ნიკა ბაშალეიშვილი, ანდრო ნემსაძე, ენვერ ლილუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული