ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილს ენდობიან, მაგრამ...

AutoSharing Option
28 იანვარს, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ჩაატარა თურქეთის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბურსასფორთან", რომელიც მისმა "ესქიშეჰირმა" შინ 2:3 წააგო.

ამ მარცხით "ესქიშეჰირმა" 7 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სათასო ბატალიებს გამოეთიშა.

სამაგიეროდ, მომდევნო სტადიაზე გავიდა ნიკა ძალამიძის "რიზესფორი", რომელმაც ქართველის გარეშე საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "მერსინს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ