რომან ფიფია: მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალი მთავარი მწვრთნელის, სლოვაკი იურაი იარაბეკის წარდგენამდე, განვლილ პერიოდზე ისაუბრა.

"ახალი მწვრთნელი გააგრძელებს გეგუჩაძის დაწყებულ საქმეს,  თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ის 3-4-წლიანი პროგრამა, რომელიც მე გიასთან მქონდა გაწერილი, იგივე მექნება ახალ მწვრთნელთან.

მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა. ჩვეულებრივ, გია მუშაობდა და დასახული გეგმისკენ მივდიოდით, მაგრამ უცებ ის ნაკრებს დასჭირდა...

უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკრები ჩვენთვის უმთავრესია. 21-წლამდელთა ნაკრები მთავარ გუნდზე ნაკლები არაა. გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნა, ჩემი აზრით,
სწორი გადაწყვეტილებაა და ეს ლევან კობიაშვილსაც ვუთხარი", - განაცხადა ფიფიამ.

"დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომან ფიფიას, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს.

ნაკრებთან დაკავშირებულ კითხვებს კი "ლოკომოტივზე" ვუპასუხებ", - თქვა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინ დაფარავს ხარჯებს და უნდა გაზარდო ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც, გაყიდი და თან გაყიდი არა 15 ათასად ან თუნდაც 300 000, კარგი ფეხბურთელი დღეს მილიონები ღირს. და ამის მერე ხარჯის დაფარვაზე აღარ იქნება ლაპარაკი პირიქით კლუბსაც შეინახავ!! ნორმალურ კლუბებში ასე ხდება!
kote-s
01:22 28-01-2016
0
კოტეს-ერთი რამდენი ოჯახი გეგულება საქართველოში ფეხბურთში ,რომ 150 ლარს უხდიდეს ბავშვს? ფეხბურთი ხელმოკლე ბავშვების სპორტია მთელ მსოფლიოში,და ასე იყო საქართველოშიც,რა თქმა უნდა აკადემია მისია რა ფასსაც უნდა იმას დაადებს,მაგრამ წინა წელს ,რომ დახურა და ბავშვები(აქ საუბარია 2008-2009წ დაბადებულებზე) ქუჩაში დატოვა და გამოაცხადა აკადემია უფასოაო და ეხლა ხელახლა აცხადებს მიღებას და თან გაზრდილი ფასით(წინა წელს 100ლ) ეს რა წესია.
ბექა
18:24 27-01-2016
0

სიახლეები პოპულარული